დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
_DSC0027 tavkavta-2 _DSC0014 (1) tavkavta tavkavta-khedi tsm-giorgis-eklesia-tavkavta tsm-giorgis-eklesia-tavkavta-2

წინარეხი - თავკავთის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მარშრუტი იწყება თბილისთან ახლოს, სოფელ წინარეხში და მიუყვება მდინარე კავთურას ხეობას თავკავთას წმინდა გიორგის ეკლესიამდე. მარშრუტი არის მარტივი, რადგან არ გიწევთ დიდი აღმართებისა და გრძელი მანძილის გავლა. თუმცა რამდენიმე მონაკვეთი საკმაოდ ტექნიკურია და რეკომენდებულია კარგი სალაშქრო ფეხსაცმლის გამოყენება. ასევე თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, რადგან შეიძლება მოგიწიოთ მდინარეში გატოპვა. თავიდან მარშრუტი მიუყვება ქვათახევის მონასტერში მიმავალ  სამანქანო გზას, დაახლოებით 4 კილომეტრში უხვევს ამ გზიდან და ძველი სატყეო გზით მიემართება თავკავთას მიმართულებით. კიდევ 1 კილომეტრის შემდეგ სამანქანო გზა სრულდება და იწყება ბილიკი, რომელიც რამდენიმე ადგილას მდინარესთან ძალიან ახლოს გადის და შეიძლება დაკარგოთ კიდეც, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ GPS ტრეკი რათა სწორად მიყვეთ ბილიკს და არ მოგიწიოთ მდინარეში სიარული საჭიროების გარეშე.

მარშრუტის ბოლო 1 კილომეტრი ყველაზე რთულია, რადგან იგი მივება ციცაბო აღმართს რომლის ბოლოშიც იხილავთ წმინდა გიორგის ეკლესიას. ეკლესიის გვერდით არის გადმოსახედი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება სოფელ წინარეხზე და მის შემოგარენზე.

ტრანსპორტი:

წინარეხში მოხვედრა შესაძლებელია მიკროავტობუსით, რომელიც გადის დიდუბის ავტოსადგურიდან. ხოლო თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ წინარეხს გასცდეთ და 8 კილომეტრით შეიმციროთ ფეხით გასავლელი მანძილი.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
დათო კალანდაძე

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ბილიკია, ცოტა რთულიც. რუკის გარეშე მიგნება შეუძლებელია, ბილიკი მარკირებული არ არის

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წინარეხი - თავკავთა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!