დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
mestia-in-winter,  Местия зимой მესტია ღამით Svaneti - Autumn colors სვანეთი, უშგული ზემო სვანეთი - Upper Svaneti

სვანეთის შესახებ

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურის ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ბუნებით.


რჩევები სვანეთში მოგზაურებს

სვანეთში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ აქ ჩამოსვლა არ გაგიჭირდებათ. სვანეთში მოხვედრა შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით. ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრ მესტიაში შეგიძლიათ წახვიდეთ სამგორიდან ან სადგურის მოედნიდან ყოველდღე დილის 6 საათზე, ხოლო ლენტეხში თუ დააპირებთ ვიზიტს, დიდუბის ავტოსადგურიდან გადის მარშუტკა, დილის 8 საათზე. სვანეთში, მესტიაშიც და ლენტეხშიც არის სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფო და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ასე რომ აქ მოგზაურობისას შეგიძლიათ მოდუნდეთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ისტორიითა და კულტურით თქვენს გარშემო.

სვანეთში ვიზიტის დაგეგმვისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასტუმროში დარჩენა. მესტიაში მრავლადაა სასტუმროები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების დამსვენებელზეა გათვლილი. მაგალითად შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, როგორიცაა მესტია ინნ-ი ასევე ხის მყუდრო კოტეჯებში, როგირცაა ეკო ქოხები მესტიაში, ბუდე. სასტუმროები სვანეთში იხილეთ აქ.

რადგანაც სვანეთში მოხვედრა წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ხშირად ტარდება 3 დღიანი ტურები სვანეთში, რომლებსაც გამოცდილი ტურისტული კომპანიები ატარებენ. ტურის მეშვეობით სვანეთის დათვალიერება დროსა და ენერგიას გიზოგავთ, რადგანაც ტურში შედის ტრანსპორტირება, გიდი, სასტუმრო და ხშირად ფოტო გადაღებაც. სვანეთში ტურები იხილეთ აქ.

კულტურისა და ტრადიციების უკეთ გასაცნობად, ადგილობრივი გიდის დაქირავება საუკეთესო საშუალებაა. სვანეთში ბევრი სამთო, სათხილამურო, სალაშქრო და კულტურული გიდები არიან, რომლებიც მზად არიან სვანეთი სხვა მხრიდან დაგანახონ. გიდები სვანეთში თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ სვანეთი მაღალმთიანი რეგიონია და აქ ზაფხულშიც კი გრილა. ასე რომ, თან იქონიეთ თბილი ტანისამოსი.


ისტორია

ყველაზე ადრეული ცნობა სვანების შესახებ გვხვდება ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან სტრაბონთან (ძვ. წ. აღ.64 /63.ა.წ.აღ23/24წწ.)და პლინიუსთან (ახ.წ. 23/24წწ).სტრაბონის მიხედვით სვანები 1 საუკუნეში ,,დიოსკურიის მთიანეთში მცხოვრებ ტომთაგან” აღემატებოდნენ მეზობელ ტომებს ძლიერებით.

სვანები თავდაპირველად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი, მათ თავის დროზე ეჭირათ ლეჩხუმისა და რაჭის მნიშვნელოვანი ნაწილი. სვანები ცხოვრობდნენ დღევანდელი სამეგრელოს გარკვეულ ტერიტორიაზეც. ადრეულ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოების შემადგენელი ნაწილი იყო. ძვ.წ. IIIს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო. IV საუკუნეში იგი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი ყოველთვის დამოუკიდებლი იყო სანამ 1833 წელს რუსეთის დაქვემდებარებაში არ გადავიდა. 1875-76 წლებში მოხდა აჯანყება ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ (როცა მეფის მთავრობა რეგიონში გადასახადების გაზრდას აპირებდა), რომელიც სოფელი ხალდეს განადგურებით და აჯანყებულების შეპყრობით დასრულდა. სვანეთის აჯანყებას მიეძღვა ცნობილი სვანური სიმღერა "გაულგავხე". დღესდღეობით სვანეთი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული რეგიონების შემადგენლობაში შედის.


კულტურა

სვანეთი უძველესი და საინტერესო კულტურის მქონე მხარეა. აქ, ისევე, როგორც ზოგადად საქართველოს მთიან რეგიონებში, ერთმანეთს ერწყმის წარმართული და ქრისტიანული რიტუალები, წეს-ჩვეულებები და ახალ, თვითმყოფად სახეს იღებს. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი საუკუნოვანი სახალხო დღესასწაულები. ერთ-ერთი ძალიან ლამაზი დღესასწაულია ლამპრობა, რომელიც დღემდე მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. ეს დღესასწაული წინასაგაზაფხულოდ იმართება, კარგი ამინდისა და მოსავლიანობისთვის. ამ დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი ხისგან დამზადებული ლამპრებია. ლამპრების თანხლებით ჩატარებული რიტუალების შემდეგ იკრიბებიან კოცონის გარშემო და იმართება სიმღერა, ფერხული, ჭიდაობა და ა.შ. სვანეთში დიდი ზეიმით აღნიშნავენ უფლიშს (კვირაცხოვლობა), ასევე დიდი დღესასწაულია კვირიკობა, რომელსაც კალას წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მოლოცვითა და დღეობით აღნიშნავენ (იგივე ლაგურკა), ცნობილია მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაული ლიფანალი და ა.შ. აღსანიშნავია სვანური ფოლკლორი ცეკვით, მაღალმხატვრული პოეზიითა და სიმღერით. ცნობილია სვანური ლილე, რომელიც მზის ღვთაებას ეძღვნება. სვანეთში მრავლადაა მითები ქალღმერთებზე, ჭინკებზე, ჯადოსნურ არსებებზე, მოისმენთ დაუჯერებელ სამონადირეო ამბებს.

სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარი სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გადაჭიმული გრეხილი ძაფი ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.
განსაკუთრებული და უგემრიელია სვანური სამზარეულო. ძველად სვანური სუფრა დაახლოვებისა და პატივისცემის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მოსისხლეების შერიგება სუფრასთან ხდებოდა, წყდებოდა სასოფლო და საერო საქმეები. გამორჩეული კერძებია კუბდარი და ჭვიშდარი. რაკი სვანეთში განსაკუთრებით განვითარებული მესაქონლეობაა, სამზარეულო ხორცის კერძებისა და რძის პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სვამენ ერთნახად არაყს - რახს. სანელებლებიდან ცნობილია სვანური მარილი.
სვანეთში უძველესი დროიდან მოიპოვებენ ოქროს. ლეგენდებშიც ხშირად გვხვდება ოქროსრქიანი ხარები და ოქროსთმიანი ქალღმერთები.


გეოგრაფია

სვანეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ) და სხვა.

სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სხვანეთად, რომლებსაც მაღალი სვანეთის ქედი ჰყოფს ლატფარის უღელტეხილით. ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. ქვემო სვანეთს შეადგენს ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე. ქვემო სვანეთი ლეჩხუმითურთ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან შედიოდა სამეგრელოს დადიანების მფლობელობაში, ამიტომ ის სადადიანო სვანეთადაც არის ცნობილი. ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია მესტია, ქვემო სვანეთისა კი - ლენტეხი. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე კოდორის ხეობა. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ქვემო სვანეთირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კოდორის ხეობააჟარის მუნიციპალიტეტში. ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7, იანვარში -6,4, ივლისში 16,4. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25, აბსოლუტური მაქსიმუმი +35. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.


რა ვნახოთ

სვანეთი უზარმაზარ მთებთან და კლდეებთან ჰარმონიულად შერწყმული კოშკოვანი სოფლებით, ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობისა თუ მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სვანეთის ბუნება კი უდავოდ მომნუსხველია ალპური მდელოებით, კლდეებით, მწვერვალებით, ჩანჩქერებითა თუ ულამაზესი ალპური ტბებით. ეს მხარე ერთნაირად მიზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მთამსვლელებისთვის, მოთხილემურეებისთვისა და უბრალოდ ხეტიალის, მთაში დასვენების და მასშტაბური ხედების მოყვარულთათვის.


ბუნება


კულტურული ძეგლები


მუზეუმები


კურორტები



ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

მუნიციპალიტეტები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სვანეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!