დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Guria, Bakhmaro ბახმარო, გურია - Bakhmaro, Guria ნაბეღლავი, გურია - Nabeghlavi Guria მზის ჩასვლა, გომის მთა, გურია გომის მთა, გურია - Gomis Mta, Guria გომის მთა, გურია - Gomis Mta, Guria

გურიის შესახებ

გურია დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, გურიის ტერიტორიას მოიცავს. გურიას უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს. გრილი ტყეებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, კულტურული ძეგლებითა თუ ქვიშიანი სანაპიროთი გურია სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანისთვის გახლავთ მიმზიდველი. აქ მცხუნვარე მზის ქვეშ მოელვარე ზღვის სანაპიროდან უცებ მთის სუსხში, ღრუბლებს მაღლა შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.


ისტორია

გურიაში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. ამ მხარეში კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის მთელ მანძილზე გრძელდება. ურეკ-წვერმაღალაში აღმოჩენილი მასალა ასახავს დასავლეთ საქართველოში კოლხას სამეფოსა და რკინის წარმოების გაძლიერების პერიოდს (ძვ. . II ათასწლეულის II ნახევარი - I ათასწლეულის I ნახევარი). ძვ. . VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხას მემკვიდრე ეგრისის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც იყო მოქცეული გურიის ტერიტორია. გურიას ლაზიკის სამეფოს დაშლის შემდეგ რიონსა და ჭოროხს შორის ტერიტორია ერგო. ლაზიკის სხვა რეგიონებთან შედარებით ეს მხარე ნაკლებად დასახლებული ყოფილა. გურია ქვეყნის ფეოდალიზაციასთან ერთად დაწინაურდა. გურიის გაძლიერება ძირითადად VII-VIII საუკუნეებში ხდება. ამ პერიოდს უკავშირდება საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გაძლიერება გურიაში. გურია ამ სახელით პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო და მას გურიელები განაგებდნენ. გურიის სამთავრო მუდმივად იბრძოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. მისი ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდან, როდესაც ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფეს, გიორგი VIII-. XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. გურია 1670-იან წლებში ოსმალეთს ხარკად აძლევდა 10-20 წლის 56 ქალ ვაჟს. XVIII საუკუნის შუა წლებში გურიის სამთავრო გაძლერდა მამია IV გურიელის მთავრობის დროს. ის ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. გურიის სამთავრომ XIX საუკუნის შუა ხანამდე იარსება. 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. დღევანდელი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ გურიას ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი აქვს.


კულტურა

გურია თავისი კულტურით, წეს-ჩვეულებებით და სახასიათო კოლორიტით ძალიან საინტერესო მხარეა. გურიაში მრავალი სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული აღინიშნება: ალეგრობა, კალანდა, ფერისცვალება და სხვა. დიდი ზეიმით აღინიშნება ფერისცვალება. ამ დღეს სუფრაზე ალაგებენ სიმინდს, ყურძენს, კვახს, ზოგადად იმ წლის მოსავალს, რომელიც ახალშესულია მწიფობაში და სიმბოლურად აღნიშნავენ ბუნების გარდამტეხ მომენტს. თუმცა დღესასწაულის მთავარი მოვლენა დოღია, რომელიც ბახმაროში იმართება. ფერისცვალების დღეს დოღზე დასასწრებად ბახმაროს მთელი საქართველოდან სტუმრობენ. გურულები ოდითგანვე უბადლო მხედრები იყვნენ. გურული მხედრული ოსტატობა მსოფლიოში გახდა ცნობილი. მათ არაერთგზის იმოგზაურეს ევროპასა და ამერიკაში. ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულს ტრადიციაა ლელოს თამაში. მოწინააღმდეგე მხარეები თავისთვის ჩაუთქვამენ რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმევა.
გამორჩეულია გურული ფოლკლორი. გურული „კრიმანჭული“ ქართული პოლიფონიის მწვერვალად ითვლება. ანზორ ერქომაიშვილი მას მერცხლების ფრენას ადარებდა. ასევე ცნობილია გურული „ყანური“ ანუ „ნადური“.
ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ", „კალმახობა", „ფოთლით ცეკვა" და სხვა. ფარცაკუკუომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა და ქალებთან ერთად სრულდება. გურიაში სამსართულიანიფარცაკუკუ" სცოდნიათ.
საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად გურიაც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. უგემრიელესია გურული სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეული კერძების მრავალფეროვნებით. აქ მრავალგვარ ფხალეულს ამზადებენ, პოპულარობით სარგებლობს ნიგვზიანი კერძებიც. ხშირია ასევე ფრინველის კერძები:
შემწვარი ვარია ურწყულით, შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი და სხვა. ძალიან გემრიელია გურული ლობიო კეცზე გამომცხვარ მჭადთან და გურულის სუფრისთვის განუყოფელ ადესას ღვინოსთან ერთად. თუმცა გურული სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი საშობაო ღვეზელია. გურული ღვეზელი დღეს მთელს საქართველოში პოპულარულია, მაგრამ ადრე მას გურულები მხოლოდ საშობაოდ აცხობდნენ.


გეოგრაფია და კლიმატი

გურიის მხარე დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარე ესაზღვრება, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც მესხეთის ქედით არის გამოყოფილი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება ჩრდილო აღმოსავლეთიდან იმერეთის მხარე და სამცხე-ჯავახეთის მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. რეგიონის მთლიანი ფართობიდან 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. ეს მხარე სამ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. გურიის ადმინისტრაციული ცენტრია ოზურგეთი. რეგიონი წყალუხვია. მისი ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მხარეში ბევრი მცირე ტბაა. მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა. გურია მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ნაბეღლავია.
გურია
ბუნებრივი პირობების მიხედვით ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. ზღვისპირა რაიონებისთვის დამახასიათებელია ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი ზაფხულით და ზომიერად გრილი ზამთრით. მთის ჰავისთვის კი დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. გურიის მხარის მთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა. ამითაა გაპირობებული მხარის სამთო კურორტების სამკურნალო თვისებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12-14℃.


რა ვნახოთ

გურიაში ულემაზეს ბუნებასა და საინტერესო კულტურულ ძეგლებს იხილავთ. აქ ნახავთ სხვადასხვა პერიოდის კულტურულ ნიმუშებს, უძველესი კულტურის ნაშთებიდან დაწყებული გვიან შუასაუკუნეებამდე. გურიაში შეძლებთ დასვენებას როგორც ზღვის სასიამოვნო სანაპიროებზე, ასევე მთაში, სადაც მზე, ნაძვნარი, მინდვრები და ნისლები საოცარ პეიზაჟებს ქმნის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ჰავაა. ამ მხარეს უკვე ზამთრის სპორტის მოყვარულებიც კი სტუმრობენ.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



ტურები გურიაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
lali khalichava
lali khalichava

გურიაში არსებული რეგიონების განთვსების აღწერა

1 შეფასება
5
lizi natsvaladze

😍

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გურია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!