მოკლე მიმოხილვა
GeorgianTravelGuide.com-წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ქმნის სავაჭრო/საკომუნიკაციო online სივრცეს ტურიზმის სექტორისათვის. სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიძიონ და შეიძინონ მათთვის საინტერესო საქონელი და მომსახურება, რომლებსაც სთავაზობენ მასპინძლები. პლატფორმა სტუმარებისა და მასპინძლებისთვის ქმნის ინსტრუმენტებს და გარემოს, სადაც მასპინძელს შეუძლია მიაწოდოს დეტალური ინფომრაცია მის მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების შესახებ, ხოლო სტუმარი იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას.
ვინ არის მასპინძელი?
მასპინძელი ხართ თქვენ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გსურთ თქვენი საქონელი და მომსახურება მიყიდოთ სტუმარს GeorgianTravelGuide.com-ის მეშვეობით. მასპინძელი ურთიერთობაში გამოდის საკუთარი სახელით და საკუთარი პასუხისმგებლობით სტუმრისა და პლატფორმის წინაშე. მასპინძელი პასუხისმგებელია:
- საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფომრაციის სიზუსტესა და აკურატულობაზე, რომელსაც იგი პლატფორმაზე ათავსებს;
- ინფომრაციის დროულ განახლებასა და მოძველებული ინფომრაციით განპირობებული ზარალის ანაზღაურებაზე;
- პლატფორმაზე მის მიერ განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვაზე;
გაეცანით დეტალურად ...
- მასპინძელი
ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა;
ფასების პარიტეტი
მასპინძელმა პლატფორმას უნდა მიანიჭოს განაკვეთისა და პირობების პარიტეტი. “განაკვეთისა და პირობების პარიტეტი” ნიშნავს იგივე ან უკეთეს განაკვეთს იმავე მომსახურებისთვის, იმავე თარიღისთვის, იმავე აღწერილობისთვის, სტუმრების იმავე რაოდენობისთვის, იგივე ან უკეთესი შეზღუდვებისა და აკრძალვების პირობებს, ჯავშნის ცვლილებისა და გაუქმების პირობები, რომელიც უზრუნველყოფილია მასპინძლის მიერ. გაეცანით დეტალურად...
საკომისიო
პლატფორმისთვის მასპინძელი არის მომხმარებელი. მასპინძლისთვის გაწეული ყოველი მომსახურებისთვის პლატფორმა იღებს საკომისიოს. საკომისიო დაითვლება პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულებიდან. სტანდარტული საკომისიოს პროცენტი მერყეობს 7-10,5 %-ს შორის მასპინძლის შეფასების მაჩვენებლიდან გამომდინარე. რაც უფრო მაღალია შეფასება მით უფრო დაბალია საკომისიო. გაეცანით დეტალურად...
აღებული პასუხისმგებლობა
მასპინძელი მართავს საკუთარ საქმიანობის დამოუკიდებლად და აკისრია ყველა ის პასუხისმგებლობა, რასაც მაქვს საქართველოს კანონმდებლობა და ხელშეკრულების პირობებში მითითებული. გაეცანით დეტალურად...
სრული ტექსტი
მომსახურების ზოგადი პირობები მასპინძლებისათვის
მომსახურების ზოგადი პირობები (შემდგომში-"პირობები") წარმოადგენს მასპინძლის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (შემდგომში-"მასპინძლის ხელშეკრულება" და "ხელშეკრულება" პირობებთან ერთად), რომელიც იდება მასპინძელსა და შპს „საქართველოს ტურისტულ გზამკვლევს“ (შემდგომში „პლატფორმა“, “GeorgianTravelGuide.com”) შორის (თითოეული “მხარე” და ერთობლივად” მხარეები”).
1 ტერმინთა განმარტება
ხელშეკრულების სხვა ნაწილებში გამოყენებულ ტერმინებთან ერთად ხელშეკრულებაში გამოიყენება ქვემოთ მოცემული განსაზღვრებანი თუ, ხელშეკრულებით საპირისპირო არ იქნა დადგენილი.
„პლატფორმა“ და "GeorgianTravelGuide.com” ნიშნავს ვებ-გვერდს(ებს), აპლიკაციას, ხელსაწყოებს, ან/და სხვა მოწყობილობებს და მის შვილობილ კომპანიებს და ბიზნესპარტნიორებს, რომლებზეც ან რომლის საშუალებითაც მომსახურება არის ხელმისაწვდომი.
„მასპინძელი“ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე და მომსახურებას სთავაზობს პლატფორმის სტუმრებს საკუთარი სახელით.
„სტუმარი“ ნიშნავს პლატფორმის მნახველს, ან მასპინძლის მომხმარებელს.
“ცხელი ხაზი” ნიშნავს პლატფორმის მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურებას, რომელთან დაკავშირება შესაძლებელია info@GeorgianTravelGuide.com-ზე ან პლატფორმაზე სპეციალურად მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
“მონაცემთა კონტროლი” მოიცავს აქტივობებს, რომელსაც ახორციელებს ფიზიკური ან იურიდიული პირი დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად და განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
“პირდაპირი დებეტი” გულისხმობს ავტორიზაციას, რომელსაც “მასპინძელი” აძლევს მის ბანკს, ისე, რომ პლატფორმა უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი თანხა პირდაპირ ჩამოაჭრას მასპინძლის ანგარიშიდან.
“მართვის პანელი” ნიშნავს ონლაინ სისტემას, რომელთან წვდომა შეეძლება მასპინძელს (სახელისა და პაროლის იდენტიფიკაციის შემდეგ) პლატფორმის მეშვეობით, მასპინძლის შესახებ ინფორმაციის (ფასები, ხელმისაწვდომობა, აღწერა და სხვა) ასატვირთად, დასამატებლად, შესაცვლელად, გადასამოწმებლად, განსაახლებლად და ჯავშნებისთვის.
“ფორს-მაჟორული ვითარება” ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ მოვლენას, რომელიც გავლენას ახდენს მრავალი სტუმრისა და მრავალი მომსახურების მიმწოდებლის საკუთრებაზე: გადაულახავი ძალა, სტიქიური უბედურებები, ომი, საომარი მოქმედებები, სამხედრო მოქმედებები, შემოსევები სამოქალაქო ომი ან ტერორიზმი(ბიოლოგიური, ქიმიური ან ბირთვული), აფეთქებები, აჯანყებები, გაფიცვა, სამოქალაქო არეულობა, ადგილობრივი ან ეროვნული საგანგებო სიტუაციები, საჯარო ორგანოს ნებისმიერი ბრძანების ან მოთხოვნის დაცვა, სატრანსპორტო საშუალებების შემცირება, აეროპორტების დახურვა ან რაიმე სხვა განსაკუთრებული და კატასტროფული მოვლენა, გარემოება ან საგანგებო მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ან უკანონოს ხდის სტუმრების/სტუმრების წვდომას მასპინძელთან.
"ინტელექტუალური საკუთრების უფლება" ნიშნავს ნებისმიერ პატენტს, საავტორო უფლებას, გამოგონებას, მონაცემთა ბაზის უფლებას, დიზაინის უფლებას, დარეგისტრირებულ დიზაინს, სავაჭრო ნიშანს, სავაჭრო დასახელებას, ბრენდს, ლოგოს, მომსახურების მარკას, მომსახურების ნიშანს, ნოუ-ჰაუს, სასარგებლო მოდელს, დაურეგისტრირებელ დიზაინის ან, რიგ შემთხვევაში, ასეთი უფლებისათვის, ნოუ-ჰაუს, სავაჭრო ან ბიზნესის სახელის, დომენის სახელის (ნებისმიერი გაფართოების მქონე, მაგალითად .com, .ge, .fr, .eu და ა.შ.) ან სხვა მსგავსის უფლებას ან ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არარეგისტრირებულია, ან სხვა სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რომელიც ვრცელდება მსოფლიოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ან იურისდიქციაში.
“ონლაინ გაყიდვა” ნიშნავს ფართო საზოგადოების ათვისებას ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის მობილური აპლიკაციით. ეს განმარტება გამორიცხავს კერძოდ ელ. ფოსტით, SMS- ით (ტექსტური შეტყობინებით) და მყისიერი შეტყობინებებით კომუნიკაციას, რომლებიც არ არის მიმართული ფართო აუდიტორიისთვის.
“ოფლაინ არხი” ნიშნავს არხს, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან, მაგალითად, ჯავშანი, რომელიც ხორციელდება უშუალოდ მასპინძლის მიმღებში, მობილურით კომუნიკაციისას ან ტურისტულ სააგენტოში.
“OTA” ნიშნავს ნებისმიერი ონლაინ დაჯავშნის სერვისს, რომელიც არ კონტროლდება, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მასპინძლის ან ქსელის (ინტეგრირებულია, ან არა) მიერ, რომელსაც მასპინძელი ეკუთვნის.
“პერსონალური მონაცემები” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (მათ შორის, მომხმარებლის მონაცემები და საკრედიტო ბარათის მონაცემები).
“გამოქვეყნებულია ონლაინ” ნიშნავს, რომ იგი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, მობილური აპლიკაციებით. განაკვეთების შემთხვევაში, პუბლიკაცია მოიცავს ფაქტობრივ განაკვეთებს ან საკმარის ინფორმაციას მომხმარებლისთვის, რათა განისაზღვროს განაკვეთები.
“მომსახურება” ნიშნავს GeorgianTravelGuide.com-ის ონლაინ დაჯავშნის სისტემას, რომლის მეშვეობითაც მასპინძელს შეუძლია გახადოს მისი მომსახურება ხელმისაწვდომი დაჯავშნისთვის, და რომლის საშუალებითაც სტუმრებს შეუძლიათ განახორციელონ დაჯავშნა, განახორციელონ გამარტივებული გადახდა, მიიღონ დახმარება და საკომუნიკაციო მომსახურება.
“გამოუქვეყნებელი” ნიშნავს, რომ არ არის გამოქვეყნებული ონლაინში.
2 მასპინძლის ვალდებულებები
2.1 ინფორმაცია მომსახურების შესახებ
2.1.1 ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია მასპინძლის მიერ პლატფორმაზე განსათავსებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მომსახურების შესახებ (ფოტოებს, აღწერილობებს), ხელმისაწვდომობის შესახებ, ჯავშნის პირობების შესახებ, დეტალური განაკვეთის შესახებ (ყველა გადასახადისა და მოსაკრებლების ჩათვლით), გაუქმებისა და არ გამოცხადების პირობების შესახებ, სხვა პირობებისა და შეზღუდვების შესახებ (შემდგომში- “მასპინძლის შესახებ ინფომრაცია”) და უნდა იყოს განთავსებული პლატფორმაზე განსაზღვრული ფორმატებისა და სტანდარტების მიხედვით. მასპინძლის შესახებ ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს ტელეფონის ან ფაქსის ნომრებს, ელფოსტის მისამართს (მათ შორის ნებისმიერ მესენჯერის), სოციალურ ქსელს, ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან პლატფორმას, პირდაპირ კავშირს მასპინძელთან ან მის ვებ-გვერდებთან, აპლიკაციებთან, პლატფორმასთან, ხელსაწყოებთან ან სხვა მოწყობილობებთან, მესამე მხარის ვებ-გვერდებთან, აპლიკაციებთან პლატფორმებთან, ხელსაწყოებთან ან სხვა მოწყობილობებთან, თუ ასეთი ქმედება არ არის გათვალისწინებული GeorgianTravleGuide.com-ის მიერ. GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება, რომ ის არის არასწორი, არასრული ან არღვევს ამ ხელშეკრულების წესებსა და პირობებს.
2.1.2 მასპინძელი აცხადებს და ადასტურებს, რომ ინფორმაცია მომსახურების შესახებ ყოველთვის უნდა იყოს უტყუარი, ზუსტი და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. მასპინძელი პასუხისმგებელია ყოველთვის უზრუნველყოს სწორი და განახლებული ინფორმაცია მომსახურების შესახებ. მასპინძელმა ყოველდღიურად უნდა განაახლოს ინფორმაცია მომსახურების შესახებ (ან იმ სიხშირით, რამდენიც საჭიროა) და შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს მართვის პანელის საშუალებით(i) შეცვალოს მომსახურების განაკვეთი, და (ii) ხელმისაწვდომი მომსახურების აღწერა ან ტიპი.
2.1.3 მასპინძლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია რჩება მასპინძლის ექსკლუზიურ საკუთრებად. მასპინძლის მიერ განთავსებული ინფორმაცია შეიძლება დარედაქტირდეს, შეიცვალოს GeorgianTravelGuide.com-ის მიერ და შემდგომში ითარგმნოს სხვა ენებზე. თარგმანი რჩება GeorgianTravelGuide.com-ის ექსკლუზიურ საკუთრებად. რედაქტირებული და ნათარგმნი მასალა განკუთვნილია GeorgianTravelGuide.com-ის მიერ პლატფორმებზე ექსკლუზიური გამოყენებისთვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მასპინძლის მიერ (რაიმე გზით ან ფორმით) ნებისმიერი სხვა გავრცელებისათვის, ან გაყიდვების არხებისა ან მიზნებისთვის. მასპინძლის აღწერილობითი ინფორმაციის შეცვლა ან განახლება დაუშვებელია, თუ წინასწარი წერილობითი თანხმობა არ იქნა მიღებული GeorgianTravelGuide.com–სგან.
2.1.4 თუ GeorgianTravelGuide.com-ის მიერ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მასპინძლის შესახებ ინფორმაციის ყველა ცვლილება, განახლება და /ან შესწორება (განაკვეთის, ხელმისაწვდომობის, მომსახურების აღწერის ჩათვლით) უნდა განახორციელოს უშუალოდ მასპინძელმა მართვის პანელის საშუალებით, ან სხვა გზით, რომლითაც GeorgianTravelGuide.com-მა შეიძლება მიუთითოს. სურათების, ფოტოებისა და აღწერილობებთან დაკავშირებული განახლებები და ცვლილებები დამუშავდება, რაც შეიძლება სწრაფად GeorgianTravelGuide.com-ის მიერ.
2.2 პარიტეტი
2.2.1 მასპინძელმა პლატფორმას უნდა მიანიჭოს განაკვეთისა და პირობების პარიტეტი. “განაკვეთისა და პირობების პარიტეტი” ნიშნავს იგივე ან უკეთეს განაკვეთს იმავე მომსახურებისთვის, იმავე თარიღისთვის, იმავე აღწერილობისთვის, სტუმრების იმავე რაოდენობისთვის, იგივე ან უკეთესი შეზღუდვებისა და აკრძალვების პირობებს, ჯავშნის ცვლილებისა და გაუქმების პირობები, რომელიც უზრუნველყოფილია მასპინძლის მიერ.
განაკვეთისა და პირობების პარიტეტი არ ვრცელდება შემდეგი განაკვეთისა და პირობების მიმართ:
• შეთავაზებულია სხვა ნებისმიერ “OTA”-ზე
• შეთავაზებულია ოფლაინ არხებზე, იმ პირობით, რომ ეს სერვისები არ გამოქვეყნდება ონლაინ ან ონლაინ გაყიდვებისთვის;
2.2.2 პლატფორმაზე დაჯავშნისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შეზღუდვები და პირობები (მომსახურების ფასის ჩათვლით) ნებისმიერ დროს უნდა იყოს გონივრული ყველა მონაწილე მხარისთვის (მომხმარებლების ჩათვლით) და 2.2.1 პუნქტთან შესაბამისობაში.
2.2.3 GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია საკუთარი საკომისიოს ხარჯზე ფასდაკლება შესთავაზოს სტუმრებს.
2.3 საკომისიო
2.3.1 სტუმრის მიერ პლატფორმებზე გაკეთებული თითოეული დაჯავშნისთვის, მასპინძელი GeorgianTravelGuide.com-ს უხდის საკომისიოს (შემდგომში-"საკომისიო"), რომელიც გამოითვლება 2.3.2 პუნქტის შესაბამისად. გადახდა უნდა განხორციელდეს 2.4 პუნქტის შესაბამისად.
2.3.2 საკომისიო თითოეულ ჯავშანზე მიიღება სტუმრის მიერ პლატფორმაზე დაჯავშნილი მომსახურების ჯამური ღირებულების (ყველა შესაძლო გადასახადის, დამატებითი ხარჯების, მოსაკრებლისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით, რომლებიც შედის შეთავაზებულ განაკვეთში შეკვეთის დროს) გამრავლებით მასპინძლის შეფასების მაჩვენებლით განსაზღვრულ პროცენტზე, რომელიც მოცემულია ქვემოთ (ცხრილი: საკომისიოს პროცენტი მიმოხილვის მიხედვით).
ცხრილი: საკომისიო პროცენტი შეფასების მაჩვენებლის მიხედვით
მასპინძლის შეფასების მაჩვენებელი | საკომისიოს პროცენტი |
---|
4.5<= შეფასება <=5.0
| 7 |
4.0 <= შეფასება <4.5
| 8 |
3.5 <= შეფასება <4.0
| 9 |
3.0 <= შეფასება <3.5
| 10 |
შეფასება <3.0
| 10.5 |
GeorgianTravelGuide.com-მა შეფასების მაჩვენებლისგან
დამოუკიდებლად მომხმარებელს(ებს) შეიძლება შესთავაზოს წამახალისებელი აქცია(ები), რომლის
ფარგლებშიც ისინი ისარგებლებენ შეღავათიანი პირობებით.
მეტი სიცხადისთვის, მასპინძელი თანახმაა და აღიარებს, რომ სტუმრის მიერ მასპინძლისთვის მომსახურების ფასის გადახდის შემთხვევაში, 4.3 პუნქტის შესაბამისად (გამარტივებული გადახდა), GeorgianTravelGuide.com-მა უნდა გამოთვალოს არ გამოცხადებისა და გაუქმების საკომისიო 4.3.8 პუნქტის შესაბამისად.GeorgianTravelGuide.com-მა შეფასების მაჩვენებლისგან დამოუკიდებლად მომხმარებელს(ებს) შეიძლება შესთავაზოს წამახალისებელი აქცია(ები), რომლის ფარგლებშიც ისინი ისარგებლებენ შეღავათიანი პირობებით.
ყველა სხვა შემთხვევაში საკომისიო დაირიცხება იმ შემთხვევაში თუ:
• გადაჭარბებული ჯავშანი: ნებისმიერ დროს, (წარუმატებელი(წარმატებული)/უარყოფა) მომსახურების ფასის მიუხედავად, და/ან,
• მასპინძელი იღებს სტუმრის მომსახურების საფასურს და/ან არ გამოცხადების/გაუქმების საფასურს.
საკომისიო, ნებისმიერ დროს, გამოიანგარიშება დადასტურებული დაჯავშნის შესაბამისად.
შეტყობინება მომსახურების საფასურის ან საკომისიოს გაუქმების შესახებ არ გამოცხადების, გაუქმების ან ფასიანი გაუქმების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მომსახურების ჯავშნის დღის შუაღამიდან 24 საათის განმავლობაში (მაგალითი: რეგისტრაცია არის 1 ივნისს, დილის 11 საათზე, შეტყობინება მომსახურების გაუქმების შესახებ უნდა მოხდეს 2 ივნისის 23:59 საათამდე თბილისის დროით).
გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, GeorgianTravelGuide.com აცნობებს სტუმრებს ამის შესახებ და მასპინძელი დროულად აბრუნებს თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თუ მასპინძელი არ გაუგზავნის შეტყობინებას GeorgianTravelGuide.com-ს გამოუცხადებლობის შესახებ GeorgianTravelGuide.com ივარაუდებს, რომ მასპინძელმა წარმატებით მიიღო ანაზღაურება სტუმრისგან და შესაბამისად GeorgianTravelGuide.com დაარიცხავს საკომისიოს.
2.3.3 თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის შეთანხმებული, პლატფორმებზე სტუმრებისთვის ნაჩვენები განაკვეთი უნდა შეიცავდეს ყველა მოქმედ გადასახადსა და მოსაკრებლებს.
2.3.4 მართვის პანელი მასპინძელს აჩვენებს პლატფორმით განხორციელებულ ყველა დაჯავშნის დეტალს, მათ შორის მითითებულია შესაბამისი საკომისიო. ყოველი თვის პირველ დღეს ონლაინ დაჯავშნის ამონაწერი (შემდგომში- “ონლაინ დაჯავშნის ამონაწერი”) ხელმისაწვდომია მართვის პანელში, რომელშიც მითითებულია გასულ თვეში განხორციელებული და დასრულებული მომსახურებები.
2.4 საკომისიო გადახდა
2.4.1 კალენდარულ თვის განმავლობაში გადასახდელი საკომისიოს, რომელიც მოიცავს მიმდინარე თვეში სტუმრის (დაგეგმილი) მომსახურების დასრულების თარიღს (უფასო გაუქმების გარდა, რომელიც განხორციელებულია GeorgianTravelGuide.com-ის მეშვეობით და მასპინძლის გაუქმების პირობების შესაბამისად), დარიცხვა და გადახდა მოხდება ინვოისის საფუძველზე შემდეგი პირობების თანახმად:
• ინვოისების დამუშავება ხდება ყოველთვიურად და ეგზავნება მასპინძელს ონლაინ ან ელფოსტის მეშვეობით (GeorgianTravelGuide.com-ის შეხედულებისამებრ);
• დარიცხული საკომისიოს გადახდა უნდა მოხდეს ინვოისის გამოწერის თარიღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;
• გადახდა უნდა განახორციელოს უშუალოდ მასპინძელმა საბანკო გადარიცხვის ან ანგარიშზე თანხის შეტანის გზით;
• მიმდინარე თვის საკომისიოს გადახდა ხდება მასპინძლის მიერ ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ტრანზაქციის განხორციელების დღეს. GeorgianTravelGuide.com-ს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ მოამზადოს ინვოისები ძირითად ვალუტაში (GEL, USD, EUR,).
2.4.2 იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სტუმარი ანგარიშსწორებას ახორციელებს 4.3 პუნქტის შესაბამისად GeorgianTravelGuide.com-ი მასპინძელს გადაურიცხავს თანხას საკომისიოს გამოკლებით.
2.4.3 GeorgianTravelGuide.com-სა და მასპინძელს შორის დავის შემთხვევაში, (მაგალითად, საკომისიოს ოდენობაზე), საკომისიოს ნებისმიერი უდავო თანხა უნდა იყოს გადახდილი წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განურჩევლად დავის სტატუსისა ან ხასიათისა.
2.4.4 დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას მოითხოვოს კანონით დადგენილი პროცენტი, შეაჩეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურეობა (მაგ. პლატფორმებიდან მასპინძლის შეჩერებით) ან / და მასპინძლისგან მოითხოვოს საბანკო გარანტია ან ფინანსური უზრუნველყოფის სხვა ფორმა.
2.4.5 GeorgianTravelGuide.com-ის პირველივე მოთხოვნისთანავე, მოგზაურობის მომწყობმა უნდა გადაიხადოს დეპოზიტი, რომელიც განისაზღვრება GeorgianTravelGuide.com-ის შეხედულებისამებრ (შემდგომში-“დეპოზიტი”). დეპოზიტი ინახება GeorgianTravelGuide.com-თან, როგორც მასპინძლის ვალდებულებების შესრულების (გადახდის) გარანტია ხელშეკრულების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დეპოზიტი ან მისი ნებისმიერი ნაშთი გადაუხდელი საკომისიოს, გადასახადებისა და სხვა ხარჯების გამოქვითვის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია GeorgianTravelGuide.com-თან, უკან დაუბრუნდება მასპინძელს შეუსრულებელი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობების ( გადაუხდელი საკომისიოს გადახდის ჩათვლით) სრულად მოგვარებიდან 30 დღის განმავლობაში.
2.5 რეზერვაცია, სტუმრის ჯავშანი და საჩივრები
2.5.1 როდესაც სტუმარი ასრულებს პლატფორმაზე დაჯავშნას, მასპინძელი იღებს დადასტურებას ყოველი ჯავშნისთვის. იგი მოიცავს მომსახურების პერიოდს, მომსახურების აღწერას, ფასს, სტუმრის პირად მონაცემებს (საჭიროების შემთხვევაში), (კოლექტიურად შემდგომში- “მომხმარებლის მონაცემები”) და სტუმრის მიერ გაკეთებულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნას(ებს). GeorgianTravelGuide.com არ არის პასუხისმგებელი ინფომრაციის სისწორესა და სისრულეზე. მასპინძელმა რეგულარულად (სულ მცირე ყოველდღიურად) უნდა შეამოწმოს და დაადასტუროს მართვის პანელზე განხორციელებული ჯავშნები.
2.5.2 პლატფორმის საშუალებით დაჯავშნის განხორციელებით, იქმნება პირდაპირი ხელშეკრულება (სამართლებრივი ურთიერთობა) მხოლოდ და მხოლოდ მასპინძელსა და სტუმარს შორის. (შემდგომში- “სტუმრის ჯავშანი”).
2.5.3 მასპინძელი ვალდებულია ცნოს სტუმარი, როგორც მისი სახელშეკრულებო მხარე, და გაუწიოს მომსახურება ინფორმაციის შესაბამისად (განაკვეთის ჩათვლით), რომელიც მოცემულია პლატფორმებზე, ჯავშნის შესრულებისა და დადასტურების დროს, მათ შორის ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან/და სტუმრის სურვილების ჩანაწერის ჩათვლით.
2.5.4 დადასტურებულ ჯავშანში მითითებული საფასურის, დამატებითი გადასახადისა და დანახარჯების გარდა, მოგზაურობის მასპინძელი არ აკისრებს რაიმე ტრანზაქციულ/ადმინისტრაციულ მოსაკრებელს ან გადასახადს, ნებისმიერი გადახდის მეთოდის გამოყენებისთვის.
2.5.5 სტუმრის მიერ გამოთქმული საჩივრები მასპინძლის მიმართ (შეთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ) ან კონკრეტული მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს მასპინძლის მიერ, GeorgianTravelGuide.com-ის შუამავლობის ან ჩარევის გარეშე. GeorgianTravelGuide.com არ იღებს პასუხისმგებლობას და იხსნის ნებისმიერ ვალდებულებას სტუმრების მხრიდან ასეთი მოთხოვნების შესრულებაზე. GeorgianTravelGuide.com-მა ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია(ა) სტუმრებს შესთავაზოს (მხარდაჭერა) მომსახურება; (ბ) იმოქმედოს შუამავლის როლში მასპინძელსა და სტუმარს შორის; (გ) უზრუნველყოს- მასპინძლის ხარჯების საშუალებით-თანაბარი ან უკეთესი სტანდარტის ალტერნატიული მომსახურება, გადაჯავშნის ან სხვა მატერიალური დარღვევების შემთხვევაში, ან საჩივრები მასპინძლის მიმართ; ან დ) დაეხმაროს სტუმარს მასპინძელთან დაკავშირებაში ან მის წინააღმდეგ მოქმედებაში.
2.6 გადაჯავშნა და გაუქმება
2.6.1 მასპინძელმა უნდა უზრუნველყოს დაჯავშნის მომსახურების გაწევა და იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი რაიმე მიზეზით ვერ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ GeorgianTravelGuide.com-ს ცხელ ხაზზე (info@GeorgianTravelGuide.com; ხოლო თითოეული მეილის საგანში უნდა იყოს მითითებული “გადაჯავშნა”). სანამ GeorgianTravelGuide.com სტუმარს შესთავაზებს ალტერნატიულ მომსახურებას (უნდა იყოს დადასტურებული მასპინძლის მიერ GeorgianTravelGuide.com-თან ერთად) მასპინძელი მაქსიმალურად ეცდება საკუთარი ხარჯებით შესთავაზოს სტუმარს თანაბარი ან უფრო მაღალი ხარისხის ალტერნატიული მომსახურება, და იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი ჩამოსვლისთანავე, მოგზაურობის მომწყობმა უნდა:
• მოძებნოს სხვა მასპინძლის შესაფერისი ალტერნატიული მომსახურება, თანაბარი ან უკეთესი სტანდარტით, რათა უზრუნველყოს სტუმრის გარანტირებული დაჯავშნა;
• უზრუნველყოს უფასო კერძო ტრანსპორტით, სტუმრისა და სტუმრის სხვა წევრებისთვის, რომლებიც არიან მითითებულნი სტუმრის დადასტურებულ ჯავშანში; და
• დაუბრუნოს და აუნაზღაუროს ყველა გონივრული ხარჯი და დანახარჯი GeorgianTravelGuide.com-ს და/ან სტუმარს (მაგალითად, ალტერნატიული სერვისის, ტრანსპორტირების, მობილურის ხარჯები), რომელიც გაწეულია, გადახდილია GeorgianTravelGuide.com-ის ან სტუმრის მიერ გადაჯავშნის გამო. GeorgianTravelGuide.com-ის მიერ დაკისრებული ნებისმიერი თანხა უნდა იყოს გადახდილი ინვოისის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
2.6.2 მოგზაურობის მომწყობს არ აქვს უფლება გააუქმოს ნებისმიერი დადასტურებული ონლაინ ჯავშანი.
2.6.3 სტუმრის მიერ ჯავშნის გაუქმება თარიღამდე, რომლის შემდეგ მიიღება გაუქმების გადასახადი, არ გამოიწვევს საკომისიოს. სტუმრის მიერ ჯავშნის გაუქმება დროისა და თარიღის შემდეგ, რომლის შემდეგ მიიღება გაუქმების გადასახადი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაერიცხება საკომისიო.
2.7 საკრედიტო ბარათის გარანტია
2.7.1 იმ ჯავშნების გარდა, რომელიც განხორციელებულია გამარტივებული გადახდის საშუალებით, (ამ შემთხვევაში 2.7 პუნქტი არ გამოიყენება), საკრედიტო ბარათის მონაცემები, რომელიც წარმოდგენილია სტუმრის ან იმ პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დაჯავშნაზე, იძლევა ჯავშნის გარანტიას. დაჯავშნის გარანტირებისთვის, GeorgianTravelGuide.com დაამუშავებს გადახდას მასპინძლის ინფორმაციის შესაბამისად. თუ საკრედიტო ბარათი არ იძლევა გარანტიას, GeorgianTravelGuide.com დაუყოვნებლივ შეატყობინებს მასპინძელს ამის შესახებ, რომელიც შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ გააუქმოს დაჯავშნა საკუთარი პასუხისმგებლობით. თუ სტუმარს არ შეუძლია, ან არ უნდა ამის გაკეთება, GeorgianTravelGuide.com-მა შესაძლოა გააუქმოს ჯავშანი მასპინძლის მოთხოვნით. ჯავშნები, რომლებიც გაუქმებულია GeorgianTravelGuide.com–ის მიერ, 2.7.1 პუნქტის შესაბამისად, არ ერიცხება საკომისიო.
2.7.2 თუ მასპინძელს სურს თანხის მიღება წინასწარ რეგისტრაციის თარიღამდე, ის უნდა დარწმუნდეს, რომ დაჯავშნამდე მიწოდებულ ინფორმაციაში სტუმრისთვის ნათლად არის განმარტებული წინასწარი გადახდის პირობები (მათ შორის (სპეციალური) სატარიფო შეზღუდვები, წინასწარ გადახდასთან დაკავშირებული წესები და პირობები) მასპინძლის შესახებ ინფორმაციაში.
2.7.3 მასპინძელი პასუხისმგებელია სტუმარს დააკისროს არ გამოცხადების, ან გაუქმების გადასახადი (მათ შორის მოქმედი გადასახადები, რომელზეც პასუხისმგებელია მასპინძელი და უგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოებს).
2.7.4 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შეთავაზება ხდება მხოლოდ ნაღდი ფულით გადახდის საშუალებით, GeorgianTravelGuide.com არ მოითხოვს საკრედიტო ბარათის მონაცემებს, როგორც დაჯავშნის გარანტიას.
2.8 მონაცემთა კონფიდენციალურობა, შეტყობინებები, გამოყენება
მასპინძელი ადასტურებს, რომ GeorgianTravelGuide.com-ის კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების შესახებ ზოგადი წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. GeorgianTravelGuide.com-ის კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების შესახებ ზოგადი წესები მოცემულია დანართ 1-ში.
2.9 ფორს მაჟორული ვითარებები
ფორს მაჟორული ვითარების შემთხვევაში, მასპინძელი ფორს მაჟორული გარემოებების შედეგად დაზარალებულ სტუმრებს არ აკისრებს (და უკან უბრუნებს თანხას (საჭიროების შემთხვევაში)) რაიმე საფასურს, ღირებულებას, ხარჯებს ან სხვა თანხას (მათ შორის (აუნაზღაურებელი) განაკვეთი ან არ გამოცხადება, ჯავშნის ან გაუქმების საფასური (შეცვლა)) (i) სტუმრის მიერ განხორციელებული ჯავშნის გაუქმებისთვის ან შეცვლისთვის, ან (ii) ჯავშნის გამოუყენებელი ნაწილისთვის, რომელიც გამოწვეული იყო ფორს მაჟორული ვითარების გამო. გონივრული ეჭვის შემთხვევაში, მასპინძელმა შესაძლოა სტუმარს მოსთხოვოს მტკიცებულება ფორს მაჟორულ სიტუაციასა და გაუქმების, არ გამოცხადების ან ჯავშნის შეცვლას შორის მიზეზების შესახებ (და მოთხოვნის შემთხვევაში GeorgianTravelGuide.com-ს მიაწოდოს ასეთი მტკიცებულების ასლი). იმისათვის, რომ GeorgianTravelGuide.com-მა დაარეგისტრიროს ფორს მაჟორულ გარემოებასთან დაკავშირებული გაუქმება, არ გამოცხადება ან ჯავშნის შეცვლა, მოგზაურობის მომწყობმა უნდა შეატყობინოს ამის შესახებ GeorgianTravelGuide.com-ს 2 სამუშაო დღის განმავლობაში (ა) მომსახურების დასრულების დაგეგმილი თარიღიდან, ან არ გამოცხადების ან გაუქმების შემდეგ. ფორს მაჟორული გარემოების გამო, GeorgianTravelGuide.com არ დააკისრებს საკომისიოს დარეგისტრირებულ არ გამოცხადებაზე, ჯავშნის გაუქმებასა და გამოუყენებელი ჯავშნის ნაწილზე.
3 ლიცენზია
3.1 მასპინძელი GeorgianTravelGuide.com-ს ანიჭებს, არა ექსკლუზიურ, უსასყიდლო უფლებასა და ლიცენზიას (ან საჭიროების შემთხვევაში სუბლიცენზიას) რათა:
• გამოიყენოს, აღადგინოს, გაავრცელოს, სუბლიცენზირება მოახდინოს, დაამყაროს კომუნიკაცია და უზრუნველყოს წვდომა ნებისმიერი ხერხებით, ასევე აჩვენოს მასპინძლის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შეთანხმებული ელემენტები, რომელსაც მასპინძელი უზრუნველყოფს GeorgianTravelGuide.com-სთვის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად და რომელიც საჭიროა GeorgianTravelGuide.com-სთვის, რათა გამოიყენოს საკუთარი უფლებები და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
• გამოიყენოს, აღადგინოს, დაამუშავოს, გაავრცელოს, სუბლიცენზირება მოახდინოს, და დემონსტრირება მოახდინოს (მათ შორის საჯაროდ შესრულების შეზღუდვის, შეცვლის, ადაპტაციის, კომუნიკაციის, აღდგენის, დაკოპირების გარეშე და გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით) მასპინძლის ინფორმაციის.
3.2 GeorgianTravelGuide.com-ს შეუძლია სუბლიცენზირება მოახდინოს, ხელმისაწვდომი გახადოს, გაამჟღავნოს და შესთავაზოს მასპინძლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების უფლება) და სპეციალური შემოთავაზებები, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმებზე მასპინძლის მიერ და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ასეთი უფლებები და ლიცენზიები, შვილობილ კომპანიებთან (ვებ-გვერდები, აპლიკაციები, პლატფორმა, ხელსაწყოები ან სხვა მოწყობილობები) და/ან მესამე მხარესთან (შემდგომში- “მესამე მხარის პლატფორმები”) თანამშრომლობით.
3.3 GeorgianTravelGuide.com არავითარ შემთხვევაში არაა პასუხისმგებელი მასპინძელთან, მესამე მხარის ნებისმიერ ქმედებაზე ან შეცდომაზე. მესამე მხარის პლატფორმასთან დაკავშირებით მასპინძლის უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად ითვლება (i) მოსთხოვოს GeorgianTravelGuide.com-ს (რომელსაც აქვს უფლება და არა ვალდებულება) კავშირი გაწყვიტოს მესამე მხარის პლატფორმასთან, ან (ii) ამ შეთანხმების შეწყვეტა, ყველა ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
4 შეფასება, მარკეტინგული და გამარტივებული გადახდის (სააგენტო) მოდელი
4.1 სტუმრის შეფასება
4.1.1 სტუმრებს, რომლებმაც მიიღეს მომსახურება მასპინძლისგან, GeorgianTravelGuide.com სთხოვს, რომ დატოვონ კომენტარი მომსახურების შესახებ და შეაფასონ მათი მომსახურების გარკვეული ასპექტები.
4.1.2 GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას განათავსოს ეს კომენტარები და შეფასებები პლატფორმაზე. მასპინძელი მომწყობი აღიარებს, რომ GeorgianTravelGuide.com არის ამ კომენტარების გამავრცელებელი (ყოველგვარი ვალდებულების გადამოწმების გარეშე) და არა გამომქვეყნებელი.
4.1.3 GeorgianTravelGuide.com იღებს ვალდებულებას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს სტუმრების მიმოხილვების მონიტორინგის შესახებ, უხამსობის ან ინდივიდის სახელის მითითებასთან დაკავშირებით. GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას უარყოს, დაარედაქტიროს ან წაშალოს არასასურველი შეფასებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მიმოხილვები მოიცავს უხამსობას, ან ინდივიდის სახელის მოხსენებას.
4.1.4 GeorgianTravelGuide.com არ შევა რაიმე დისკუსიაში, მოლაპარაკებებზე ან მიმოწერებზე მასპინძელთან, სტუმრის მიმოხილვებთან (შინაარსი, გამოქვეყნების შედეგები ან გავრცელება) დაკავშირებით.
4.1.5 GeorgianTravelGuide.com უარს აცხადებს რაიმე პასუხისმგებლობაზე ნებისმიერი კომენტარის შინაარსზე (გამოქვეყნებისა და გავრცელების) შედეგებზე ან მიმოხილვებზე.
4.1.6 სტუმრების მიმოხილვები ექსკლუზიურად გამოიყენება GeorgianTravelGuide.com-ის მიერ და შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი პლატფორმაზე, რომელზეც GeorgianTravelGuide.com აქვეყნებს დროდადრო. GeorgianTravelGuide.com ექსკლუზიურად იტოვებს ყველა უფლებას, (ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებას) სტუმრების მიმოხილვასთან დაკავშირებით და მასპინძელს არ აქვს უფლება (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) გამოაქვეყნოს, ხელი შეუწყოს, დააკოპიროს, მიიღოს, გამოიყენოს, გააერთიანოს, გააზიაროს ან სხვაგვარად გამოიყენოს სტუმრის მიმოხილვები GeorgianTravelGuide.com-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.2 ონლაინ მარკეტინგი და PPC რეკლამირება
4.2.1 GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია ხელი შეუწყოს მასპინძელს, მისი სახელის(ების) გამოყენებით ონლაინ მარკეტინგში, მათ შორის იმეილ მარკეტინგსა და /ან pay-per-click (PPC) რეკლამირებაში. GeorgianTravelGuide.com ატარებს ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას საკუთარი ხარჯებითა და საკუთარი შეხედულებისამებრ.
4.2.2 მასპინძელმა იცის საძიებო სისტების მუშაობის ისეთი მეთოდების შესახებ, როგორიცაა კონთენთის spidering და URL-ს მნიშვნელობის გაზომვა. GeorgianTravelGuide.com ეთანხმება, რომ თუ მასპინძლისთვის ცნობილი გახდა, რომ მესამე მხარის პლატფორმის ქმედება არღვევს მასპინძლის ინტელექტუალურ საკუთრებას, მაშინ მასპინძელი წერილობით აცნობებს GeorgianTravelGuide.com-ს ამის შესახებ და შესაბამისად GeorgianTravelGuide.com გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას, რომ მესამე მხარემ მიიღოს ზომები დარღვევის გამოსწორების მიზნით.
4.2.3 მასპინძელი თანახმაა, არ ისარგებლოს და არ გამოიყენოს GeorgianTravelGuide.com-ის ბრენდი/ლოგო (მათ შორის სავაჭრო დასახელება, სავაჭრო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან სხვა მსგავსი ნიშნები) პირდაპირ საძიებო ფრაზების შესყიდვის საშუალებით, რომლებიც იყენებენ GeorgianTravelGuide.com-ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ფასის შედარების მიზნით ან სხვა მიზნებისთვის (მასპინძელი პლატფორმაზე ან ნებისმიერი მესამე მხარის პლატფორმაზე, საძიებო სისტემა) GeorgianTravelGuide.com-სგან წერილობითი თანხმობის გარეშე. მასპინძელი არ გამოიყენებს ან შექმნის ( პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) რაიმე (pay-per-click) რეკლამას (მეტა)საძიებო საიტებზე, რომელიც საიტზე განთავსებული რეკლამიდან გადაამისამართებს და გადავა მასპინძლის გვერდზე, პლატფორმაზე სადაც რეკლამირებულია მასპინძელი.
4.3 გამარტივებული გადახდა
4.3.1 მასპინძელი ეთანხმება და აღიარებს, რომ GeorgianTravelGuide.com-ს (ნებისმიერ დროს, როგორც შემსრულებელს) დროდადრო და გარკვეული მომსახურებისთვის შეუძლია გაამარტივოს გადახდის გარკვეული მეთოდები, სტუმრების მიერ მასპინძლის მომსახურების ფასის გადახდისას (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული), რომლის მიხედვითაც (შესაძლებლობის ფარგლებში) გადახდები შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვებით, საკრედიტო ბარათით ან ონლაინ გადახდის სხვა ფორმებით მოგზაურობის პლატფორმის ანგარიშზე (შემდგომში “გამარტივებული გადახდა”). GeorgianTravelGuide.com- ს შეუძლია დროდადრო ჩართოს მესამე მხარე, გადახდის გამარტივებისთვის (შემდგომში “გადახდის დამმუშავებელი”).
4.3.2 მასპინძელი ეთანხმება და აღიარებს, რომ თითოეული დაჯავშნისთვის, ჯავშნის შესაბამისი ჯამური თანხა (მათ შორის ყველა მოქმედი გადასახადი, მოსაკრებელი, და დამატებითი გადასახადი, რომელიც განხორციელებულია ან შედის დაჯავშნის პროცესში და რომელიც გამოქვეყნებულია GeorgianTravelGuide.com-ზე მასპინძლის მიერ) შეგროვდება და დამუშავდება პლატფორმის (შესაბამისი თანხა, შემდგომში "მომსახურების ფასი") მიერ შესაბამისი ჯავშნისთვის, მასპინძლის მოქმედი საგადახდო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია პლატფორმაზე.
4.3.3 მასპინძელი ეთანხმება და აღიარებს, რომ GeorgianTravelGuide.com-მა შესაძლოა დროდადრო გამოიყენოს გამარტივებული გადახდის მეთოდი
(i) სტუმრის მიერ მასპინძლისთვის მომსახურების საფასურის (წინასწარი ან პირველადი შენატანი) გადახდისას, ამგვარი გადახდის საბოლოო ანგარიშსწორებისას და
(ii) (ა) გადაუხდელი საკომისიოს ანგარიშსწორებისა და გადახდისთვის, დაჯავშნისთვის გადაუხდელი საკომისიოს კომპენსაციით, რომელიც 4.3 პუნქტის შესაბამისად იყო გადახდილი და (ბ) მასპინძლის მიერ GeorgianTravelGuide.com-ზე გადასახდელი სხვა თანხების ანგარიშსწორებისა და გადახდისთვის, მომსახურების საფასურის მთლიანი ჯამური თანხით. სანამ, არ იქნება საკმარისი ფულადი საშუალება GeorgianTravelGuide.com-თვის მთლიანი თანხის ანგარიშსწორებისა და გადახდისთვის, GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია შეაგროვოს შესაბამისი დეფიციტი პირდაპირი დებეტის საშუალებით და აანაზღაუროს თანხა დეპოზიტის საშუალებით (საჭიროების შემთხვევაში) ან მასპინძელმა GeorgianTravelGuide.com– ის პირველი მოთხოვნისთანავე უნდა გადაიხადოს შესაბამისი დეფიციტი. GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია გამოიყენოს გამარტივებული გადახდის მეთოდი, ნებისმიერი საკომისიოს ანგარიშსწორებისა და კომპენსაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია GeorgianTravelGuide.com-თან.
4.3.4 მასპინძელი ეთანხმება და აღიარებს, რომ ნებისმიერ დროს პასუხისმგებელია შესაბამის ორგანოებთან გადასახედების, მოსაკრებლისა და საკომისიოების ადმინისტრირებასა და ანგარიშსწორებაზე.
4.3.5 შესაბამისი შეგროვებული თანხის მასპინძლისთვის გადარიცხვისთვის (გადაუხდელი საკომისიოს(თუ ეს ნებადართულია), მოსაკრებლის, ღირებულების, ხარჯების და სხვა ასეთი თანხის გამოკლებით ან ანაზღაურებით (საჭიროების შემთხვევაში)) (შემდგომში “წმინდა თანხა”) მასპინძელმა GeorgianTravelGuide.com-ს უნდა მიაწოდოს შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები (ან ასახოს მართვის პანელის შესაბამის ველში), რომელზეც უნდა განხორციელდეს შესაბამისი თანხის გადახდა. საბანკო გადარიცხვით გადახდისთვის GeorgianTravelGuide.com-მა მასპინძელს უნდა გადაურიცხოს წმინდა თანხა 5 სამუშაო დღეში მას შემდეგ, როდესაც სტუმარმა მიიღო მომსახურება და გავიდა გასაჩივრებისთვის საჭირო 48 საათი. მომსახურების ფასის გადახდა შესაძლოა შეჩერდეს ნებისმიერ დროს(ვარაუდის ან ეჭვის შემთხვევაში) (საკრედიტო ბარათი), შეტყობინების გარეშე, თაღლითობის ან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. მასპინძლის სახელზე არსებული თანხები, რომლებიც უკავია პლატფორმას არ დაერიცხება რაიმე პროცენტი.
4.3.6 მასპინძლის მიერ (სავარაუდო) თაღლითობის შემთხვევაში ან თუ GeorgianTravelGuide.com-ს მოეთხოვება კანონით, სასამართლო ბრძანებით, სამთავრობო დადგენილებით ან ბრძანებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (ან მსგავსი დადგენილებით), სასამართლოში გამოცხადებით ან პოლიტიკის გაუქმებით მოახდინოს მომსახურების ფასის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბრუნება (ან სხვაგვარად გონივრული და სამართლიანია), GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას მასპინძელს მოსთხოვოს ასეთი თანხის ანაზღაურება, რომელიც გადახდილია სტუმრის მიერ, მაგრამ მიღებულია მასპინძლის მიერ (რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს GeorgianTravelGuide.com-ის მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში).
4.3.7 ვინაიდან მასპინძელი თანახმაა დააბრუნოს მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდილი აუნაზღაურებელი მომსახურების საფასური (ან მისი ნაწილი), GeorgianTravelGuide.com იტოვებს უფლებას მასპინძლის სახელით სტუმარს გადაუხადოს შესაბამისი თანხა, პლატფორმის მიერ შეგროვებული სხვა თანხებით ან - მასპინძლის მოთხოვნისა და GeorgianTravelGuide.com-ის დასტურის შემთხვევაში- შესაბამისი თანხები უნდა იყოს გადახდილი და გადარიცხული GeorgianTravelGuide.com-ზე, GeorgianTravelGuide.com-ის დადასტურებიდან 14 დღის განმავლობაში. GeorgianTravelGuide.com-მა ორგანიზაციული და ტექნიკური თვალსაზრისით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაურიცხოს სტუმარს შესაბამისი თანხა, იმ მომენტიდან, როცა ეს უფლება კანონიერ ძალაში შევა და მასპინძელს არ დაერიცხება რაიმე საკომისიო ასეთი დაბრუნებისთვის.
4.3.8 არ გამოცხადების ან ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია საკომისიო დააკისროს მომსახურების ფასის შესაბამისი თანხის ოდენობით, რომელიც შეგროვდა და გადაერიცხა მასპინძელს. გადაჯავშნის შემთხვევაში საკომისიო გამოითვლება 2.3.2 პუნქტის შესაბამისად.
4.3.9 მასპინძელი მხოლოდ ჯავშნის მთლიანი ღირებულების შემთხვევაში (მათ შორის ან დამატებით (როგორც მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი) ყველა მოქმედი გადასახადის, დამატებითი გადასახადის და მოსაკრებლის ჩათვლით) გასცემს ინვოისს სტუმრებზე (სტუმრის პირველი მოთხოვნისთანავე). მასპინძელმა არ უნდა გამოწეროს ინვოისი (ან გაუგზავნოს ინვოისი) GeorgianTravelGuide.com-ზე დაჯავშნისთვის. წინამდებარე ხელშეკრულებაში არაფერი გულისხმობს იმას, რომ GeorgianTravelGuide.com მოქმედებს მომსახურების გამყიდველის სახით.
5 წარმომადგენლობები და გარანტიები
5.1 მასპინძელი წარმოადგენს და გარანტიას აძლევს GeorgianTravelGuide.com-ს რომ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში:
i. მასპინძელს აქვს ძალაუფლება და უფლებამოსილება, რომ გამოიყენოს, ფლობდეს, (სუბ)ლიცენზიას და GeorgianTravelGuide.com-ს აძლევს უფლებას განათავსოს პლატფორმაზე (ა) შესაბამისი მასპინძელი, და (ბ) ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე, რომელიც განთავსებულია პლატფორმაზე, მასპინძლის შესახებ ინფორმაციაში;
ii. მასპინძელი ფლობს და იცავს ყველა უფლებას, ლიცენზიას და სხვა სამთავრობო უფლებამოსილებას, რეგისტრაციას და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა საქმიანობის წარმართვისთვის, შესრულებისა და გაგრძელებისთვის და ასევე პლატფორმაზე არსებული სერვისის ხელმისაწვდომობისთვის;
iii. მასპინძელი დამოუკიდებლად აწარმოებს ფინანსურ და საგადასახადო ადმინისტრირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
iv. პლატფორმაზე გამოცხადებული მომსახურების ფასი შეესაბამება, (ან უკეთესია ვიდრე) ანალოგიური მომსახურების საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასს, რომელიც გამოქვეყნებულია ან სხვაგვარად, ხელმისაწვდომია მასპინძლის ვებ-გვერდზე და სტუმარი ვერ მიიღებს უკეთესს ფასს, თუ პირდაპირ მასპინძლის ვებ-გვერდიდან/აპლიკაციიდან განახორციელებს დაჯავშნას; და
v. მასპინძელი (რომელიც ამ გარანტიის მიზნებისათვის წარმოადგენს როგორც ოპერატორს, ასევე ქონების მესაკუთრეს) და მისი (მათი) დირექტორები და (პირდაპირი, არაპირდაპირი და საბოლოო (ბენეფიციარი)) მფლობელები (და მათი დირექტორები) არ არიან დაკავშირებულნი, მონაწილენი, ჩართულნი ან მენეჯმენტის კონტროლის ქვეშ, ან საკუთრებაში მოქცეულები: (ა) ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციების; (ბ) მხარეები/ პირები რომლებიც დამნაშავეა ფულის გათეთრებაში, მოსყიდვაში, თაღლითობაში ან კორუფციაში.
მასპინძელი დაუყოვნებლივ აცნობებს GeorgianTravelGuide.com-ს 5.1 პუნქტის, აბზაცი (iv) დარღვევის შემთხვევაში.
მასპინძელი დაუყოვნებლივ აცნობებს GeorgianTravelGuide.com-ს 5.1 პუნქტის, აბზაცი (iv) დარღვევის შემთხვევაში.
5.2 თითოეული მხარე წარმოადგენს და გარანტიას აძლევს მეორე მხარეს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ვადისთვის:
i. აქვს სრული კორპორატიული ძალაუფლება და უფლებამოსილება, შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ii. შეასრულა ყველა ის კორპორატიული მოქმედება, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასა და შესრულების უფლებამოსილებისთვის.
iii. ამ მხარის პირობების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს იურიდიულად მოქმედ ვალდებულებებს; და
iv. (iv) თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.
5.3 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არც ერთი მხარე არ იძლევა არანაირ გარანტიას (გამოხატულს ან ნაგულისხმევს) წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით და უარს აცხადებს ნებისმიერ და ყველა ნაგულისხმევ გარანტიაზე, მათ შორის ყველა ნაგულისხმევ სავაჭრო გარანტიაზე ან კონკრეტული მიზნით გამოყენებაზე ასეთ საგანთან დაკავშირებით.
5.4 GeorgianTravelGuide.com იხსნის ყველა პასუხისმგებლობას ნებისმიერი მომსახურების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია პლატფორმის, მომსახურების და/ან ექსტრანეტის (დროებით ან/ და ნაწილობრივ) დაზიანებასთან, შეფერხებასთან, დროებით შეწყვეტასთან ან გამოუყენებლობასთან. GeorgianTravelGuide.com უზრუნველყოფს (და მასპინძელი იღებს) მომსახურებას, პლატფორმას "როგორც არის" და "როგორც შესაძლებელია" საფუძველზე.
6 ანაზღაურება და ვალდებულება
6.1 თითოეული მხარე (შემდგომში “ზიანის ამნაზღაურებელი მხარე”) პასუხისმგებელია, ანაზღაურებს ზიანს და იცავს სხვა მხარეს (ან მისი დირექტორები, მოხელეები, თანამშრომლები, შემსრულებლები, აფილირებული კომპანიები და ქვემენარდეები) (შემდგომში “ზიანის ამნაზღაურებელი მხარე”) ნებისმიერი პირდაპირი ზარალისგან, დანაკარგისგან (გარდა პროდუქციის ნებისმიერი დანაკარგი, მოგების დანაკარგი, შემოსავლის მიუღებლობა, ხელშეკრულების დანაკარგი, გუდვილის ან რეპუტაციის დანაკარგი ან დაზიანება, სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ ან ნებისმიერი განსაკუთრებული, არაპირდაპირი ან შედეგობრივი დანაკარგი ან/და ზიანი), პასუხისმგებლობისგან, ვალდებულებებისგან, ღირებულებისგან, ნებისმიერი სახის სარჩელისგან, პროცენტისგან, პირგასამტეხლოსგან, სამართალწარმოებისგან და ხარჯებისგან (შეზღუდვის გარეშე, ადვოკატთა გონივრული გადასახადი და ხარჯები), რომელიც ფაქტობრივად გადახდილია ან გაწეულია ზიანის ამნაზღაურებელი მხარის მიერ, შემდეგი აბზაცებთან დაკავშირებით:
i. ზიანის ამნაზღაურებელი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, ან
ii. მესამე მხარის სარჩელი, რომელიც დაკავშირებულია ზიანის ამნაზღაურებელი მხარის მიერ მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლების (სავარაუდო) დარღვევასთან.
6.2 მასპინძელი სრულად ანაზღაურებს, და იცავს GeorgianTravelGuide.com-ს ნებისმიერი ვალდებულებისგან, ღირებულებისგან, ხარჯებისგან, ზიანისგან, დანაკარგებისგან, ვალდებულებებისგან, ნებისმიერი სახის სარჩელისგან, პროცენტისგან, პირგასამტეხლოსგან, სამართალწარმოებისგან, რომელიც გადახდილია GeorgianTravelGuide.com-ის მიერ შემდეგ აბზაცებთან დაკავშირებით:
i. სტუმრის მიერ განხორციელებული ყველა საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია მასპინძლის მიერ პლატფორმაზე განთავსებულ არაზუსტ, მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციასთან.
ii. სტუმრის მიერ განხორციელებული ყველა საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია მასპინძლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან, გადაჯავშნასთან ან (ნაწილობრივ) გაუქმებულ ან მცდარ დაჯავშნასთან ან მომსახურების ღირებულების უკან დაბრუნებასთან.
iii. იმ შემთხვევაში, თუ We Price Match-ის გარანტიასთან დაკავშირებულია ნებისმიერი საჩივარი განაკვეთისთვის, რომლის მიხედვითაც GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია განაკვეთსა და პირობების პარიტეტზე, არ წყდება მასპინძელსა და სტუმარს შორის სტუმრის მომსახურების დასრულებისთანავე (უმცირესი განაკვეთის გადახდის გზით), სტუმრის მიერ განხორციელებული ყველა საჩივარი We Price Match-ის გარანტიასთან დაკავშირებით.
iv. სტუმრის მიერ განხორციელებული ყველა სხვა საჩივარი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უკავშირდება მასპინძლის ანგარიშს, ან რომელიც წარმოიქმნება თაღლითობის, მიზანმიმართული ქმედების, დაუდევრობის ან კონტრაქტის დარღვევის გამო, რომელიც დაკავშირებულია ან დარღვეულია მასპინძლის მიერ, სტუმართან ან მის საკუთრებასთან დაკავშირებით; და
v. GeorgianTravelGuide.com- ის წინააღმდეგ წამოყენებული ყველა საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია მასპინძელთან ან მისი წარუმატებლობის შედეგად (ა) შესაბამის საგადასახადო ორგანოებთან სწორად დარეგისტრირება, ან (ბ) გადაიხადოს, შეაგროვოს, გადააგზავნოს ან დაიკავოს ყველა მოქმედი გადასახადი და მოსაკრებელი, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან ან სხვა გადასახადებთან წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამის იურისდიქციასთან.
6.3 თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი მხარის მაქსიმალური პასუხისმგებლობა სხვა მხარის წინაშე, ყველა საჩივრის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია ასეთი მხარის მიერ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, 1 წლის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს გაერთიანებულ საკომისიოს, რომელიც მიღებულია ან გადახდილია ასეთი მხარის მიერ წინა წელს ან 100,000 ევროს (რომელიც უფრო მაღალია), პასუხისმგებელი მხარის(ანუ ზიანის ამნაზღაურებელი მხარე) მხრიდან დელიქტის, თაღლითობის, განზრახ ქმედების, უხეში გაუფრთხილებლობის, ან მიზანმიმართული მოტყუების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ვრცელდება ასეთ პასუხისმგებელ მხარეზე. მხარეები თანხმდებიან და აღიარებენ, რომ მე-6 პუნქტში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს რაიმე კომპენსაციაზე მესამე მხარის ან მესამე მხარის პასუხიმგებლობებთან დაკავშირებით.
6.4 მესამე მხარის საჩივრის არსებობის შემთხვევაში, მხარეები იმოქმედებენ კეთილსინდისიერად და გამოიყენებენ კომერციულად გონივრულ ძალისხმევას კონსულტაციისთვის, თანამშრომლობისთვის და ერთმანეთის დასახმარებლად, ამგვარი საჩივრის დაცვის და/ან გადაწყვეტის შემთხვევაში, ხოლო ზიანის ამნაზღაურებელი მხარე პასუხისმგებელია სარჩელის მიღებაზე და თავდაცვაზე (ზიანის ამნაზღაურებელი მხარესთან შეთანხმებით და ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებით), და არც ერთმა მხარემ არ უნდა განახორციელოს რაიმე დაშვებები, წარადგინოს დოკუმენტები, დათანხმდეს რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე ან შეთანხმება მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (რომელიც არ უნდა იყოს არამიზნობრივად დაკავებული ან დაგვიანებული).
6.5 ნებისმიერი მხარე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პასუხისმგებელი სხვა მხარის წინაშე ნებისმიერი არაპირდაპირი, სადამსჯელო, შემთხვევითი ან შედეგობრივი ზიანის ან დანაკარგის შესახებ, მათ შორის წარმოების დანაკარგი, მოგების დანაკარგი, შემოსავლის დანაკარგი, კონტრაქტის დანაკარგი, გუდვილის ან რეპუტაციის დანაკარგი ან დაზიანება, სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ, თუ ასეთი ზიანი არის კონტრაქტის დარღვევის შედეგი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფორმირებულია ასეთი ზიანის ან ზარალის შესახებ). ყველა ასეთი ზიანი და დანაკარგი უარყოფილად ჩაითვლება.
6.6 თითოეული მხარე აღიარებს, რომ კანონის დაცვის საშუალებები შეიძლება იყოს არაადეკვატური, რათა დაიცვას მეორე მხარე წინამდებარე შეთანხმების დარღვევისგან და მეორე მხარისათვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა უფლებისა და საშუალებების ზიანის მიყენების გარეშე, თითოეულ მხარეს უფლება ექნება სასამართლო აკრძალვის ღონისძიებასა და კონკრეტულ ქმედებებზე.
7 ხელშეკრულების ვადა, შეწყვეტა და შეჩერება
7.1 თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე დათანხმების დღიდან განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზის გამო, მეორე მხარის წერილობითი შეტყობინებით, 14 დღის განმავლობაში.
7.2 თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება (და შეაჩეროს მასპინძელი პლატფორმაზე) ან შეაჩეროს (მისი ვალდებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ) წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება მეორე მხარის მიმართ, ხელშეკრულების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლისას, წინასწარი შეტყობინების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ:
i. მეორე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის მატერიალური დარღვევისას ( მაგალითად, გადახდის შეფერხება, გადახდისუუნარობა , განაკვეთების და პირობების პარიტეტის დარღვევა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან სტუმრების დიდი რაოდენობის საჩივრების მიღება); ან
ii. (მოთხოვნის წარდგენა) გაკოტრებაზე, გადახდისუუნარობაზე, ან გადახდის შეჩერებაზე (ან მსგავსი ქმედება ან ღონისძიება) სხვა მხარესთან მიმართებაში.
7.3 GeorgianTravelGuide.com-ის მიერ ნებისმიერი ცნობა ან შეტყობინება მასპინძლის ვებ-გვერდზე (ან მსგავსი ფორმულირება) “დახურვის” შესახებ, აღნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას. ხელშეკრულების შეწყვეტის, შეჩერების ან დახურვის შემდეგ, მასპინძელი ვალდებულია უზრუნველყოს სტუმრები შეუსრულებელი დაჯავშნებით და გადაიხადოს ამ ჯავშნებთან დაკავშირებული ყველა საკომისიო (დამატებით ღირებულებები, ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში პროცენტები) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
7.4 შემდეგი მოვლენები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს როგორც არსებითი დარღვევები და GeorgianTravelGuide.com აძლევს უფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს (დახუროს) ან შეაჩეროს ( ვალდებულებები ნაწილობრივ ან მთლიანად) წინამდებარე ხელშეკრულება (ნაგულისხმევი შეტყობინების გარეშე):
i. მასპინძელი არ იხდის საკომისიოს დროულად;
ii. მასპინძელი აქვეყნებს არასწორ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას მომსახურების შესახებ პლატფომრაზე.
iii. მასპინძელს არ შეუძლია ინფორმაციის წარმოება პლატფორმაზე, რაც იწვევს მომსახურების გადაჯავშნას.
iv. მასპინძელი არ იღებს ჯავშანს იმ ფასად, რა ფასიც მითითებულია დაჯავშნის დროს.
v. მასპინძელი მაღალ ფასს უწესებს ერთ ან რამდენიმე სტუმარს;
vi. GeorgianTravelGuide.com იღებს ერთ ან რამდენიმე კანონიერ და სერიოზულ საჩივარს(ებს) ერთი ან რამდენიმე სტუმრი(ები)სგან, რომლებმაც დაჯავშნეს მომსახურება მასპინძელთან;
vii. ნებისმიერი ქმედებით სტუმრის შეფასებების არამიზნობრივი გამოყენება, რომლის შედეგად, პლატფორმაზე არსებული შეფასებები არ არის რეალური მომსახურების გულწრფელი შეფასება, მასპინძლის ნამდვილი სტუმრის მიერ.
viii. შეუფერებელი, არამართლზომიერი ან არაპროფესიონალური ქმედება სტუმრების ან GeorgianTravelGuide.com- ის თანამშრომლების მიმართ; ან
ix. მასპინძელთან ან მის უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, კონფიდენციალურობის ან კანონიერების პრობლემები (მასპინძელი ვალდებულია GeorgianTravelGuide.com-ის პირველივე მოთხოვნისთანავე, საკუთარი ხარჯებით, გადასცეს შესაბამისი ნებართვები, ლიცენზიები, სერთიფიკატები განცხადებები, რომლებიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და რომელიც ადასტურებს მის შესაბამისობას მოქმედი (კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის) კანონებისა და კანონმდებლობის შესაბამისად).
7.5 წინამდებარე ხელშეკრულება მთლიანად უნდა შეწყდეს დამამთავრებელი მხარის მიმართ და ამ უკანასკნელმა უნდა შეწყვიტოს მოქმედება სხვა მხარის უფლებებისა და საშუალებების ზიანის მიუყენებლად, რომელიც გულისხმობს წინამდებარე ხელშკრულების სხვა (დამამთავრებელი) მხარის მიერ ზიანის ანაზღაურებას ან დარღვევას. პუნქტები 2.4, 6, 7.6, 8, 9 და 10 (და სხვა ასეთი პუნქტები) რჩება ძალაში ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
7.6 საკუთრებასთან და ქონების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით “საკუთრების შეცვლის” შემთხვევაში ( ამ ხელშეკრულების ნებისმიერი ასიგნაციის, გადაცემის ან ნოვაციის ჩათვლით), მასპინძელი თანახმაა და აღიარებს, რომ ახალი მესაკუთრე/ოპერატორი უფლებამოსილია გამოიყენოს მასპინძლის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მასპინძლის მიერ საკუთრების შეცვლამდე (სტუმრის მიმოხილვების ჩათვლით) და ასევე ჰქონდეს წვდომა შესაბამის (ფინანსურ თუ ოპერაციულ) საქმიანობაზე, მენეჯმენტსა და (მომხმარებელთა) მონაცემებზე და მასპინძელი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა ვალდებულებასა და საჩივარზე მესაკუთრის შეცვლის პერიოდში.
7.7 GeorgianTravelGuide.com უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ერთი მხრივ GeorgianTravelGuide.com-ის და მეორე მხრივ მასპინძელს შორის.
8 დოკუმენტები და ჩანაწერები
8.1 GeorgianTravelGuide.com-ის დოკუმენტები და ჩანაწერები (მართვის პანელის, ონლაინ დაჯავშნის შესახებ განცხადების ან/და ელფოსტების ჩათვლით) ჩაითვლება სტუმრის მიერ გაკეთებული ჯავშნების არსებობის და მიღების (მასპინძლის მიერ) უდავო მტკიცებულებად და მასპინძლის საკომისიოს ოდენობა ან GeorgianTravelGuide.com-თან დაკავშირებული ზიანი ან ხარჯები, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით, თუ მასპინძელს არ შეუძლია უზრუნველყოს გონივრული და სანდო კონტრ-მტკიცებულებები.
8.2 მასპინძელი ვალდებულია GeorgianTravelGuide.com -ის პირველივე მოთხოვნისთანავე სრულად ითანამშრომლოს და დაეხმაროს GeorgianTravelGuide.com-ს მფლობელის, მენეჯერის ან/და რევიზორის იდენტიფიკაციაში.
9 კონფიდენციალურობა
9.1 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას, თითოეულ მხარეს შეიძლება, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, ჰქონდეს წვდომა მეორე მხარის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან (შემდგომში- “კონფიდენციალური ინფორმაცია”). კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს მომხმარებლების მონაცემებს, გარიგების მოცულობას, მარკეტინგის და ბიზნეს გეგმებს, ბიზნეს, ფინანსურ, ტექნიკურ, ოპერაციულ და სხვა ასეთ არასაჯარო ინფორმაციას, რომელსაც გამცემი მხარე განსაზღვრავს როგორც კერძოს ან კონფიდენციალურს, ან მიმღებ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული ცოდნა, რომ ეს ინფორმაცია განიხილოს როგორც პირადი და კონფიდენციალური.
9.2 თითოეული მხარე თანახმაა რომ: (ა) კონფიდენციალური ინფორმაცია რჩება გამცემი მხარის ექსკლუზიურ საკუთრებად და მიმღები მხარე არ იყენებს კონფიდენციალურ ინფორმაციას რაიმე მიზნით, გარდა ამ ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების ხელშეწყობისთვის; (ბ) აწარმოებს და გამოიყენებს გონივრულ მეთოდებს, რათა აიძულოს თავისი თანამშრომლები, მოხელეები, წარმომადგენლები და შემსრულებლები (შემდგომში-"ნებადართული პირების") შეინარჩუნონ კონფიდენციალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა და საიდუმლოება; (გ) კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემენ მხოლოდ იმ ნებადართულ პირებზე, რომლებსაც სჭირდებათ ასეთი ინფორმაციის ცოდნა ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების ხელშეწყობისთვის; (დ) გამოიყენებს გონივრულ მეთოდებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ, ნებადართული პირები არ დააკოპირებენ, გამოაქვეყნებენ, გადასცემენ სხვა პირებს ან გამოიყენებენ (გარდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) კონფიდენციალურ ინფორმაციას; და (ე) დააბრუნებს ან გაანადგურებს კონფიდენციალური ინფორმაციის ყველა ასლს, მეორე მხარის წერილობითი მოთხოვნით.
9.3 მიუხედავად ზემოთქმულისა, (ა) კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას, რამდენადაც (i) იგი არის ან გახდება საზოგადოებრივი საკუთრების ნაწილი მიმღები მხარის მხრიდან რაიმე ქმედებისა და უმოქმედობის გარეშე, (ii) ის იყო მიმღები მხარის მფლობელობაში წინამდებარე ხელშეკრულების თარიღამდე, (iii) იგი მიმღები მხარისათვის არის გამჟღავნებული მესამე მხარის მიერ, რომელსაც არ აქვს ვალდებულება კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, ან (iv) საჭიროა გამჟღავნდეს კანონის, სასამართლოს ბრძანების, სასამართლოში გამოცხადების ან სახელმწიფო ორგანოს შესაბამისად.
9.4 მხარეები იყენებენ კომერციულად გონივრულ ძალისხმევას, რათა დაიცვან მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობა და საიდუმლოება უნებართვო გამოყენებისა ან გამოქვეყნებისგან. თითოეული მხარე თანახმაა დაიცვას ყველა მოქმედი (მონაცემები და საიდუმლოებანი) კანონი, იურისდიქციის წესები და რეგულაციები, სადაც ასეთი მხარეა გაერთიანებული (მათ შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დირექტივები 95/46 / EC და 2002/58 / EC (ცვლილებებით) პირადი მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ).
10 სხვა პირობები
10.1 არც ერთი მხარე არ არის უფლებამოსილი გადასცეს მესამე მხარეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და/ან ვალდებულებები მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ GeorgianTravelGuide.com- ს შეუძლია გადასცეს ნებისმიერი მისი უფლებები ან / და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (მთლიანად ან ნაწილობრივ ან დროდადრო) შვილობილ კომპანიას, მასპინძლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
10.2 ყველა შეტყობინება და კომუნიკაცია უნდა შედგეს ქარტულ ენაზე, წერილობით და გაიგზავნოს ელ. ფოსტით, ან ქვეყნის მასშტაბით აღიარებული ღამის საჰაერო კურიერის საშუალებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე ან მისამართზე.
10.3 წინამდებარე ხელშეკრულება (გრაფიკებისა და დანართების ჩათვლით, რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ) წარმოადგენს მხარეთა სრულ შეთანხმებასა და გაგებას მის საგანთან დაკავშირებით და ცვლის ყველა წინა ხელშეკრულებას, შეთანხმებას, შეთავაზებას, ვალდებულებას ან ამ საგანთან დაკავშირებულ.
10.4 თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება არის ან ხდება ძალადაკარგული ან არ წარმოადგენს სავალდებულოს, მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა დებულება. ასეთ შემთხვევაში, მხარეები ცვლიან ძალადაკარგულ და არასავალდებულო დებულებას, იმ დებულებით, რომლებიც ძალაშია და სავალდებულოა, წინამდებარე ხელშეკრულების შინაარსისა და მიზნების მიხედვით.
10.5 თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის მითითებული, წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის მითითებული, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა განსახილველად და საბოლოო გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საქართველოს სასამართლოებს.
10.6 ამ პირობების ორიგინალური ქართული ვერსია შეიძლება ითარგმნოს სხვა ენებზე. ქართულიდან ნათარგმნი ვერსია მხოლოდ ოფისის პირობებშია ნათარგმნი და მასპინძელი ვერ გამოიყენებს რაიმე უფლებას ნათარგმნი ვერსიიდან. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა დავა წინამდებარე ხელშეკრულების წესების და პირობების შინაარსისა ან განმარტების შესახებ, ან წინამდებარე პირობების ქართულ ვერსიასა და ნებისმიერ სხვა ენობრივ ვერსიას შორის კონფლიქტის, გაურკვევლობის, შეუსაბამობის ან განსხვავების შემთხვევაში, ქართულ ვერსიას ენიჭება უპირატესი ძალა, მიიღება და წარმოადგენს სავადებულოს და საბოლოოს. სამართალწარმოებაში გამოყენებული უნდა იყოს ქართული ვერსია.
10.7 ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებასთან, მიწოდებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, წარდგენასთან დაკავშირებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება ან მიწოდება, მასპინძელმა უნდა
(i) არ უნდა პირდაპირ ან ირიბად (ა) შესთავაზოს, დაპირდეს ან მისცეს მესამე მხარეს ან (ბ) მოძებნოს, მიიღოს დაპირება თავისთვის ან სხვა მხარისთვის, ნებისმიერი საჩუქრის, გადახდის, ჯილდოს ან ნებისმიერი სახის სარგებლის, რომელიც იქნება, ან შეიძლება იყოს ნაგულისხმევი როგორც მოსყიდვა ან უკანონო ან კორუფციული პრაქტიკა, და
(ii) უნდა დაიცვას ყველა მოქმედი კანონი, რომელიც არეგულირებს მექრთამეობას და კორუფციას.
10.8 ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ონლაინ რეჟიმში ან ცალკეული ეგზემპლარის სახით ან PDF ფაილის სახით, რომელთაგან თითოეული (ასლი) ჩაითვლება ორიგინალად, მოქმედად და სავალდებულო ძალის მქონედ. შეთანხმება ძალაში შედის მხოლოდ GeorgianTravelGuide.com-ის მიერ მასპინძლის მიღებისა და დამტკიცების შესახებ წერილობითი დადასტურების შემდეგ. GeorgianTravelGuide.com-ის პარტნიორობის პროგრამაზე რეგისტრაციითა და ხელმოწერით, მასპინძელი აღაირებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების წესებსა და პირობებს. ხელშეკრულებას არ სჭირდება რაიმე ხელმოწერა ან ბეჭედი, რათა ჩაითვალოს მოქმედად და სავალდებულო ძალის მქონედ.
10.9 ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედი პოლიტიკის, ანტიკორუფციულ, ანტიტერორისტული დაფინანსების, ანტი-გადასახადების თავიდან აცილების კანონებისა და კანონმდებლობასთან დაკავშირებით, GeorgianTravelGuide.com არ არის უფლებამოსილი გახადოს მოსახურება ხელმისაწვდომი და გაამარტივოს, მიიღოს ან დაამუშავოს გადახდები საბანკო ანგარიშზე ( შემდგომში “საბანკო ანგარიში”), რომელიც არ არის დაკავშირებული იმ იურისდიქციასთან, სადაც მდებარეობს მასპინძელი და (მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში) თუ რომელიმე შემდეგი გარანტია არასწორია. ამასთანავე მასპინძელი იძლევა გარანტიას, რომ (საბანკო ანგარიშის იურისდიქციის მიუხედავად):
i. ის ფლობს და იცავს ყველა ნებართვას, ლიცენზიას და სხვა სამთავრობო ლიცენზიებს, ნებართვებს და უფლებამოსილებებს, რომლებიც აუცილებელია მისი საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის, განხორციელებისა და გაგრძელებისთვის (საბანკო ანგარიშის შენახვისა და გამოყენების ჩათვლით);
ii. ის არის საბანკო ანგარიშის მფლობელი;
iii. საბანკო ანგარიშიდან/ანგარიშზე გადახდა და გადარიცხვა ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ინდივიდებს შორის ყველა მოქმედი კანონის, კანონმდებლობის, კოდექსის, რეგულაციის, დადგენილებისა და წესების შესაბამისად და არ არღვევს მოქმედ კანონს, ხელშეკრულებას, რეგულაციებს, კოდექსებს ან კანონმდებლობას ფულის გათეთრების, კორუფციის, ტერორიზმის დაფინანსების, გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით; და
iv. საბანკო ანგარიში არ გამოიყენება (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) ფულის გათეთრების, ტერორისტების დაფინანსების, გადასახადების თავის არიდების მიზნით ან სხვა უკანონო საქმიანობისთვის.
მასპინძელი თანახმაა, GeorgianTravelGuide.com-ს სრულად აუნაზღაუროს ყველა ზიანი, დანაკარგი, საჩივარი, პირგასამტეხლო, ჯარიმა და ხარჯი, რომლებიც გაწეულია და გადახდილია GeorgianTravelGuide.com– ის მიერ მთავრობის, უფლებამოსილი პირის, ორგანიზაციის, კომპანიის, პარტიის ან პირის ნებისმიერი (დამაშინებელი ან შესაძლო) საჩივრის შესახებ (პირგასამტეხლოს ჩათვლით), რომ საბანკო ანგარიშიდან/ ანგარიშზე გადახდა არის უკანონო ან არღვევს რაიმე მოქმედ კანონს, რეგულაციებს, კოდექსებს ან კანონმდებლობას.