
ქვათახევის მონასტერი
ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნე...
შიდა ქართლი საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. შიდა ქართლის ძველი სახელი ზენა სოფელია. რეგიონი მდიდარია მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლებითა და ლამაზი ბუნებით. შიდა ქართლი უძველესი ისტორიის მქონე მხარეა, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა ინტენსიურად დასახლებული. ძალიან შთამბეჭდავია ამ მხარის ათასფერი ყვავილებით აფერადებული, უსასრულობამდე გადაჭიმული ვრცელი მინდვრები, ხეობები და ჩანჩქერები.
შიდა ქართლში ადამიანთა ცხოვრების უძველესი კვალი ლამისყანასა და მდინარეების კავთურასა და თეძამს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც პალეოლითური იარაღებია ნაპოვნი. ეს მხარე ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეულში) უკვე ინტენსიურად იყო დასახლებული. ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში შიდა ქართლში ყალიბდება „მტკვარ-არაქსის“ კულტურის ორიგინალური ვარიანტი. გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანებში უკვე ყალიბდება შემდეგში საქართველოში ყველაზე გაერცელებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ხევი. ეს არის ცალკეულ სამოსახლო გორათა სისტემა, რომელთაგან ერთი მოწინავეობს და ჩემულობს ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრის როლს. ადრინდელი ანტიკური ხანისათვის აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ერთ-ერთი მათგანი იყო ზენა სოფელი (შიდა ქართლი). მისი ცენტრი უფლისციხის მიდამოებში უნდა ყოფილიყო. ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ფარნავაზის მეთაურობით შეიქმნა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრიც მცხეთა იყო. მას შემდეგ, რაც ფარნავაზმა თავისი ხელისუფლება მთელ ქართლზე განავრცო და ეგრისიც შემოიერთა, ქვეეანა საერისთავოებად დაჰყო. შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ეროეულში მოაქცია და სათავეში სპასპეტი ჩაუყენა. შიდა ქართლის ტერიტიირიაზე ელინისტური ხანის მრავალრიცხოვანი მონეტების აღმოჩენა მოწმობს იბერიის ინტენსიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ძვ. წ. I საუკუნეში ქართლში რომის სარდალმა, პომეუსმა ილაშქრა. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ, I-III საუკუნეებში, იბერიის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა. ანტიკური ქართლის სახელმწიფოში, რომელიც ადრეკლასობრივი ან პროტოფეოდალური ბუნებისა იყო, IV საუკუნიდან ყალიბდება ფეოდალური ურთიერთობები. ამ პროცესს ხელი შეშწყო IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. VII საუკუნის სომხური ანონიმური გეოგრაფია, რომელიც ძირითადად IV-V საუკუნეების ვითარებას ასახავს, ქართლს კვლავ ხევებად დაყოფილს წარმოგვიდგენს და შიდა ქართლში (ზენა სოფელში) შემდეგ ხევებს ასახელებს: ტუნისხევი (ტანისხევი), დვანი, აჩაბეთისხევი, გვერდისძირი, საცხუმეთი, ქსნის ხევი, ცხრაძმა, ბაზალეთი. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მთელი შიდა ქართლი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად სასპასპეტოდ გააერთიანა. VII საუკუნეში საქართველო არაბებმა დაიპყრეს და არაბთა ბატონობის მთელი სიმძიმე სწორედ ქართლის შიდა რაიონებს დააწვა. დავით აღმაშენებლის დროს საქართველო ერთიან მონარქიად გაერთიანდა. ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას შიდა ქართლი წარმართავდა. განვითარებულ შუასაუკუნეებში კულტურის მკვეთრი აღმავლობა იწყება, ვითარდება საერო ლიტერატურა, ფილოსოფიური აზროვნება, ხუროთმოძღვრება, მონუმენტური მხატვრობა, ჭედურობა, ხელნაწერთა მხატვრული შემკობა, ქვაზე კვეთა. XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლი ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის. დღევანდელი შიდა ქართლის მხარე მოიცავს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.
კულტურისა და ტრადიციების მხრივ საქართველოს ყველა
მხარე განსხვავებული და გამორცეულია. ამ მხრივ გამონაკლისს არც შიდა ქართლი წარმოადგენს.
ეს მხარე მდიდარია ფოლკლორული ნიმუშებით. ქართლშიც სხვა კუთხეების მსგავსად ყველაზე
ხშირად შრომის დროს მღეროდნენ. ცნობილია ქართლური ნამგლური, მკის სიმღერა, ქართლული ჭონა, მაყრული.
კულტურული ძეგლებით მდიდარ შიდა ქართლში ამ ძეგლებთან დაკავშირებულ ლეგენდებსაც ვხვდებით,
როგორიცაა მაგალითად სურამის ციხის ლეგენდა. თქმულების თანახმად ციხე რომ არ დანგრეულიყო,
მასში დედისერთა ზურაბუ უნდა ჩაეყოლებინათ. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს
სურამის ციხესთან შავებში შემოსილი ქალი გამოდის და ქვითინებს:
შიდა ქართლის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.
მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. რეგიონი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ
ერთეულებს: ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, ცხინვალი და ჯავა. ცხინვალი
და ჯავა ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შიდა ქართლის ჩრდილო საზღვარი კავკასიაონის
მთავარ
წყალგამყოფ
ქედს
მიუყვება, დასავლეთი
- ლიხის ქედს, სამხრეთი - თრიალეთის ქედს, აღმოსავლეთი - ხარულის ქედსა და მდინარე ქსანს.
შიდა ქართლის ვაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მდ.მტკვრის
ხეობა.
ხეობას
ჩრდილოეთიდან
მიუყვება
მცირე
ქედებისა
და
სერების
ზოლი. აღნიშნული
ქედების
ჩრდილო
დამცერი
ფერდობები
თანდათანობით
გადადის
ტირიპონ-მუხრანის
ვაკეში. აღმოსავლეთ
ნაწილში
ვაკე
ვიწროვდება
და
გადადის
საამილახვროს
და
მუხრან-საგურამოს
ვაკეებში. შიდა ქართლის
ჩრდილოეთი
მთიანი
ნაწილი
წარმოდგენილია
კავკასიონის
მთავარ
ქედით. აქ კავკასიონი
შედარებით
ნაკლები
სიმაღლით
ხასიათდება. თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობები დანაწევრებულია მდინარეების-ძამის, ტანასა
და
თეძამის
ხეობებით.
შიდა ქართლი ლადშაფტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. ვაკეებზე წარმოდგენილია ივერიის ზომიერად მშრალი სტეპური ლანდშაფტი. ზღ.დ.800 მეტრიდან იწყება ქვედა მთის ტყის ლანდშაფტის გავრცელების არეალი და დომინანტებს მუხნარი. ზღ.დ.1200 მეტრიდან ვხვდებით საშუალო მთის ტყის ლანდშაფტს, აქ ძირითადათ წიფელაა გავრცელებული, თუმცა თრიალეთის ქედისა და რეგიონის დასავლეთ, შედარებით ნოტიო რაიონებში წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეც გვხდება. ზღ.დ.2000-2200 მეტრიდან ვრცელდება მაღალი მთის მდელოს ლანდშაფტი ალპური და სუბალპური მცენარეულობით. გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი რეგიონში პრაქტკულად არ გვხვდება. მხარის კლიმატი კონტინენტურია, ჰავა ზომიერად თბილი და ტენიანია (ზოგან მშრალი). საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11℃, შესაძლებელი მაქსიმუმია 42℃, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32℃.
შიდა ქართლში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა კურორტებითაც მდიდარია. ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნე...
ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია შიდაქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწ...
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის ხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ,...
სამთავისის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნის ძეგლი...
ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა ...
ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია შიდაქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის ჯვარგუმბათოვ...
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის ხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. XII-XIII...
სამთავისის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნის ძეგლია, ტაძრის წარწერებში აგების თარიღად მითითებულია 10...
ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ატენთან, მაღალი მთის ქიმზე დგას. ...
ატენის წმნინდა ნინოს სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით,...
მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის სატაძრო კომპლექსი შიდაქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, სოფლის ცენტრში მდებარეობს. ანსამბლის შემა...
რკონის ციხე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რკონის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს, მაღალი მთის ფერდობზე. ძეგლი VIII საუკუნის შუ...
რკონის "თამარის ხიდი" შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლოს მდებარეობს. იგი რკონის სამონასტრო კომპლექსის ნაწ...
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაც...
მარშრუტი იწყება ატენის სიონიდან და თავდაპირეველად მიუყვება მდინარე დამჩქერის ხეობას. ხეობის სიღრმეში არ მისული ტბორთან მარშრუტი მარჯვნივ, დასავლეთით უ...
ყინწვისის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელისმუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგ...
კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისის მონასტრის მახლობლად, მაღლობზე მდებარეობს. იგი XXI საუკ...
გეთსიმანიის დედათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XXI საუკუნეში აგებული სამონასტრო კომპლექსია, რომელშიც შედის...
ქარელის სამების ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქარელის ცენტრში მდებარეობს. ტაძარი აგებულია XXI საუკუნეში და ჯვარგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ეკლეს...
კეხიჯვრის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში მდებარეობს. იგი XXI აგებულ სამნავიან ეკლესიას წარმოადგენს. გვერდითა ნ...
ორთუბნის ღვთისმშობლის შობის სამონასტრო კომპლექსი (მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი) შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს....
სარკის (სარყის) წმინდა გიორგის მონასტერი შიდა ქართლისმხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდეთის სამხრეთით, სოფლიდან 0,5 კმ-ის დაშორებით მდებარე...
მარშრუტი იწყება თბილისთან ახლოს, სოფელ წინარეხში და მიუყვება მდინარე კავთურას ხეობას თავკავთას წმინდა გიორგის ეკლესიამდე. მარშრუტი არის მარტივი, რადგა...
ქეთევან წამებულის დედათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში მდებარეობს. ეკლესია აგებულია XXI საუკუნეში. მოპირკე...
საბერიოს მამათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XXI საუკუნეში ნაგები დარბაზული ეკლესიაა. ნაგებობა აღმოსავლეთით...
ყინწვისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისში მდებარეობს. იგი აგებულია XXI საუკუნეშ...
ლიახვის ეროვნული პარკი - მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრ...
შატბერდის მამათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში მდებარეობს. იგი XXI საუკუნეში აგებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარია....
ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. საქართველოში მრავალი ტბაა. მათ შორის, ...
წმინდა ალექსი ბერის სახელობის ეკლესია XXI საუკუნეში აგებულ დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამი...
ქარელის ხანძთის მამათა მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში მდებარეობს. იგი ტაძრად გადაკეთებულ ვაგონს წარმოადგენს. გ...
გვერძინეთის კოშკი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვერძინეთის განაპირას, მდინარე ძამის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. იგი XVI საუ...
გვერძინეთის კოშკი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვერძინეთის განაპირას, მდინარე ძამის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. იგი XVI საუკუ...
სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამ...
სამწევრისის ციხე — ციხე-დარბაზი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ სამწევრისში, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას.თავდაპირველად...
სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლისმხარეში, კასპის მუციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარეობს, სოფლის განაპირას, სასაფლაოზე. იგი XI...
ატენის სიონი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენიდან ცოტა მოშორებით, ატენის ხეობაში, ფრიალო კლდის კიდეზე მდებარეობს, საყრდენ...
გორიდან 14 კილომეტრში მდებარეობს კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს ათასობით მნახ...
ატენის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის მესამე უბნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი გ...
ატენის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (იგივე ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ცენტრში მდბა...
ატენის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლისმხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის ძველ უბანში მდებარეობს. დარბაზული, ნატეხი და რი...
ატენის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (იგივე ატენის "გიორგობა") შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ატენში, კლდის ქიმზეა აღმარ...
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქუფლისციხის ...
შერვაშიძეების საგვარეულო კოშკი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება, ნაგებია რიყის ...
მეტეხის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში მდებარეობს. იგი XVI-XVIII საუკუნეების დარბაზული ...
წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელათგორის ცინტრში მდებარეობს. ...
ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოჩეთის ცენტრში, სასაფლაოზე მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით დ...
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, სოფლის ცენტრში. იგი XVI...
ახალქალაქის წმინდა თევდორეს ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, სოფლის ცენტრში. იგი XIX საუკუნით დათარი...
ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში მდებარეობს. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, ...
ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. დარბაზული ეკ...
ლომისის სამების ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარეობს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. რიყისა და ნატ...
კავთისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარეობს. იგი V-VII საუკუნეებით დათარიღე...
მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. XIV საუკუნიდან ეს მხარე ძლიერი ...
მაღალაანთ კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. იგი მაღალაანთ ეკლესიის კომპ...
მარშრუტი იწყება თბილისთან ახლოს, სოფელ წინარეხში და მიუყვება მდინარე კავთურას ხეობას თავკავთას წმინდა გიორგის ეკლესიისკენ. მარშრუტი არის საშუალო სირთუ...
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
დასვი კითხვა
გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.