დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ცხინვალი ცხინვალი IMG_2828

ცხინვალის შესახებ

ცხინვალის რეგიონი ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიას მოიცავს და ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში შედის. იგი მოიხსენიება როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე სამაჩაბლოს სახელით. დღესდღეობით რეგიონის მთელ ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო არმია აკონტროლებს. ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ზედა პალეოლითის ხანაში წინარექართველურ ენაზე მოლაპარაკე ტომებით იყო დასახლებული. ქართველური ტომები სახლობდნენ რეგიონში ბრინჯაოსა და რკინის ხანაშიც, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს. ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯაზე საქართველოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ქართლის, ანუ იბერიის სამეფო შეიქმნა და ცხინვალიც ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებულის - „მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ამ დროს ცხინვალის რეგიონი ძველებურად ქართული ეთნოსით იყო დასახლებული. ადრეულ შუასაუკუნეებში ეს ტერიტორიები კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო. X საუკუნის დასაწყისისთვის შიდა ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული - ქართლის საერისთავო, რომელიც XI საუკუნის დასაწყისში ცხინვალის რეგიონთან ერთად გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული გახდა. გვიან შუასაუკუნეებში თანდათან დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ოსების მასიური გადმოსახლება სამხრეთ კავკასიაში. ოსური მოსახლეობის მკვეთრმა ზრდამ ცხინვალის რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნო-დემოგრაფიული ბალანსი დაარღვია და ქართული და ოსური მოსახლეობის გაუცხოება და დაპირისპირება გამოიწვია, რასაც ხშირად შეიარაღებული შეტაკებებიც სდევდა თან. 1802 წელს გენერალი კარლ კნორინგი საქართველოში ყოფნისას საიმპერატორო კარისადმი შედგენილ ანგარიშში ცხინვალის რეგიონის მაღალმთიან მხარეებს, სადაც ოსური მოსახლეობა ჭარბობდა, ოსეთად იხსენიებს, დანარჩენ, ძირითადად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიას კი - საქართველოდ. 1830 წელს გაზეთში - "Тифлисские ведомости" გამოქვეყნდა ანონიმი ავტორის სტატია, რომელშიც ის იყენებდა ტერმინებს - „სამხრეთ ოსეთი“ და „ჩრდილოეთ ოსეთი“. ამ სტატიის შემდეგ სახელწოდებამ - „სამხრეთ ოსეთი“ თანდათანობით მყარად მოიკიდა ფეხი. 1921 წლის 26 მარტს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რევკომი. საბოლოო იურიდიული დაკანონება ამ ტერმინებისა მოხდა 1922-24 წლებში, როდესაც შეიქმნა ჯერ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ორი წლის შემდეგ კი - ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ. 1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“. ამავე წელს სეპარატისტულმა ძალებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით - „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა“, რასაც სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ძალებს შორის. 1992 წლის 24 ივნისს საქართველომ და რუსეთმა დაგომისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც ცხინვალის რეგიონში მყოფ რუსეთის სამხედრო შენაერთებს მიეცა „სამშვიდობო მისიის“ სტატუსი. ხელშეკრულების შედეგად კონფლიქტის ზონაში განთავსდა სამი, ქართული, რუსული და ოსური, სამშვიდობო ბატალიონი და შეიქმნა შერეული კომისია, რომელშიც შედიოდა საქართველო, რუსეთი, სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ შერეული კომისია დატოვა, გავიდა დსთ-დან და ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალების ყოფნას ოფიციალურად უწოდა ოკუპაცია.


გეოგრაფია და კლიმატი

ცხინვალის რეგიონი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების შემადგენლობაშია. იგი კავკასიონის ცენტრალური ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცხინვალი. რეგიონს აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით - კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის, ხოლო დასავლეთით - საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით კი - რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია. ცხინვალის რეგიონში მდებარეობს თავად ქ. ცხინვალი, 4 დაბა - ახალგორი, ყორნისი, კვაისა, ჯავა და 300-მდე სოფელი. რეგიონი მაღალმთიანი და საშუალო სიმაღლის რელიეფით ხასიათდება. მთავარ სამდინარო სისტემას ამ ადგილებში ქმნიან მდინარეები: დიდი ლიახვი, პატარა ლიახვი, ქსანი, მეჯუდა, ლეხურა, ფრონე და სხვ. ცხინვალის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ტყის მასივებს უჭირავს, დანარჩენი ნაწილი კი - ალპურ და სუბალპურ მდელოებს. უკიდურეს სამხრეთის ვაკეებში გვხვდება, ასევე, ეკალ-ბარდიანი სტეპი. ცხინვალში მდებარეობს საქართველოს ყველაზე მაღლა მდებარე ტბა - ყელის ტბა (2914მ). რეგიონში მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნაა გავრცელებული. აქაურ ტყეებში ბინადრობენ: ჯიხვი, ირემი, შველი, დათვი, არჩვი, კურდღელი, მგელი, მელა და მრავალი სხვა. ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო (სწწ), ჩხიკვი, ქორი, კოდალა, მწყერი, ყვავი, შაშვი და სხვა.
ცხინვალში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,6°C იანვრისა - -1,6°C, ივლისისა კი - 20,3°C. სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -5°C - -6°C.


რა ვნახოთ

ცხინვალი მრავალფეროვანი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ტყეები, ხეობები, მწვერვალები, ვულკანური მთები და ალპური ტბები ულამაზეს და საოცარ გარემოს ქმნის მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთათვის. ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ყელის ტბა, რომელიც ყელის ვულკანურ ზეგანზე მდებარეობს. იგი საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა. ფერადი ვულკანური მთები და ლურჯი მოლივლივე წყალი უმშვენიერეს სანახაობას ქმნის და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. რეგიონში არის ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტები (ჯავა, ყანჩავეთი), სადაც სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ. მისი უძველესი ისტორიიდან გამომდინარე ცხინვალში მრავალი საინტერესო ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. აქ ნახავთ სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს, დაწყებული ქვის ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. კუდაროსა და წონას მღვიმეები, თლიას წმ. გიორგის ეკლესია, კვაისის ჯვრის ეკლესია, ედისას ეკლესია, ქეშელთას ეკლესია, მრავალრიცხოვანი ციხე-კოშგები და მრავალი სხვა ტაძარი თუ ციხე-სიმაგრე მდიდარ ისტორიულ წარსულს გადაგიშლიან თვალწინ და უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებენ. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხინვალის არქეოლოგიურ და კულტურულ ძეგლებს, რომელთა უმრავლესობაც სამწუხაროდ დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია. ცხინვალში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპონატია დაცული.


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ცხინვალი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!