ჩაერთე გათამაშებაში

#გაიცანისაქართველო
და მოიგე პრიზები

MPLUS Rafting in Kutaisi Xcaucasus
გადმოწერე აპლიკაცია და დაიწყე თამაში
App store Play store

თამაშის წესები და პრიზები

გათამაშება

Georgian Travel Guide შიდა ტურიზმის მხარდაჭერისთვის მართავს სახალისო და შემეცნებით გათამაშებას, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შესაძლებლობა აქვს გაერთოს და მოიგოს მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები.

მოგზაურები თამაშში ერთვებიან Georgian Travel Guide მობილური აპლიკაციის მეშვეობით და ცდილობენ გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები.

გათამაშება იწყება ორშაბათს, 26 აპრილს დილის 10 საათზე და მთავრდება კვირას, 2 მაისს საღამოს 10 საათზე.

გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლინდება კვირის განმავლობაში დაგროვილი ქულების რაოდენობის მიხედვით:

  • I ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი MPLUS-გან;
  • II ადგილი - 420 ლარის ჯომარდობის ვაუჩერები Rafting in Kutaisi-გან;
  • III ადგილი - 200 ლარის პარაპლანით ფრენის ვაუჩერი Xcaucasus-გან.

კვირის განმავლობაში გამარჯვებული გამოვლინდება ბონუს რაუნდებშიც:

  • ორშაბათი - PETZL -ის თავის ფანარი მოგზაურისგან
  • სამშაბათი - 3 ღამე მესტიაში სასტუმრო Paradiso Mestia-გან
  • ოთხშაბათი - 100 ლარიანი ვაუჩერი Travel Man -გან
  • ხუთშაბათი - Quechua-ს კარავი CampShare -გან
  • პარასკევი - 2 ღამე მესტიაში Lâtour Mestia -გან
  • შაბათი -  - PETZL -ის თავის ფანარი მოგზაურისგან
  • კვირა - 2 დღიანი სათავგადასავლო ტური 2 ადამიანზე Georgian Travel Guide-გან


წესები

  • თითოეულ მოთამაშეს საშუალება აქვს დღეში ითამაშოს 1-ჯერ;
  • დამატებითი თამაშის უფლების მოსაპოვებლად მოთამაშემ საჯაროდ უნდა გააზიაროს საკუთარი შედეგი Facebook -ზე და არ უნდა წაშალოს მომდევნო 24 საათი; დღის ბოლოს გადამოწმდება მოთამაშეების Facebook გვერდი და ვისაც არ ექნება საჯაროდ გაზიარებული დააკლდება დამატებითი თამაშის ქულები. დღეში შეიძლება მხოლოდ ერთი დამატებითი თამაშის მოპოვება.
  • თითოეული თამაში შედგება შემთხვევითად შერჩეული 10 კითხვისაგან. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი;
  • თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მონაწილეს ეძლევა 15 წამი;
  • თუ ყველა ადგილს გამოიცნობთ ერთ თამაშში შესაძლებელია დაახლოებით 80 ქულის დაგროვება. ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 21 ჯერ შეგიძლიათ თამაში რაც ნიშნავს, რომ მონაწილეს შეუძლია ჯამში დააგროვოს 1680 ქულამდე.
  • მონაწილეს ქულა მიენიჭება სწორი პასუხის მითითების შემთხვევაში. ქულის მინიჭებისას გაითვალისწინება თუ რამდენი წამი დასჭირდა მონაწილეს სწორი პასუხის შესარჩევად (თუ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად მონაწილეს დასჭირდა 3 წამი, იგი დააგროვებს 8.5 ქულას ამ კითხვაში. ხოლო თუ პასუხის გასაცემად დასჭირდა 10 წამი, მაშინ მიიღებს 5 ქულას. ქულა = 10 - (დახარჯული დრო / 2). არასწორად მონიშნული პასუხის შემთხვევაში მონაწილეს მიენიჭება 0 ქულა);
  • დამატებითი ქულის მოპოვების მიზნით შეგიძლიათ თამაშში მოიწვიოთ მეგობარი. 5 ქულა დაგერიცხებათ თუ მეგობარი დარეგისტრირდება მითითებული ნომრით. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეს ამ გზით შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 350 ქულა რაც საერთო ქულების რაოდენობის 17% -ს შეადგენს.
  • მონაწილეს ექნება შესაძლებლობა ითამაშოს ბონუს რაუნდი. ბონუს რაუნდის შესახებ შეტყობინებას მონაწილე მიიღებს Georgian Travel Guide-ის სოციალურ მედიაში - Facebook, Instagram, Youtube ან LinkedIn -ზე განთავსებული პოსტის მეშვეობით. იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ბონუს რაუნდი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი სოციალური არხები და ჩართეთ შეტყობინებები.
  • ბონუს რაუნდი ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე საათით და ეყოლება ერთი გამარჯვებული, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას;
  • იმ შემთხვევაში თუ მონაწილემ გაიმარჯვა ბონუს რაუნდში, ავტომატურად ეთიშება მიმდინარე კვირის გათამაშებას;
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კვირის ბოლოს;
  • კვირის ბოლოს გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გამოცხადდება შემდეგი შეჯიბრის დაწყების თარიღი. შემდეგ შეჯიბრში რეიტინგი განულდება და მონაწილეები თავიდან დაიწყებენ თამაშს;
  • მონაწილეს თამაშის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ შეუძლია პრიზის მიღება;
  • პრიზის მიწოდება მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
  • აკრძალულია არანამდვილი (Fake) ანგარიშებით თამაში.
  • მონაწილეს, რომელსაც სურს მიიღოს პრიზი აუცილებლად უნდა ერქვას ნამდვილი სახელი და გვარი. გამარჯვების შემთხვევაში მონაწილემ უნდა დაადასტუროს პიროვნების ნამდვილობა პირადობის მოწმობით. თუ მონაწილე ვერ დაადასტურებს პიროვნების ნამდვილობას პრიზი გადაეცემა რეიტინგში შემდეგ საფეხურზე მდგომ მონაწილეს.
  • Georgian Travel Guide უფლებას იტოვებს ნებისმიერ მომენტში მოხსნას გათამაშებიდან მონაწილე, რომელიც არაკეთილსინდისიერი გზებით შეეცდება ქულების მოპოვებას.

ტურები საქართველოში

Наши гиды готовы помочь вам в этом направлении

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 cop
+1