ხელუხლებელი ტყის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ეროვნული პარკის წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბ-ტროპიკული ხელუხლებელი ტყეები

მარშრუტი იწყება ზანავის მცველთა საგუშაგოდან (950 მ.) და სრულდება ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან (870 მ.). ბილიკი ჰკვეთს ეროვნული პარკის აღმოსავლეთ ნაწილს და გამოირჩევა ხელუხლებელი ტყის მასივებით, აქ გავრცელებულია წიფლნარი, რცხილნარი და მუქწიწვოვანი სახეობის ხეთა ჯიშები.

ბილიკის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს როდოდენდრონის ყვავილობა მაისში. ნუნისის რეინჯერთა საგუშაგოსთან მდებარეობს IX საუკუნის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი.

ბილიკი რთულად სალაშქროა, ძალიან იშვიათია ვაკე რელიეფი. უმაღლესი წერტილი სადაც ბილიკი გაივლის არის 1690 მ. ზღვის დონიდან.

რეკომენდირებულია ერთი ღამისთევა კარავში ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ზანავის მცველთა საგუშაგო - ზანავის მცველთა საგუშაგო (ან პირიქით). 13 კმ. საშუალოდ 6-7  საათი, შესაძლებელია ღამისთევა კარავში.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80
ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44
ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com 

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ხარაგაულში: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94

ელ.ფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com