დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
6 8 7 IMG_3000

უძირო ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

უძირო ტბა (იგივე სახელი რამდენიმე ტბას ქვია) რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელი შოვიდან, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კილომეტრით ადრე. გზაზე გაკეთებული მონიშვნის ბოძი ზუსტად მიგანიშნებთ როგორც ბილიკის მიმართულებას, ისე მანძილსა და ლაშქრობისთვის საჭირო დროს დანიშნულების წერტილებამდე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტი სრულად არის მონიშნული, როგორც ტყიან, ასევე ალპურ მონაკვეთებზე, ასე რომ გზის აბნევის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს.

მარშრუტის დასაწყისში ბილიკი შედის ტყეში, მიუყვება ციცაბო ფერდობს და მკვეთრად კრეფს სიმაღლეს. გასათვალისწინებელია, რომ წყლის მომარაგება მარშრუტის საწყის წერტილზე არსებულ წყაროსთან სჯობს, რადგან შემდგომი 2 საათის განმავლობაში წყალს ვერ შეხვდებით, ვიდრე ბილიკი ხეობის შუაწელთან მდინარეს არ მიუახლოვდება. ტყიდან გასვლისას, მას შემდეგ რაც ალპურ ზონაში გადაინაცვლებთ, ბილიკი სწორდება და მიუყვება ხეობის შუაწელს, მდინარის სათავისკენ, მის მარცხენა ნაპირზე. ხეობის ქვაბულითან მიღწევის შემდეგ, ბილიკი მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და უღელტეხილისკენ მიიწევს. უღელტეხილი კატიწვერასა და დოლომისისწვერის მთებს შორის გადადის და პირდაპირ უძირო ტბისკენ ეშვება. უღელტეხილიდან ტბამდე მანძილი დიდი არაა, თუმცა რთული რელიეფისა და კლდის ნაშალის გამო, ტბამდე მისაღწევად დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. პირველ დღეს ჯამში 6-7 საათი მოგიწევთ ფეხით სიარული. იშვიათი გამონაკლისების გარდა გზად აღმართია და საკმაოდ დამღლელიც.
ტბასთან მისვლის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი რაჭის კავკასიონსა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე, კარგ ამინდში კი სვანეთის მწვერვალების დანახვასაც შეძლებთ. კამკამა ტბის ზედაპირზე მწვერვალების მიმზიდველი სილუეტები აირეკლება, რაც მნახველს განსაკუთრებით ხიბლავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაბანაკება შესაძლებელია ტბასთანაც, თუმცა თუ ავდარია მოსალოდნელი, ტბის მარცხენა მხარეს, შედარებით შემაღლებულ ადგილზე დაბანაკებას გირჩევთ, რათა წვიმის დროს მთებიდან ჩამოდინებული წყალი კარვებში არ შემოვიდეს.

მეორე დღის ნახევარზე მეტი შეგიძლიათ გარემოთი ტკბობას, დროსტარებასა და ფოტოების გადაღებას მიუძღვნათ. აუცილებლად აირბინეთ ტბის მარჯვენა მხარეს ფერდობზე საიდანაც განსაკუთრებული სილამაზით იშლება როგორც საკუთრივ უძირო ტბის, ასევე კავკასიონის თვალშეუდგამი მწვერვალების ხედები. ვინაიდან მარშრუტი წრიულია, დაბრუნებისას იგივე გზის გავლა არ მოგიწევთ. ტბიდან მარჯვნივ მცირე აღმართზე ასვლის შემდეგ, ბილიკი ეშვება სოფელ გლოლაში. უძირო ტბიდან გლოლამდე 9 კმ-ია და მის გასავლელად დაახლოებით 3-4 საათია საჭირო.

თეგები: #ლაშქრობა #ტბა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 20 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+60
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
David Kardava
David Kardava

გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ ვიყავი უძირო ტბასთან. სანამ წავიდოდი აქ გავეცანი ინფორმაციას და საკმაოდ მარტივი მომეჩვენა წაკითხულის მიხედვით. ლაშქრობაში პირველად ვიყავი და ვიფიქრე საჩემო იქნებოდა. თუმცა შოვიდან გზა ნამდვილად რთული იყო და საშინლად დამღლელი, თან გასათვალისწინებელია რომ ბილიკის დასაწყისი ტყის პირას ძალიან გაურკვეველი იყო და თავიდანვე ბევრი ვიბოდიალეთ რომ ბილიკისთვის მიგვეკვლია. ასევე ალპურ ზონაში, მდინარის პირას ბილიკი მარკირებული არ იყო და ჩვენი ჯგუფი და კიდევ სხვა ჯგუფი, რომელსაც იქ დავეწიეთ სხვადასხვა მიმართულებით აღმოვჩნდით და ძალიან ბევრი ტყუილად ვიძრომიალეთ გორაკებზე, რასაც დიდი ძალები და ენერგია შევალიეთ. ჩემთვის არ იყო პრობლემა, რადგან ერთგვარ თავგადასავლად მივიჩნიე, მაგრამ ყველაზე რთული მაინც კატიწვერას ქედზე ასვლა იყო, სადაც საცოცი მონაკვეთი დაგვხვდა, ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ არ გირჩევთ ამ გზის გავლას. მე როგორც გამოუცდელს, ძალიან გამიჭირდა იქ ცოცვა და სხვა ჯგუფის წევრებსაც, ბევრი ნანობდა იმ გზით წამოსვლას. კარგი იქნება თუ მიუთითებთ ინფორმაციაში რომ ქედზე საცოცი მონაკვეთია და არაა მარტივი. თუმცა ადგილი ულამაზესია, პირველ დღეს დაახლოებით 8-9 საათი დაგვჭირდა ტბამდე მისაღწევად. გლოლადან გზა ბევრად მარტივია, ბილიკიც უკეთესად მარკირებულია და ისედაც ეტყობა რომ ბილიკია. შოვის გზის გარკვეული მონაკვეთები კი ინტუიციით გავიარეთ. მოკლედ თუ პირველად მიდიხართ შოვიდან ეს პრობლემები გელოდებათ, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევაც ერთგვარი ექსტრიმია და თუ არ გაშინებთ, დიდი სიამოვნება გელოდებათ. ხედები მართლაც ზღაპრულია.

Shotiko Pruidze
Shotiko Pruidze

მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი კარგი საიტის შექმნისთვის.
რაც შეეხება უძიროს მარშრუტს, მინდა გთხოვოთ სირთულის დაკორექტირება, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი. ეს მარტი ჩემი აზრი არ არის, ამის შესახებ გამოცდილ მოლაშქრეებსაც ვესაუბრე და მათაც დამიდასტურეს.
3-4 აგვისტოს ვიყავი უძიროზე და მარტივი სირთულის ბილიკად ვერ შევაფასებ, რადგან მე იქ ვნახე უკან მობრუნებული ახალგაზრდა ბიჭები, ატირებული გოგოები, (რომლებიც ნანობდნენ წამოსვლა) და ძალა გამოცლილი გამოცდილი მოლაშქრეები.
სირთულის დაკორექტირებას იმიტომ გთხოვთ რომ გამოუცდელმა მოლაშქრეებდა მცდარი წარმოდგენა არ შეიქმნან ამ მარშრუტზე.
P.S თუმცა იქ ასულს ყველაფერი გავიწყდება და თავს სრულ ნეტარებაში გრძნობ.

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა, სწორი შენიშვნაა მარტივი ნამდვილად არ არის. შევცვალეთ კატეგორია. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით.

Keti Gelutashvili
Keti Gelutashvili

15წლის ბავშვი შესძლებს ლაშქრობას უძირო ტბაზე?გლოლადან უფრო მოკლე ყოფილა და დაახლოებით რამდენი საათის გზაა?.მადლობა წინასწარ.

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

მოგესალმებით, ძნელია ასაკის მიხედვით გირჩიოთ. საშუალოდ 6 საათია ფეხით სასიარულო ერთი გზა. გასავლელი მანძილი ერთი მხარე გლოლის მხრიდან არის 8კმ, სიმაღლეში გიწევთ აკრიფოთ 1350 მეტრი. მაგ ასაკის ბავშვები უმჯობესია წაიყვანოთ გლოლის მხრიდან, რადგან ნაკლებად არის სახიფათო მონაკვეთი.

2 შეფასება
5
Levan Gobechia

შემოდგომაზე ვიყავი, ახალი ჩამოთოვილი იყო მწვერვალებზე. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა.
I visited Udziro Lake few years ago in autumn. Tops of the mountains were covered with fresh snow and there were an incredible views.
На озеро Удзиро я был осенью. Вершины гор были покрыты новым снгом. Вокруг былы обваражетельные виды.

Giorgi Jmukhadze

განსაკუთრებით ლამაზია ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, სავსეა ფერადი ყვავილებით და რა თქმა უნდა ხედებით..
It's especially beautiful end of July or beginning of August when are full of flowering with amazing views.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე უძირო ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!