დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
წმ. ნიკოლოზის ეკლესია ქვ. ნიჩბისში

წმ. ნიკოლოზის ეკლესია ქვ. ნიჩბისში

წმ. ნიკოლოზის ეკლესია ქვ. ნიჩბისშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვემო ნიჩბისის წმ. ნიკოლოზის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარეობს. იგი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. XVIII საუკუნეში ეკლესიის ქვედა ნაწილს, გასამაგრებლად, ახალი კედელი შემოაშენეს. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ერთია - დასავლეთიდან. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბურჯს ეყრდნობა. ამჟამად გუმბათი თითქმის აღარ არსებობს, მხოლოდ ყელის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. 1990-იან წლებში გუმბათი შუშისა და ლითონის კონსტრუქციით გადახურეს. ბურჯები რვაწახნაგაა და სადა კაპიტელები სრულდება. ასეთივე კაპიტელები კაპიტელები აქვს საკურთხევლის კუთხეებსა და გრძივ კედლებზე განლაგებულ ნახევარსვეტებსაც. საკურთხევლის ორივე მხარეს დამხმარე სატავსებია - სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსოში თითო სარკმელი და მცირე ნიშებია მოწყობილი. ყოველ მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, პატარა სარკმელებია განთავსებული დასავლეთი მკლავებშორისი სივრცეების დასავლეთ კედლებზეც. ინტერიერში კედლები შეულესავია, იატაკზე კი აგურია მოგებული. ფასადები სადაა, შეუმკობელი. მთავარ მხატვრულ აქცენტს დასავლეთის პორტალი ქმნის, რომელიც მდიდრულად არის მორთული სხვადასხვაგვარი ორნამენტებით. პორტალს რამდენიმესაფეხურიანი თაღი აქვს, რომელშიც სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. თაღის გარე საფეხური მოურთველია, მეორე თაღი ცრემლისებრი დეკორით შემკული ლილვით არის გაფორმებული, მესამეც სადაა, მეოთხე თაღის სიბრტყე წნული ორნამენტით და გრეხილი ლილვით არის დეკორირებული. შესასვლელის გარშემო წნული ორნამენტი ევლება, რომელშიც ვარსკვლავისებური, მრავალქიმიანი ვარდულებია ჩართული. ტიმპანის არე სრულიად სადაა, შეუმკობელი. პორტალის თავზე, სიმეტრიულად განლაგებული ფრინველთა რელიეფური გამოსახულებებია ჩასმული. დასავლეთის სარკმელს ჩუქურთმებიანი საპირე აქვს, გვერდით მკლავებში გაჭრილი სარკმლების გარშემო კი ქვები ჯვრისებრადაა განლაგებული. დასავლეთ ფასადზე მოთავსებულია კბილანისებური ფრიზის ფრაგმენტი. ნაგებობას სუფთად დამუშავებული ქვის სადა ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის სიახლოვეს რელიეფური ქვები გვხვდება, მათ შორის ერთი დასავლეთ სარკმლის საპირეში ჩასმული ორნამენტის ანალოგიურია. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, კუთხეებსა და ღიობების წირთხლებისთვის გამოყენებულია კარგად გათლილი კვადრები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე ტურები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წმ. ნიკოლოზის ეკლესია ქვ. ნიჩბისში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!