ხაშური, შიდა ქართლი - Khashuri, Shida Kartli

ხაშური

3
ტურისტული ადგილი
578 Area
ფართობი, კმ2
52,120 Population
მოსახლეობა

ხაშურის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე.

XIX საუკუნეში ფოთი - თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს.

აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში მდებარეობს სურამისა და ხაშურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.


ისტორია

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას - დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის.

ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის დაკონკრეტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერს სურამის წყალს წერს: ვიკიციტატა „ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის წყალს ქემერტის წყალი, აღმოსავლიდამ.“

ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი. ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა“, რომელიც შედგენილია 1813-1828 წწ. პირველი ელმავალი საქართველოში.

ხაშურის რკინიგზის სადგური ზვიად ავალიანის ფოტო ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად. 1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი. 1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ხაშურის რაიონის ცენტრი.

მდებარეობა
41.985882, 43.595408
მანძილი დედაქალაქიდან
129 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+3
Surami fortress, Surami
სურამი

სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთე...

სურამის ციხე Surami fortsress
სურამის ციხე

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალი...

იხილეთ ასევე

სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე. დაბის სტატუ...

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხაშური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!