
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.
ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ სიმაღლეზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჭინჭაოს ტბასთან გადის გომისმთა - ბახმაროს დამაკავშირებელი გრუნტიანი სამანქანო გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ - ია. გომისმთიდან ბახმაროსკენ მიმავალმა შეგიძლიათ გზად იხილოთ ეს სილამაზე, დატკბეთ მშვენიერი ხედებით და გზა განაგრძოთ.
მანძილი გომისმთიდან 11 კმ-ია, თბილისიდან 350 კმ. ტრანსპორტით შესაძლებელია მისვლა ოზურგეთამდე, შემდეგ ტაქსით გომისმთამდე, გომისმთიდან კი მიდის როგორც საფეხმავლო ბილიკი, ასევე გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაis it possible to go to the height of 2500 now? or is it still snowing there?
Good day, it is still snow there. The best period to visit the lake is from the end on June to the end of September.
Спасибо =(
გამარჯობათ, გომისმთიდან ტბაბდე დაახლოებით რამდენი საათია სავალი? ესე 6 საათში ჩავეტევი რომ მივიდე და უკან გამოვბრუნდე
გომისმთიდან ჭინჭაოს ტბამდე არის 10 კმ დაახლოებით. სიმაღლეში ასაწევია 500მ. თუ მძიმე ჩანთები არ გექნებათ და შეუჩერებლად ივლით 2 საათში მიხვალთ. ანუ არ გავიჭირდებათ 6 საათში მოსწრება მაგრამ ჯამში 20 კმ ერთ დღეში საკმაოდ ბევრია დამწყები მოლაშქრისთვის, ანუ თუ ვინმე არის ჯგუფში ვინც შედარებით გამოუცდელია ცოტა გაუჭირდება.
დიდი მადლობა უჩა ;)
სუპერ ადამიანი ხარ, რამდენჯერაც დავწერე კომენტარები, ამომწურავად პასუხობ და უღრმესი მადლობა ;)
20 კილომეტრი არაა ბევრი ჩანთების გარეშე ვიქნებით
ერთი კითხვა - თქვენ ახსენებთ რომ შესაძლებელია ტბიყელის ტბაზე, კინტრიშზე, გადასვლა გომის მთიდან. არსებობს ბილიკი? და რამდენი ხანი უნდა?
და ეს ბილიკები არის მარკირებული, თუ კითხვა კითხვით უნდა მივიდეს იქ ადამიანი?
მადლობა
ჭინჭაოს ტბიდან ტბიყელამდე დაახლოებით 18 კილომეტია გასავლელი საიდანაც ნაწილი სამანქანო გზაა, ხოლო ბოლო ნაწილი - დაახლოებით 12 კმ ქედს მიუყვება ტბამდე. ბილიკი მარკირებული არ არის და მაგ ზონაში საზაფხულო ფერმები არ არის ვინმეს რამე რომ კითხო. თუ ნავიგაციაში (მობილური ან GPS მოწყობილობით) ერკვევი შემიძლია საორიენტაციო ტრეკი მოგცე.