დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Tsalenjikha Tsalenjikha წალენჯიხა, ინწრას ჩანჩქერი

წალენჯიხის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონი გამოირჩევა უდიდესი ისტორიული წარსულით. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. იგი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. XIII-XIV საუკუნეებისათვის წალენჯიხაში იყო დადიანების რეზიდენცია, მათი სასახლე, საჭურჭლე და საგვარეულო სამარხი. იგი დღესდღეობით განვითარებული რაიონია, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, დასასვენებელი და სხვა ტიპის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა დოლომიტი და მინერალური წყლები. წალენჯიხაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: თხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანა-დამუშავება, მესაქონლეობა, მებაღეობა. რაიონი გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც მის ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ფაქტორია მუნიციპალიტეტში კურორტი სქურის არსებობაც, რომელიც მრავალ დამსვენებელს იზიდავს. წალენჯიხა თავისი უძველესი ისტორიით, შუა საუკუნეების ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით, ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, ხეობებითა თუ მთებით საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი და საინტერესო რაიონია.


გეოგრაფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა. რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია. წალენჯიხას ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით - გალი, სამხრეთ-დასავლეთით - ზუგდიდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კი - ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის წყლის ძირითადი არტერიებია: მდინარეები - ენგური, ჭანისწყალი და მაგანა. რაიონი მდიდარია ტბებითა და ჩანჩქერებით. წალენჯიხა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხულით.


რა ვნახოთ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ჩანჩქერები, ყვავილოვანი მდელოები, ტყეები და საოცარი ალპური ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. მოლაშქრეთათვის განსაკუთრებით პუპულარულია ტობავარჩხილის ტბების ბილიკი და ქუაქანცალია. კლდეებს შორის მოქცეული კრიალა ტბები და მათი ჯადოსნური ხედები ზღაპრულ გარემოს ქმნის. უზარმაზარი მოქანავე ლოდი - ქუაქანცალია კი ნამდვილად შეგიქმნით მისტიკურობის განცდას. მართალია ტობავარჩხილის ტბები ბევრი მოხეტიალის ოცნებაა, თუმცა თუ ასეთი სირთულეებისთვის მზად არ ხართ, რაიონში უფრო მარტივად მისასვლელი ბევრი უმშვენიერესი ადგილი მოიძებნება, როგორიცაა: ინწირას ჩანჩქერი, მაგანას კანიონი, ბარხას მღვიმე და სხვა. გარდა ბუნების მშვენიერებისა, წალენჯიხა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლითაც იქცევს ყურადღებას. ამ მხრივ რაიონის რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით. წალენჯიხაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: სქურის ეკლესია, ჯვარის წმ. გიორგის ეკლესია, სქურის ციხე, ლეშამგეს ეკლესია და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი, რომლებიც ძალიან საინტერესოა, კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუკი მრავალფეროვან მოგზაურობასთან ერთად კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი სქური, რომელიც მწვანეში ჩაფლული გარემოთი და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლით მრავალ დამსვენებელს იზიდავს.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები სამეგრელოში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წალენჯიხა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!