sveticxoveli church svetitskhoveli

მცხეთა-მთიანეთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტებს: დუშეთი, მცხეთა, ყაზბეგი. უმეტესი ნაწილი ამ რეგიონისა არის მთიანი, აგრეთვე მოიცავს თოვლიან მთებს, ძირითადად გავრცელებულია კავკასიონზე, ახასიათებს საოცარი მწვერვალები, დახლართული ბილიკები, უმშვენიერესი ხეობები, თვალწარმტაცი ტბები და ალპური ველ-მინდვრები და მდელოები. თუმცა მცხეთა-მთიანეთი მხოლოდ ბუნების სილამაზით როდი იპყრობს ყურადღებას, ის ეთნოგრაფიული თუ ინტელექტუალური კუთხითაც საინტერესოა. მთელი წლის განმავლობაში აქ არაერთი რელიგიური დღეობა და პოპულარული ფესტივალი იმართება. მათ შორისაა: ლომისობა, კოპალობა, ლაშარობა, გერგეთობა და სხვ. შემოდგომაზე, მთელი საქართველო აღნიშნავს პოპულარულ დღესასწაულს ჩარგალში, რომელიც, ალბათ უკვე მიხვდით, ეძღვნება მსოფლიოში სახელგანთქმულ პოეტს, უდიდეს ჰუმანისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს- ვაჟა ფშაველას, იგივე ლუკა რაზიკაშვილს. ამ დღეობას “ვაჟაობა” ჰქვია. აქ მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ სრულიად მცხეთა-მთიანეთის ტრადიციებს, განსაკუთრებით კი- ტრადიციულ კერძებს და სტუმარ-მასპინძლობის დაუვიწყარი დღეები გამოსცადონ. დამბალხაჭო, ჩობან ყაურმა, ფშავური ხინკალი და სხვა, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი კერძები თქვენ გელით. მცხეთა-მთიანეთში სულ 5 კურორტი და 64 სამკურნალო წყაროა, სარეკრეაციო ზონებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გუდაურის სამთო სათხილამურო კურორტი.

მცხეთა

მცხეთა - დღეისათვის ქალაქ-მუზეუმი საქართველოში თავდაპირველად იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი. მოგვიანებით,როდესაც დედაქალაქმა გადმოინაცვლა თბილისში, მცხეთამ შეითავსა ქართის ეკლესიის საყდრის ფუნქცია, ხოლო XI საუკუნიდან გახდა საეკლესიო, სარიტუალო ცენტრი სრულიად საქართველოსი. 1811 წლამდე აქ იყო საყდარი საქართველოს პატრიარქისა. მცხეთა მდიდარია როგორც არქიტექტურული და ანტიკურ ისტორიული ძეგლებით, აგრეთვე ქრისტიანული ეპოქის ღირსშესანიშნაობებით.

მათ შორისაა ცნობილი არმაზი- რომელიც წარმოადგენდა ფარნავაზიანთა დინასტიის სამეფო რეზიდენციასა და სამარხს. აქვეა ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავრო, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი, ზედაზენი და სხვა… მოკლედ რომ ვთქვათ, მცხეთა არის ერთ-ერთი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც თითქმის ყოველ შენობას უზარმაზარი ისტორია უმაგრებს ზურგს. მცხეთა, შეიძლება ითქვას, მასპინძლობს 270-ზე მეტ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის წარმონაქმნი არიან. 2009 წელს ეს უძველესი ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯვრის მონასტერი

მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ მონასტერმა შემოიტანა ქართულ რელიგიურ არქიტექტურაში სრულიად ახალი სტილი- გუმბათოვანი ნაგებობები. მოგვიანებით, რამოდენიმე მსგავსი ეკლესია დაარსდა, რომლებიც სრულიად იმეორებენ ჯვრის მონასტრის სქემასა თუ ძირითად სტრუქტურას. ესენია, ძველი შუამთა, მარტვილის ეკლესია და ატენის სიონი. 

XI საუკუნეში ქართლის შუაგულში, მცხეთის ტერიტორიაზე აშენდა ლეგენდარული სვეტიცხოველი. დღევანდელ შუასაუკუნოვან ქართულ ქრისტიანულ კულტურულ ძეგლებს შორის სვეტიცხოველი პირველ ადგილზეა. ლეგენდის მიხედვით, ტაძრის კონსტრუქციის დასრულების შემდგომ არქიტექტორს მარჯვენა მოკვეთეს, რადგან მან თავისი შედევრით თავის ოსტატს აჯობა. სვეტიცხოველი გარედან შემოსაზღვრულია ორრიგა გალავნით, სადაც განლაგებული იყო თავდაცვითი სასროლი მოწყობილობები.

მცხეთის ტერიტორიაზე აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ სამთავროს მონასტერი- XI საუკუნის უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს დიდ საეპისკოპოსო ტაძარს, დედოზარს, გალავანს, კოშკსა და საცხოვრებლებს. აგრეთვე, წმ. ნინოს ტაძარს (ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ნინო, როდესაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში მოვიდა). წმ. ნინოს ეკლესია პატარა გუმბათოვანი სტილის ეკლესიაა, მდებარეობს დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. აიგო მირიან მეფის ბრძანებით, მაყვლის ბუჩქების ტერიტორიაზე, ზუსტად იქ, სადაც თავდაპირველად დასახლდა ნინო. ტაძრის ინტერიერი მეტად მარტივია და ძირითადად ასახავს ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს. 

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი ნამდვილად ერთ-ერთი შეუდარებელია რელიგიურ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს შორის ფეოდალურ საქართველოში. თბილისიდან 40 კილომეტრში, მცხეთის რეგიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჯერ კიდევ VI საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა შიომღვიმის მონასტერი, 12 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის- შიოს მიერ.

აქვეა მისი საფლავიც, რომელიც დღეს წმინდა ადგილადაა მიჩნეული. შიომ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა სიბნელეში, მღვიმეში, სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც- შიომღვიმე. ეს კომპლექსი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვან ეკლესიას, სატრაპეზოს და პატარა სალოცავს მონასტრის მახლობლად. შიომღვიმე იყო აკვანი კულტურისა და განათლებისა შუასაუკუნეების საქართველოში, რადგან აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უიშვიათეს ხელნაწერთა ბიბლიოთეკა მდებარეობდა.

ფშავ-ხევსურეთი

რაც შეეხება ფშავ-ხევსურეთს, ეს ისტორიული რეგიონი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 1,000-3,218 მეტრზე. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია აქ ნახოთ მწვერვალი, რომელიც მუდმივად დათოვლილი არ არის. ხევსურეთისთვის დამახასიათებელია მაღალმთიანი დასახლებები. ისტორიული თვალთახედვით, ხევსურეთი ყოველთვის საქართველოს დამცავ, სასაზღვრო რეგიონს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში ხევსურები ერთ-ერთი გამორჩეული მცველები იყვნენ საქართველში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. მარადჟამს ფხიზლობდნენ თავიანთ კოშკებზე, რამაც განაპირობა სწორედ ხევსურეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის თავისებურებანი. ყოველი საცხოვრებელი წარმოადგენს ერთგვარ ციხესიმაგრეს, ფორტიფიკაციას. რეგიონის უდიდესი დასახლებაა შატილი- რომელიც მდებარეობს ზემო ხევსურეთში, დუშეთიდან 15 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1,000 მეტრზე. ის გამოირჩევა გასაოცარი, უნიკალური არქიტექტურით. 

ციხე-კოშკები, რომლებიც ამავდროულად საცხოვრებელი სახლებიცაა, ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, აგებულია ფიქლისგან, და ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, რომ მზის სხივიც კი არ ატანს შიგნით. ეს სახლები ერთად ქმნიან თავდაცვით კედელს. თითოეული სახლი მეორესთან დაკავშირებულია ვიწრო ქვის საფეხურებით. ასე რომ, გარედან შესულ ადამიანს მიწაზე მეხის დადგმის გარეშე შეუძლია შატილი “მოიაროს”. ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში აქ იმართება პოპულარული ფესტივალი- შატილობა. მუცოს ხეობა ერთ-ერთი უძველესი სოფელია ზემო ხევსურეთში. ის მდებარეობს შატილიდან 12-15 კილომეტრში. სამ რიგად განლაგებული, აგებულია ფიქალისგან. რიგებს შუა წმ. გიორგის გამოსახულება და სათვალთვალო კოშკია. თავად მუცოს დასახლებაც თავდაცვითი ნაგებობებისაგან შედგება, სადაც 40-ზე მეტი სახლი და ნანგრევია შემორჩენილი. 

აქვეა ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთი ბუნების საოცრებათაგანი- აბუდელაურის ქვა-ლოდი. მის ნაპირთან კი ფერადი ტბა მდებარეობს (2812 მ.)- წარმოიშობა აბუდელაურის მყინვარისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა, მაქსიმალური სიღრმით- 3,8 მ, მოცულობით- 45,000 მ3. ტბა საზრდოობს თოვლისგან, მყინვარისა და წვიმის წყლისგან, აქვს გადინებაც. დროის დიდი ნაწილი (6 თვე) გაყინულია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ტბაში თევზი ვერ ცოცხლობს. რაც შეეხება, აბუდელაურის ქვა-ლოდს, ის ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზეა. ლოდები, რომელთა ზომებია 19x5x7 და 22x13x10 ქმნიან მთელს სამყაროში ყველაზე დიდ, არათანასწორ ქვა-ლოდს

უდიდესი ნაწილი ქართული სამხედრო გზისა გადის ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრი- სტეფანწმინდა არის უძველესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონისა- ხევი. მცხეთა-მთიანეთი ამით არ ამოიწურება, აქ ძალიან ბევრი ადგილის აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, არსებობს ბევრი მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ ბაზალეთის ტბას.

 


kelitsadi lake yeliwadis tba
ყელიწადის ტბა

ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3100 მეტრზე. ის ზღვის დონიდან ერთ-ე...

Mount Kazbek
მყინვარწვერი

მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლ...

Gveleti Waterfall - გველეთის ჩანჩქერი
გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩა...

ჯუთა - Juta
ჯუთა

ჯუთა — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში. მდებარეობს ხევის კავკა...

იხილეთ ასევე

მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი 5 დღიანია, თუმცა ხშირად ამატებენ მეექვსე სარეზერვო დღეს უამინდობის შემთხვევაში. მარშრუტზე მიმაგრებულია ჩვენს მიერ 201...

ყელიწადის ტბა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3100 მეტრზე. ის ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა საქართველოში. აქ მო...

მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფ...

თუ გიყვართ ველური, ხელშეუხებელი, ადამიანისგან შეურყვნელი ბუნება და სირთულეების არ გეშინიათ, მაშინ ყელიწადის ტბის მარშრუტი თქვენთვის არის. ყელიწადის ტბ...

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამან...

სოფლები: ჯუთა, ჭიმღა,  ახიელი, ამღა, ტანიე. ხეობები: კალოთანას ხეობა, ასას ხეობა, წანიესწყალის ხეობა და ტანიეს ტბა. მარშრუტი იწყება ჯუთიდან საიდანაც ბ...

ჯუთა — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოს...

სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენე...

ჭაუხები მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე შავი არაგვის მარცხენა მდგე...

შატილი — სოფელი და სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თუშეთ-ხევს...

საბადურის ტყე - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ტერიტორია შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგ...

მარშრუტი იწყება დათვიჯვრის უღელტეხილიდან, მიუყვება უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედს. ბორბალოს უღელტეხილით გადადის წოვათუშეთში და მთავრდება გომეწ...

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვ...

ამღა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის თემის შემადგენლობაში. მდებარეობს პირიქითა ხევსურეთშ...

ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.  მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მ...

სად მდებარეობს საათხილამურო კურორტი გუდაური?სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილის...

მუცო — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში. მდებარეობს მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ...

თიანეთი — დაბა და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, თემის (თიანეთი, თ...

ბარისახო — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ხევსურეთის ...

ქვემო შარახევი (ყოფილი თორელაანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზარიძეების თემში. მდებარეობს...

ზენამხარი (ყოფილი ბეჟაანთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ზარიძეების თემში. მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე...

სტეფანწმინდა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით საქართველოში. ეს არის პატარა ქალაქი, გარშემორტყმული ბუმბერაზი მთებით. მისი გასხვავებული ლანდ...

კორშა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვ...

ანატორი (ნასოფლარი) - არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში, მდინარეების არღუნის...

ხმალას მთა მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მაქსიმალური სიმაღლე  ზღვის დონიდან 2160 მეტრი....

ახიელი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხევსურეთის თემი). მდებარეობს არხოტის ხეობაში მთა კიდეგანის...

ხადას ჩანჩქერი - მდებარეობს მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, ხადას ხეობაში.ჩანჩქერი რამდენიმე საფეხურად გა...

ბეგოთკარის მთავარმოწამის ეკლესიის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულე...

ელგუჯას ციხე - იგივე ელგუჯას გამოქვაბული მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში, ხადას ხეობაში, სოფელ ზაქათკარში...

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია - XIII საუკუნის ტაძარი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თიანეთისა...

ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა - იგივე წმ. გიორგის ხატი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად წყლით დატბორილ სოფელ საყა...

სოფელი ბოდახევი მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან სიმაღლე 1220 მეტრი....

აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის თავში. ტბები განსაკუთრებულად ლამაზია ზაფხულის დასაწყისში, როდესაც წყლის დონე...

ველობილიკი იწყება ცხვარიჭამიას გზიდან, თბილისის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ბილიკის მაქსიმალური სიმაღლე 1450 მეტრს აღწევს. პირველი 6 კი...

ველოტური იწყება ლისის ტბასთან და ასფალტიანი სამანქანო გზით ადის მუხათწყაროში. მუხათწყარომდე საკმაოდ რთული აღმართებია, თუმცა ასფალტიანი გზა შედარებით ა...

ველოტური იწყება თბილისთან ძალიან ახლოს, საგურამოს გადასახვევიდან. გაივლის სოფელ საგურამოს და ადის ზედაზენის მონასტერში, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. თავ...

მარშრუტი იწყება სოფელ მოხისთან ახლოს, მანგლისის გზაზე. თავიდან რამდენიმე კილომეტრი ასფალტიანია. დასაწყისში საკმაოდ რთული აღმართით გიწევთ ქედზე ასვლა. ...

მარშრუტი იწყება არაგვისპირას, ქვემო შარახევის ხეობაში ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მდინარე არაგვიდან სოფელ ქვემო შარახევამდე მიუყვება გრუნტიანი სამანქა...

მოხისი, დიდგორის მონუმენტი, ჭილის ტბა, პანორამული ხედები თბილისსა და შემოგარენზე, მუხათგვერდის სასაფლაო.ველო მარშრუტი იწყება ნიჩბისი-დიდგორის გზის გად...

მარშრუტი იწყება ჯუთაში და ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარე უღელტეხილით გადადის ხდეს ხეობაში და სრულდება დარიალის ხეობის მონასტერში. მარშრუტი ახლოს მდ...

ბილიკი იწყევა დათვიჯვრის უღელტეხილიდან და მთავრდება პანკისის ხეობაში. მარშრუტი მოიცავს უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედს, ბორბალოს უღელტეხილს, ალ...

თიანეთის რაიონს მინიჭებული აქვს ''მწვანე მუნიციპალიტეტი''-ს სტატუსი, რაც იმას ნიშნავს რომ თიანეთში სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემოა. ''ეთნო სა...

ბილიკი იწყება ხევსურეთიდან, კერძოდ სოფელი მუცოდან და მთავრდება თუშეთის დაბა ომალოში. მარშრუტი მოიცავს აწუნთას უღელტეხილს, დართლოს რამდენიმე სოფელს, ნა...

ტანიე ტბა არხოტის ხეობის თემის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელიც ტანიესწყალის ხეობაში მდებარეობს. ტბასთან მისვლა შესაძლებელია საცხენოსნო და საცალფეხ...

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით...

ხადა (ხადის ხეობა) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი მცხეთა - მთიანეთში, მდინარე მთიულეთის არაგვის სათავეებთან (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თავსდება ახლანდ...

ერწოს ციხე - თავდაცვითი ნაგებობა, მდებაორებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში....

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთის ცენტრში. ტაძარი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პ...

კუჟანას ბაღი -  გასართობი და დასასვენებელი ადგილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დაბა თიანეთში. ბაღში მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სპორტული სავ...

წკერე — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში. მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კ...

საბანაკე ბორბალოს მდებარეობის დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედზე, ბორბალოს უღელტეხილის მისადგომთან ზღვის დონიდან 27...

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და...

მწვერვალი შერხოტა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინა (ყაზბეგი) მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3701 მეტრზე. მწვერვალი შერხოტა კარგად ჩანს გუდაური...

“ოქროს  ბებერი  წმ. გიორგის ეკლესია” ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანში მდებარეობს. იგი ერთნავიანი ბაზილიკაა და IX-X საუკუნეებით თარი...

ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი IX-X საუკუნის ძეგლია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი სიონის განაპირა ბორცვზე მდებარეობს. კომპლექსის შემადგენ...

ყაზბეგის ეროვნული პარკი - მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა - მთიანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში. ყაზბეგის ...

ხორისარი — ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთი...

აბანო თრუსოს ხეობის ერთ-ერთი უძველესი სოფელია და იგი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,  თრუსოს ხეობაში მდებარეობს, მდინარე თერგის მა...

ზაქაგორი - ციხე-ქალაქი, ნასოფლარი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2240...

კეტრისი — სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2120 მეტრი. სტეფანწმი...

თრუსოს ხეობა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს მდინარე თერგის ხეობას კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკას...

მწვერვალი დედაენა მდებარეობს მცხეთა - მთიანეთში, სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი ა...

სემღისაის ეკლესია გვიანი შუასაუკუნეების (XVI-XVIII სს) ორნავიანი ბაზილიკაა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდაში მდებარეობს. ეკლესია დარბაზულია...

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურის...

ბეთლემის ეკლესია მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ბეთლემის ქოხთან ახლოს. ეს გახლავთ საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მა...

ბეთლემის ქოხი (მეტსახელად მეტეო სადგური) წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარ...

საბერწეს საბანაკე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის კლასიკურ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ამ ადგილას მყინვარწვერზე ასვლის მს...

საბანაკე ადგილი ჭაუხების მთასთან, ჯუთას ჩანჩქერისა და თინას ტბის სიახლოვეს....

ჯუთას ჩანჩქერი - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, სოფელ ჯუთაში. ჩანჩქერი რამოდენიმე საფეხურია...

ტბა თინა - იგივე ჯუთას ტბა, მდებაორებს სოფელ ჯუთაში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ჭაუხების მთის ძირ...

არშის ჩანჩქერი მდებარეობს სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში. სოფელი არშა ყაზბეგიდან 5კმ-ით არის დაშორებული. სოფლიდან ჩანჩქერისკენ მ...

აბანოს დედათა მონასტერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, სოფელ აბანოში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XVII-XVIII საუკუნის კოშკებს და XIX საუ...

ცოდვილთ ქოხები განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV სს) პერიოდის გამოქვაბულების კომლექსია, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფანშეტის სამხრეთით,...

ასას ეროვნული პარკი - მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთასა და მის მარცხენა შენაკადებს. ტერიტორია ასევე მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივე...

ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) — დაბა და მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. ...

მწვერვალი მახისმაღალი მდებარეობს არხოტში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველო - რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 4013 მეტრზე. მწვერვალზე აღჭურვილობის ...

როშკა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრ...

აბუდელაურის თეთრი ტბა მდებარეოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2840 მეტრზე. ...

აბუდელაურის ლურჯი ტბა მდებარეოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. ...

აბუდელაურის მწვანე ტბა მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. ...

ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჩემი აზრით, ეს ტბა სილამაზით მეორე ადგილ...

სულ რაღაც 40 კილომეტრში თბილისიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ...

დუშეთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთ...

მდებარეობაკალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მ...

ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთით, ელიას მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოები...

ადგილმდებარეობაარმაზციხე ძვ.წ IV - ახ.წ. VIII საუკუნეების ძეგლია, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, მცხეთა-თბილისის გზატკეცილის გ...

ცხვარიჭამიის ამაღლების სახელობის ეკლესია - VII-VIII საუკუნების მაცხოვრის ამაღლების ეკლესია, მდებაორეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტე...

ცხვარიჭამიას წმინდა ილია მართლის ეკლესია — საეკლესიო კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს ...

ცხვარიჭამია — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვ...

მამკოდის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამიის თემში. მდებარეობს თბილისთან ახლოს, სოფელ მამკო...

შიომღვიმე — ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მდებარეობს ქართლში,  მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 40 კმ-ზე, ...

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს ...

მცხეთა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თბილისიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით.ისტორიამცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკუ...

საცოცი რაიონი არშამანძილი ყაზბეგიდან : 3 კმრაიონში არის 30  სპორტული მარშუტი და 2 “მულტი პიჩი” სირთულის კატეგორია 5ა დან 7ა-მდე.შესაძლებელია...

ველობილიკი იწყება თბილისი - გორის მთავარი მაგისტრალიდან, ჯვრის მონასტერთან ახლოს. თავიდან გრუნტიანი გზა მიუყვება მინდორს ბოლოს კი ერთი საკმაოდ დიდი აღ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მცხეთა-მთიანეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!