დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
lentekhi lentekhi lentekhi

ლენტეხის შესახებ

ლენტეხი, იგივე ქვემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის, ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იგი სამ ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავრო, ბალზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა, ამიტომ მას სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ. მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი მეცხოველეობაა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. აქ არის ასევე სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ერთ-ერთი სიმდიდრე კურორტი მუაშია, რომლის მინერალური წყლებიც სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერეო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა. თეთრად მოელვარე მწვერვალები, გრილი ტყეები, იალაღები, სვანური კოშკები და გამორჩეული ტაძრები ბევრ მოგზაურობის მოყვარულს, მოლაშქრესა და მთამსვლელს იზიდავს. რაიონში არის ტურბაზა და ალპიური ბანაკი „აილამა“, ასევე ბიბლიოთეკები, მუზეუმი და თეატრი.


გეოგრაფია და კლიმატი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ლენტეხი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემოსვანეთი ესაზღვრება. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჩხუმის ქედი, დასავლეთით კოდორის, ხოლო ჩრდილოეთით - კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით არის შემოსაზღვრული. ლენტეხის ტერიტორია მაღალმთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. რაიონში მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა.
ლენტეხი უქარო, ზომიერად ნესტიანი ჰავითა და სუსტი ყინვებით ხასიათდება. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,8°C, ივლისისა კი - 20,1°C.


რა ვნახოთ

ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. მშვენიერი ხეობები და გრანდიოზული, ყინულოვანი მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ მრავალი საინტერესო მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მრავალფეროვანი და სანახაობრივია ლენტეხის ზემო სვანეთთან, რაჭასთან და სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები, როგორიცაა მაგალითად: ლენტეხი-მაცხვარიშის, მანანური-ტვიბერის, ხაჩეში-დობერაზენის, შკედი-ლიხეთის და სასაში-ლაშიჭალის ბილიკები. ლენტეხი მიმზიდველია მთამსვლელებისთვისაც. ულამაზესია კურორტი მუაში სამკურნალო მინერალური წყლებით, ტყეებით, ტყისპირა მდელოებით, სუფთა ჰაერითა და პატარა კოტეჯებით. ამ რაიონში მოგზაურობისას შთამბეჭდავი ხედების გარდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის მონახულებასაც შეძლებთ. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი და რა თქმა უნდა ლენტეხიც წარმოუდგენელია მათ გარეშე. გარდა კოშკებისა აქ ბევრი შუა საუკუნეების ტაძარი გვხვდება უნიკალური სვანური მხატვრობის ნიმუშებით. ნახავთ ეკლესიებს, რომლებზეც გარე ფასადებზეც არის შემორჩენილი ფრესკების კვალი, რაც მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. ლენტეხის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველიკოლექცია.


ბუნება


კულტურული ძეგლები

  • ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია
  • ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესია
  • დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი
  • ლექსურის კოშკები
  • ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია
  • ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია
  • სკალდისმთავარ ანგელოზთა ეკლესია
  • მამის მაცხოვრის ეკლესია
  • ჩიხარეშის ღვთისმშობლის ეკლესია


კურორტები

  • მუაში


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Mariusz Lenc
Mariusz Lenc

Can one do any interesting one-day treks from Lentekhi?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლენტეხი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!