თოვლის ფეხსაცმელების ბილიკის ორდღიანი მარშუტი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან და მიუყვება ხეობას. გზად თქვენ შეგხვდებათ საინტორმაციო დაფა სადაც გზა იყრება. თქვენი ბილისი მიემართება მამარცხნივ. ბილიკი უცებ კრებს სიმაღლეს. მთელი პირველი დღის განმავლობაში მოგიწევთ აღმართში სიარული. არ შეგეშინდეთ მარშრუტში შედარებით სწორი მონაკვეთებიც არის, რაც დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. დღის ბოლოსკენ მიხვალ გადასახვევთან, საიდანაც ერთი საათის გზაა დარჩენილი თავშესაფრამდე. პირველ დღეს 6-7 საათი მოგიწევთ სიარული.

რეინჯერთა თავშესაფარში, რომელიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ დაგხვდება 4 ოთახი, 14 საწოლი, 1 ღუმელი და 1 ბუხარი. წყლი არ მოიპოვება. შეშა მიტანილია და დალაგებული, თუმცა დაპობა თქვენით მოგიწევთ. ნაჯახის წაღება არ დაგავიწყდეთ.

მეორე დღე ყველაზე სასიამოვნოა. თავშესაფრიდან ულამაზესი დეხი იშლება. ხედები არც უკანა გზაზე მოგაკლდებათ.  თოვლით დაფარტული მარადმწვანე ტყე და მთები ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის. უკანა გზაზე აღმართში სასიარულო თითქმის არ გაქვთ და 4 საათი სჭირდება. არ იჩქაროთ, დატკბით გარემოთი, გადაიღეთ ბევრი ფოტო და თან წაიღეთ მოგონებები, რომლებიც მუდამ თქვენთან დარჩებიან და არაერთხელ დაგაბრუნებთ ამ ადგილას.

თავშესაფრის დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

http://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/borjom-xaragaulis-daculi-teritoriebi

ელ. ბილიკი

https://drive.google.com/file/d/0B-l-ecRVuWZ-R3Vza3E1bEVSSzg/view?usp=sharing