დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
გულების ციხე

გულების ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

გულების ციხე აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხე მოხერხებულ ადგილასაა აგებული, აქედან კარგად ჩანს ვრცელი ტერიტორია, ერთის მხრით დანდალომდე, მეორეს მხრივ კი შავშეთის ქედამდე და აჭარის წლის გამოღმა ზენდიდის სერამდე. წერილობით წყაროებზე დაყრდნობით 1575-1756 წლებში გულების ციხეში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე IV და მისი დედა დედისიმედი ყოფილან შეხიზნული. ციხის ფართობი 70-80 მ² ყოფილა, თუმცა ამჟამად მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. მას მხოლოდ ერთი მისასვლელი აქვს - დასავლეთიდან, ვიწრო და კლდოვანი, რაც მას რთულად მისადგომს ხდიდა. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს და ის 1,05 მეტრის სიმაღლეზეა დატანებული. ყველაზე საინტერესო დასავლეთის კედელია, რომელშიც სამი ლამაზად გამოკვეთილი სათოფურია დატანებული. ციხე-სიმაგრის კოშკი სართულებიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი დაზიანების გამო ამის დადასტურება ვერ ხერხდება. ციხის ტერიტორიაზე სხვა ნაგებობების კვალი არ შეიმჩნევა. სასმელად, როგორც ჩანს, ახლო მდებარე წყაროებს იყენებდნენ. წყლის შესანახხად წყალსაცავი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მისი მიგნება ვერ მოხერხდა. ციხე-სიმაგრე ნაგებია ფლეთილი ქვების უსწორმასწორო წყობით კირის ხსნარზე.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ციხესიმაგრე #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nargiza Diasamidze
Nargiza Diasamidze

ამ ბოლო პერიოდში გულების ციხეზე პრეტენზიას აცხადებენ მეზობელი სოფლის, ზესოფლის მკვიდრნი და აღნიშნავენ რომ იგი არის ზესოფლის ციხე და არა გულების. ციხის ნანგრევი გულების ტერიტორიაზეა განთავსებული და ისტორიულ წყაროებში გულების ციხედ იწოდება.
რამოდენიმე წლის წინ ციხის ნანგრევზე დეკანოზ სერაფიმე ბერიძის, რომელიც ზესოფლის მკვიდრი იყო, მიერ ციხის ნანგრევებზე მოეწყო პატარა სამლოცველო. მამა სერაფიმეს, ბერად აღკვეცის შემდეგ მამა სისოს ისეთი დამსახურება ჰქონდა აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაში, რომ მის მიმართ აჭარის მოსახლეობას გააჩნდა დიდი პატივისცემა და სიყვარული და ხელი არ შეუშლიათ სამლოცველოს აგებაში, პირიქით მას სოფელ გულების ახალგაზრდობაც ეხმარებოდა. რამოდენიმე დღის წინ ზესოფლის ახალგაზრდობამ ჩუმად ღამით ჩამოგლიჯა გულების გზის დასაწყისში განთავსებული ბანერები, რომელიც მოგზაურებს აუწყებდა ციხის დასახელებასა და მიმართულებას, ახალი ბანერები განათავსეს ზესოფლისაკენ მიმავალ გზაზე, სადაც ციხე მოხსენიებული არის როგორც ,,ზესოფლის ციხე". ჩვენთვის ისიც არის ცნობილი რომ აღნიშნული ვანდალური ქმედების უკან იმალება ერთი პიროვნების კომერციული ინტერესები, რომელსაც სურს სოფელში ტურისტული სანახაობის, დასასვენებელი ადგილისა და საბაგირო გზის მოწყობა სამლოცველომდე. საყდარში წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობს, რადგან იგი რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული სოფლებიდან, სამანქანე მისასვლელი გზა ახლოს არ მიდის და მხოლოდ მონასტრული ცხოვრებისათვის თუ გამოდგება.
ციხის დასახელების გამო ორი სოფლის ახალგაზრდობა დაპირისპირებული არის, სოფლის უფროსმა თაობამ მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რათა ჩაერიონ და კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარონ. ჩვენთვის ოდითგან ცნობილია და ისტორიული წყაროების ადასურებენ რომ ციხე გულებს და დიასამიძეებს ეკუთვნოდათ და მისი სახელის დათმობას არ ვაპირებთ. მამა სისო რომ ცოცხალი იყოს იგი არდაუშვებდა ისტორიის გაყალბებასა და ახალგაზრდების დაპირისპირებას.
სოფელ გულების მცხოვრებნი, უკლებლივ ყველა არ ვაპირებთ ვიღაცის კომერციულ ინტერესებს ვანაცვალოთ ჩვენი თავმოყვარეობა და დავთმოთ ისტორიული მონაპოვარი.
რამდენადაც თქვენს საიტზე განთავსებული ისტორიული ძეგლის ფოტო მოხსენებული არის როგორც ,,გულების ციხე", გთხოვთ გვიპასუხოთ საიდან აიღეთ ციხის სახელწოდება და რა ხდება დღეს?

1 შეფასება
5
raul tsintsadze

♥️

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გულების ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!