
დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

დაამატე რესტორანი
დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

გააქირავე კოტეჯი
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

გააქირავე ტრანსპორტი
დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს
ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ
იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

გაყიდე ტურისტული მომსახურება
განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.










Пожалуйста, войдите, чтобы задать вопрос
Задайте вопросგამარჯობა,
უძირო ტბაზე უახლოეს მომავალში ხომ არ არის დაგეგმილი ლაშქრობა?
მადლობა.
გამარჯობა 8-15 სექტემბრის მონაკვეთში რამდენად მირჩევთ ასვლას? ასევე თუ გაქვთ უფრო კონკრეტული რჩევები გზასთან დაკავშირებით? რამდენად რთული მარშუტია და საჭიროებს თუ არა დამატებით ეკიპირებას?
საიდან სჯობს ასვლა? გლოლადან თუ შოვიდან?
მოგესალმებით. ორივე მხრიდან აღმართების ავლა გიწევთ. თუმცა შოვის მხრიდან უღელტეხილის გადავლა გიწევთ რომელიც ძალიან ციცაბოა. შესაბამისად თუ უღელტეხილის გადავლა არ გინდათ, სჯობს გლოლადან ასვლა.
გამარჯობა, შოვის ინცინდენტის შემდეგ რამდენად უსაფრთხოა მარშრუტი?
სალამი, შოვის ინციდენტი სხვა მხარეს მოხდა. მარშრუტი უსაფრთხოა ნამდვილად. შეგიძლიათ ახვიდეთ გლოლადანაც დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ ვიყავი უძირო ტბასთან. სანამ წავიდოდი აქ გავეცანი ინფორმაციას და საკმაოდ მარტივი მომეჩვენა წაკითხულის მიხედვით. ლაშქრობაში პირველად ვიყავი და ვიფიქრე საჩემო იქნებოდა. თუმცა შოვიდან გზა ნამდვილად რთული იყო და საშინლად დამღლელი, თან გასათვალისწინებელია რომ ბილიკის დასაწყისი ტყის პირას ძალიან გაურკვეველი იყო და თავიდანვე ბევრი ვიბოდიალეთ რომ ბილიკისთვის მიგვეკვლია. ასევე ალპურ ზონაში, მდინარის პირას ბილიკი მარკირებული არ იყო და ჩვენი ჯგუფი და კიდევ სხვა ჯგუფი, რომელსაც იქ დავეწიეთ სხვადასხვა მიმართულებით აღმოვჩნდით და ძალიან ბევრი ტყუილად ვიძრომიალეთ გორაკებზე, რასაც დიდი ძალები და ენერგია შევალიეთ. ჩემთვის არ იყო პრობლემა, რადგან ერთგვარ თავგადასავლად მივიჩნიე, მაგრამ ყველაზე რთული მაინც კატიწვერას ქედზე ასვლა იყო, სადაც საცოცი მონაკვეთი დაგვხვდა, ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ არ გირჩევთ ამ გზის გავლას. მე როგორც გამოუცდელს, ძალიან გამიჭირდა იქ ცოცვა და სხვა ჯგუფის წევრებსაც, ბევრი ნანობდა იმ გზით წამოსვლას. კარგი იქნება თუ მიუთითებთ ინფორმაციაში რომ ქედზე საცოცი მონაკვეთია და არაა მარტივი. თუმცა ადგილი ულამაზესია, პირველ დღეს დაახლოებით 8-9 საათი დაგვჭირდა ტბამდე მისაღწევად. გლოლადან გზა ბევრად მარტივია, ბილიკიც უკეთესად მარკირებულია და ისედაც ეტყობა რომ ბილიკია. შოვის გზის გარკვეული მონაკვეთები კი ინტუიციით გავიარეთ. მოკლედ თუ პირველად მიდიხართ შოვიდან ეს პრობლემები გელოდებათ, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევაც ერთგვარი ექსტრიმია და თუ არ გაშინებთ, დიდი სიამოვნება გელოდებათ. ხედები მართლაც ზღაპრულია.
მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი კარგი საიტის შექმნისთვის.
რაც შეეხება უძიროს მარშრუტს, მინდა გთხოვოთ სირთულის დაკორექტირება, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი. ეს მარტი ჩემი აზრი არ არის, ამის შესახებ გამოცდილ მოლაშქრეებსაც ვესაუბრე და მათაც დამიდასტურეს.
3-4 აგვისტოს ვიყავი უძიროზე და მარტივი სირთულის ბილიკად ვერ შევაფასებ, რადგან მე იქ ვნახე უკან მობრუნებული ახალგაზრდა ბიჭები, ატირებული გოგოები, (რომლებიც ნანობდნენ წამოსვლა) და ძალა გამოცლილი გამოცდილი მოლაშქრეები.
სირთულის დაკორექტირებას იმიტომ გთხოვთ რომ გამოუცდელმა მოლაშქრეებდა მცდარი წარმოდგენა არ შეიქმნან ამ მარშრუტზე.
P.S თუმცა იქ ასულს ყველაფერი გავიწყდება და თავს სრულ ნეტარებაში გრძნობ.
გამარჯობა, სწორი შენიშვნაა მარტივი ნამდვილად არ არის. შევცვალეთ კატეგორია. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით.
15წლის ბავშვი შესძლებს ლაშქრობას უძირო ტბაზე?გლოლადან უფრო მოკლე ყოფილა და დაახლოებით რამდენი საათის გზაა?.მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, ძნელია ასაკის მიხედვით გირჩიოთ. საშუალოდ 6 საათია ფეხით სასიარულო ერთი გზა. გასავლელი მანძილი ერთი მხარე გლოლის მხრიდან არის 8კმ, სიმაღლეში გიწევთ აკრიფოთ 1350 მეტრი. მაგ ასაკის ბავშვები უმჯობესია წაიყვანოთ გლოლის მხრიდან, რადგან ნაკლებად არის სახიფათო მონაკვეთი.