![Tkhopra Canyon](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/5d9f3dcdac3e1812030511-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავს. მისი ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. სამეგრელოს რეგიონს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რის გამოც რომაელების, ბიზანტიელების, მონღოლების, თურქების, სპარსელების, რუსებისა და სხვათა არმიების არაერთი შემოსევის ობიექტი გახდა. ეს მხარე მდიდარია სხვადასხვა ეპოქის კულტურის ძეგლებითა და შთამბეჭდავი ბუნებით, ცისკიდურთან, ჭინკების სამეფოში მოლივლივე ლურჯი ტბებითა თუ ულამაზესი კანიონებით.
ანტიკურ
ხანაში
სამეგრელო
კოლხეთის
სამეფოს
ნაწილს
წარმოადგენდა.
კოლხეთი
მთლიანად
მოიცავდა
დღევანდელი
დასავლეთ
საქართველოს
ტერიტორიას.
თანამედროვე
ეპოქამდე
ამ
რეგიონს
ლაზიკის და ეგრისის
სახელწოდებებითაც
იცნობდნენ, მისი პოლიტიკური
ცენტრი
არქეოპოლისი
(ან
ნოქალაქევი)
იყო. სწორედ ნოქალაქევს უკავშირდება არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითი. რომაელებმა
ეს
მხარე
ჩვენს
წელთაღრიცხვამდე
პირველ
საუკუნეში
დაიპყრეს
და
აქ
თითქმის
400 წლის
განმავლობაში
ბატონობდნენ.
XI
საუკუნეში
დასავლეთ
და
აღმოსავლეთ
საქართველო
ერთ
სამეფოდ
გაერთიანდა, რომელმაც
XV
საუკუნემდე იარსება.
XV
საუკუნის
დასასრულს
საქართველო სამ
მოქიშპე,
დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ
დაიყო:
ქართლი, კახეთი და იმერეთი. შეიქმნა რამოდენიმე სამთავრო, რომელთაგან ერთ-ერთი იყო
ოდიში. იგი დღევანდელი
სამეგრელოს
მთელს
ტერიტორიას
მოიცავდა. XII
საუკუნის
შუა
წლებიდან
მოყოლებული
XIX საუკუნემდე
ოდიშს
დადიანების
გვარის
წარმომადგენლები
მართავდნენ.
1803 წელს
ოდიში რუსეთის პროტექტორატად გამოცხადდა. ამ დროისთვის აღმოსავლეთ საქართველო
უკვე რუსეთის მმართველობის ქვეშ იყო. 1918 წელს
საქართველომ
დამოუკიდებლობა
გამოაცხადა და სამეგრელო
ახალი
დემოკრატიული
ქვეყნის
ნაწილი
გახდა. დღეს ისტორიული
სამეგრელოს
სამთავროს
ტერიტორია სამეგრელო–ზემო
სვანეთის
ადმინისტრაციული
რეგიონის
შემადგენლობაში
შედის.
სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულით და ადათ-წესებით ძალიან საინტერესო მხარეა. ამ მხარის ყოფა-ცხოვრებით დაინტერესება წარსულში დიდი იყო. ბერძენი მწერლები კოლხებს ბიბლიური ნოეს შვილის - იაფეტის შთამომავლებად თვლიდნენ, ჰეროდოტე კი მათ ეგვიპტური
წარმოშობის ხალხად მიიჩნევდა. ნიკოლოზ დამასკელი წერდა, რომ კოლხები მიცვალებულს მიწაში არ მარხავენ, არამედ ტყავში შეახვევდნენ და ხეზე ჩამოკიდებდნენ. ჰეროდეტეს ცნობით კოლხებს ჩვეულებად ჰქონდათ წინდაცვეთა. ასეთ ზნე-ჩვეულებებზე დიდ გავლენას ახდენდნენ მეზობელი კულტურები. გარედან შემოსული რელიგიურ კულტურებთან ერთად კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ხეთა თაყვანისცემა და სხვა, რომელთა ნაწილი სახეცვლილი ფორმით დღემდე გვხვდება სამეგრელოში, უმეტესად
მაღალმთიან სოფლებში. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციაა „ყვავის წილი“, რომლის დროსაც კვერცხის ნაჭუჭს აავსებენ ღომით და ყველით, სახურავზე ააგდებენ და თან იტყვიან - ყვავის წილი, ამის შემდეგ ყვავი წიწილას არ წაიღებსო. საქართველოს ყველა კუთხში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა
დატირების რიტუალს, ამ მხრივ ცნობილი ტრადიციაა მეგრული „ზარი“ - სარიტუალო სიმღერა
მიცვალებულთა დატირებისთვის. სამეგრელო მდიდარი ფოლკლორითაც გამოირჩევა. ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა „მეგრული ნანა“ - იავნანა, რომლის ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. ეს მშვენიერი პატარა ლექსი კი ალბათ ბევრს გსმენიათ:
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ
ნაწილში მდებარეობს, მდინარე რიონს, ენგურს, ცხენისწყალსა და შავ ზღვას შორის, კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის ქედის მთისწინა და ნაწილობრივ მთის ზოლში. სამეგრელოს ჩრდილოეთით სვანეთი
და
კავკასიონის
ქედი,
ჩრდილო-აღმოსავლეთით
რაჭა,
აღმოსავლეთით
იმერეთი,
სამხრეთით
გურია,
ჩრდილო-დასავლეთით
აფხაზეთი,
დასავლეთით
კი
შავი
ზღვა
ესაზღვრება.
რეგიონის
ადმინისტრაციულ
ცენტრს
ქალაქი
ზუგდიდი
წარმოადგენს.
ზუგდიდის
გარდა
იგი მოიცავს 6 ადმინისტრაციულ ერთეულს: აბაშა,
მარტვილი,
სენაკი,
ჩხოროწყუ,
წალენჯიხა,
ხობი
და
საქართველოს
ერთ-ერთ მთავრ
საპორტო
ქალაქს -
ფოთს. სამეგრელოში ვხვდებით როგორც
დაბლობებსა და ჭაობიან
ნიადაგებს, ისე ბორცვ-გორაკებსა და ხეობებს. რეგიონის უდიდესი მდინარეა ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია. უმაღლესი
მთა არის ჭითაგვალა (3226მ). სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან
ტრანზიტული
მდინარეები
– ენგური,
ცხენისწყალი
და
რიონი.
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან
ერთად ზღვის ნოტიო
სუბტროპიკული
ჰავის
ოლქშია
მოქცეული.
სამეგრელოს
ვაკე–დაბლობი და გორაკ–ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით.
მისი
საშუალო
და
მაღალმთიანი
ნაწილებისთვის
კი
დამახასიათებელი ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით. დაბლობში წლის საშუალო ტემპერატურა +13-19℃-ია. ჩრდილოეთით,
მთების
სიმაღლის
მატებასთან
ერთად,
ჰაერის
ტემპერატურა
კლებულობს.
საქართველო ძალიან მდიდარია ნაირგვარი ლანდშაფტით, საოცარი ბუნებით თუ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ძეგლებით და ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს სამეგრელო. უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები საოცარ ისტორიებსა თუ მითებს გვიამბობენ და ზღვარი ქრება კიდეც ლეგენდასა და რეალობას შორის. ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. კლდეებში ნატვრისთვალივით ჩაბნეული ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მორევია ყველა მნახველისთვის. სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალიც. შეუძლებელია არ გაგაოცოთ მრავალტონიანმა ლოდმა, რომელსაც ქუაქანცალიას ეძახიან, რადგან ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა. როგორც ხედავთ, ამ მხარეში სხვადასხვა გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვნოს თავისი პატარა სამოთხე.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაIt's better to write "Elarji" [ელარჯი] instead of "Elargi". And add Poti to municipalities as well.
Thank you, Elarji is corrected.
Poti is self-governing city, not municipality.
But we just included Poti in the municipalities list anyway.