
დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

დაამატე რესტორანი
დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

გააქირავე კოტეჯი
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

გააქირავე ტრანსპორტი
დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს
ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ
იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

გაყიდე ტურისტული მომსახურება
განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.









Пожалуйста, войдите, чтобы задать вопрос
Задайте вопросამ ბოლო პერიოდში გულების ციხეზე პრეტენზიას აცხადებენ მეზობელი სოფლის, ზესოფლის მკვიდრნი და აღნიშნავენ რომ იგი არის ზესოფლის ციხე და არა გულების. ციხის ნანგრევი გულების ტერიტორიაზეა განთავსებული და ისტორიულ წყაროებში გულების ციხედ იწოდება.
რამოდენიმე წლის წინ ციხის ნანგრევზე დეკანოზ სერაფიმე ბერიძის, რომელიც ზესოფლის მკვიდრი იყო, მიერ ციხის ნანგრევებზე მოეწყო პატარა სამლოცველო. მამა სერაფიმეს, ბერად აღკვეცის შემდეგ მამა სისოს ისეთი დამსახურება ჰქონდა აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაში, რომ მის მიმართ აჭარის მოსახლეობას გააჩნდა დიდი პატივისცემა და სიყვარული და ხელი არ შეუშლიათ სამლოცველოს აგებაში, პირიქით მას სოფელ გულების ახალგაზრდობაც ეხმარებოდა. რამოდენიმე დღის წინ ზესოფლის ახალგაზრდობამ ჩუმად ღამით ჩამოგლიჯა გულების გზის დასაწყისში განთავსებული ბანერები, რომელიც მოგზაურებს აუწყებდა ციხის დასახელებასა და მიმართულებას, ახალი ბანერები განათავსეს ზესოფლისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც ციხე მოხსენიებული არის როგორც ,,ზესოფლის ციხე". ჩვენთვის ისიც არის ცნობილი რომ აღნიშნული ვანდალური ქმედების უკან იმალება ერთი პიროვნების კომერციული ინტერესები, რომელსაც სურს სოფელში ტურისტული სანახაობის, დასასვენებელი ადგილისა და საბაგირო გზის მოწყობა სამლოცველომდე. საყდარში წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობს, რადგან იგი რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული სოფლებიდან, სამანქანე მისასვლელი გზა ახლოს არ მიდის და მხოლოდ მონასტრული ცხოვრებისათვის თუ გამოდგება.
ციხის დასახელების გამო ორი სოფლის ახალგაზრდობა დაპირისპირებული არის, სოფლის უფროსმა თაობამ მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რათა ჩაერიონ და კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ. ჩვენთვის ოდითგან ცნობილია და ისტორიული წყაროების ადასურებენ რომ ციხე გულებს და დიასამიძეებს ეკუთვნოდათ და მისი სახელის დათმობას არ ვაპირებთ. მამა სისო რომ ცოცხალი იყოს იგი არდაუშვებდა ისტორიის გაყალბებასა და ახალგაზრდების დაპირისპირებას.
სოფელ გულების მცხოვრებნი, უკლებლივ ყველა არ ვაპირებთ ვიღაცის კომერციულ ინტერესებს ვანაცვალოთ ჩვენი თავმოყვარეობა და დავთმოთ ისტორიული მონაპოვარი.
რამდენადაც თქვენს საიტზე განთავსებული ისტორიული ძეგლის ფოტო მოხსენებული არის როგორც ,,გულების ციხე", გთხოვთ გვიპასუხოთ საიდან აიღეთ ციხის სახელწოდება და რა ხდება დღეს?