tba orwyali ortskali lake

ცერიდან გულამდე

ლაშქრობა
2 შეფასება

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული

გამჭოლი მარშრუტი იწყება ცერიდან (თორღვას აბანოს უღელტეხილი) გაივლის ორწყალის უღელტეხილსა და ტბებს და ჩადის გომეწრის ხეობაში. გომეწრის ხეობაში გაივლის შემდეგ სოფლებს : ვესტმო, ვესტომთა, გოგლურთა, დოჭუ და ბოჭორნა. მარშრუტი სრულდება ომალოში.

გეგმა:

01

დღე 1 - თბილისი - ცერი (თორღვას აბანოს უღელტეხილი) - ტბა ორწყალი

ტრანსპორტით უნდა მოხვდეთ თორღვას აბანოს უღელტეხილზე საიდანაც იწყება საფეხმავლო მარშრუტი. თავდაპირველად ბილიკი კარგად ეტყობა თუმცა ფერდობზე გადასვლისთანავე კვალი სუსტდება და ზოგ ადგილებში იკარგება კიდეც. უმჯობესია უქონიოთ ელექტრონული მარშრუტი მობილურში ან GPS მოწყობილობით. ფერდობზე გადაადგილება სიფრთხილეს საჭიროებს.

02

დღე 2 - ტბა ორწყალის - ვესტმო - ვესტომთა - გოგლურთა

მარშრუტი ტბიდან მალევე ჩადის ხეობაში. ამ მონაკვეთში ბილიკი ნაკლებად ეტყობა და ხეობაში დაშვება სიფრთხილეს საჭიროებს. ბილიკი ხეობაში კარგად ეტყობა. გადაადგილება არის მარტივი. ერთ ადგილად გიწევთ მდინარის გადაკვეთა საიდანც ბილიკი სერპანტინით მაღლა ადის და მდინარის მარცხენა ფერდობს მიუყვება.

03

დღე 3 - გოგლურთა - დოჭუ - ბოჭორნა - ომალო

ოფელ გოგლურთადან დოჭუში მოსახვედრად 2 ვარიანტი არსებობს. გრძელი ბილიკი გაივლის სოფელბს ბუხურთა, ილურთასა და ბეღელას. ეს გზა ყველაზე უსაფრთხოა. სოფელი ილიურთიდან ავტომობილით შეიძლება გადაადგილება. მეორე უფრო მოკლე ბილიკი სოფელი გოგლურთიდან პირდაპირ ეშვება ხეობაში, კვეთს მდინარეს და ადის სოფელ დოჭუში. ხიდების მდგომარეობის შესახებ უმჯობესია განახლებული ინფომრაცია კითხოთ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და სოფლის მაცხოვრებლებს.

ტრანსპორტი:

თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ 4X4 ავტომობილით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ თბილისში ან 4X4 ტაქსით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ როგორც თბილისში ისე თელავსა და სოფელი ქვემო ალვანის ცენტრში.

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
44 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ

გეგმა

დღე 1 - თბილისი - ცერი (თორღვას აბანოს უღელტეხილი) - ტბა ორწყალი

დღე 2 - ტბა ორწყალის - ვესტმო - ვესტომთა - გოგლურთა

დღე 3 - გოგლურთა - დოჭუ - ბოჭორნა - ომალო

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

2 შეფასება

5
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

This is absolutely stunning hiking trail in Tusheti. It's very remote place with amazing views.

Khatia Lekishvili
Khatia Lekishvili

⭐⭐⭐⭐⭐

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!