ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი,
ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო - ზემო
სვანეთში. ქედის ქვედა ზონა,
1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა,
რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო
ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი,
ნაძვი), ხოლო სულ
ზემოთ სუბალპური და
ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი,
თხეიში, კასლეთი და
სხვა. ეგრისის ქედი
არაერთი ულამაზესი ტბის
მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა),
ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა,
პატარა ტბა), კალალიშ ტობა,
დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა,
ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა.
ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და
დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში.
მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურუს მწყემების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი
ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და
უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ
ვარიანტთან შედარებით.
ქვემოთ გთავაზობთ მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და
შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და
მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მაინტერესებს ზუგდიდიდან მუხურამდე მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი ხომ არ იცით ?
კიდევ მაღალი გამავლობის მანქანას როგორ დავუკავშირდე, თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია.
მადლობა ყურადღებისათვის.
მოგესალმებით, სამწუხაროდ განრიგს არ ვფლობთ. მაღალი გამავლობის მანქანის საკონტაქტო შესაძლოა მოლაშქრეტა ეროვნულ ფედერაციაში იცოდნენ სხვადასხვა მოლაშქრეთა კლუბებმა.
პირველი მაინტერესებს მარკირებები თუ არის ბილიკზე და ფიზიკური რუკა თუ მოიპოვება კონკრეტულ მარშრუტზე
დიახ, მარკირებულია ყველა ტბასთან მისასვლელი ბილიკი, გარდა ლაკუმურაშის ბილიკისა. თქვენ რომელი მარშრუტით აპირებთ წასვლას?
ფიზიკურ რუკებს ყიდის კომპანია ჯეოლენდი:
https://georgiantravelguide.com/ka/geoland-sakartvelos-rukebi
სოფ. მუხურიდან ვაპირებ
მუხურიდან ტობავარჩხილამდე ზუსტი მანძილი რამდენი კილომეტრია?
მუხურიდან პირველ ტბამდე არის 31 კილომეტრი. სიმაღლეში ასაწევია 3823 მეტრი. გამოცდილი მოლაშქრე ამ მანძილს 2 დღეში დაფარავს, გამოუცდელი 3 დღეში.
გამარჯობა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს.. სოფ. მუხურამდე საიდან და რითი მივდივართ?
მოგესალმებით, სოფელ მუხურამდე შეგიძლიათ ნებისმიერი სედანით მიხვიდეთ. ან ისარგებლოთ მუნიციპალური ტრანსპორტით.
Hi Everyone!
I am reading the hiking trip of ' Toba - Lakes on Egrisi Range' I would like to know, how I can book this 6 days package on this website. Where and who I can contact to obtain more details for this trip.
Thank you for getting back to me.
Thank you.
Hello dear traveler, we don't offer tour packages on the website yet, however you can contact our trekking guides to get an offer and more details about it:
https://georgiantravelguide.com/en/guides?categories=1
Thank you for your advice.
ტრეკს რატო ვერ ვიწერ (404 )
წესით პრობლემა არ უნდა გქონდეთ გადმოწერისას. სხვა ბრაუზერით სცადეთ.