veloturi-tbilisis-erovnuli-parki

თბილისის ეროვნული პარკი - მარტყოფის მამათა მონასტერი

ველობილიკი

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ველობილიკი იწყება ცხვარიჭამიას გზიდან, თბილისის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ბილიკის მაქსიმალური სიმაღლე 1450 მეტრს აღწევს. პირველი 6 კილომეტრი საშუალო სირთულის აღმართია, 6 კილომეტრის შემდეგ კი ბილიკი დაღმართში ეშვება და გაივლის მარტყოფის მამათა მონასტერს. ამ ადგილამდე ბილიკი მიუყვება სატყეო სამანქანო გზას, სადაც შეგხვდებათ ატალახებული ადგილები. მარტყოფის მამათა მონასტრიდან კი უკვე ჩვეულებრივი გრუნტიანი გზა იწყება, ხოლო ნორიოში უკვე ასფალტი დაგხვდებათ. მარშრუტი გაივლის ნორიოს და სრულდება თბილისის შემოვლით გზაზე.

ამ ველო მარშრუტის 50% რთულ სატყეო გზას მიუყვება რის გამოც რეკომენდებულია სამთო (MTB) ტიპის ველოსიპედის გამოყენება.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
24 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
30 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისის ეროვნული პარკი - მარტყოფის მამათა მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!