დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Sighnaghi, kakheti Sighnaghi, kakheti Sighnaghi, kakheti Sighnaghi, kakheti

სიღნაღის შესახებ

სიღნაღი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მას ქიზიყს უწოდებდნენ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ამ მხარემ დიდ მნიშვნელობა შეიძინა. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და თავშესაფარს ნიშნავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტით ხასიათდება. აქ ნახავთ ნათელ ტყეებს, ვრცელ ველებს და გაშლილ სივრცეებს. განსაკუთრებით ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის ქილაკუპრას ტალახის ვულკანები. რაონში საინტერესო ძეგლებსაც მოინახულებთ. განსაკუთრებით ცნობილია ბოდბისა და ხირსის მონასტრები. ულამაზესია თავად ქალაქი სიღნაღი თავისი არქიტექტურული სახითა და შესანიშნავი ხედებით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. მას ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ.


გეოგრაფია და კლიმატი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სიღნაღი. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის მცირე ნაწილიც. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლესი მთა ჭოპორტია (1087 ). სიღნაღი ჰიდროგრაფიულ ქსელს მოკლებულია. აქ ზირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეებია. უნდა გამოვყოთ ორი მდინარე, ალაზანი და იორი. ივრის ზეგანზე გავრცელებულია ვაციწვერიანი და უროიანი სტეპები და ჯაგეკლიანი ბუჩქნარები. ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში გვხვდება ბუჩქი ჩარანი, რომლისგანაც სოდას იღებენ. მდინარე ივრის ნაპირებთან არის ჭალის ტყეები: წნორი, ჭალის ვერხვი, იალღუნი და სხვ. გომბორის ქედის ტყეებზე კი აღსანიშნავია მუხა და რცხილა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ტიპიჰავა გამოიყოფა. ივრის ზეგანზე ზომიერად ნოტიო სტეპების ჰავა, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, აქ ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული - ცხელი. გომბორის ქედზე კი ზომიერად ნოტიო და ზომიერად თბილი ჰავაა ცივი ზამთრით და ხანგრძლივად თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1 °C-იდან 12,6 °C-მდე.


რა ვნახოთ

სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. უდიდესი პოპულარობით და მნახველთა სიმრავლით სარგებლობს ქალაქი სიღნაღი. მისი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. აქ ინახება მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანშვილის უნიკალური ფერწერული კოლექციაც. სიღნაღი არა მხოლოდ კულტურით, ბუნების მხრივაც მიმზიდველი რაიონია. უკიდეგანო ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები უდავოდ საოცარი სანახაობაა. აქ არის ივრის აღკვეთილი და ქილაკუპრას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლიც.


ბუნება


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



სად დავრჩეთ კახეთში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Kaushal Patel
Kaushal Patel

Is it a good season to go to Sighnaghi?

Mari Ami
Mari Ami

It depends what you want to see. If you want to see empty streets and tourist attractions without tourists then it's a good season.
But if you want to see the nature I recommend to go in mid March or April. Because everything is getting green and you can still see the Caucasus mountains covered by snow. Also there are cherry blossoms in mid March on the way to Kakheti.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სიღნაღი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!