დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ხარაგაული Харагаули ხარაგაული Харагаули ხარაგაული ხარაგაული Kharagauli ხარაგაული Kharagauli ხარაგაული ხარაგაული

ხარაგაულის შესახებ

ხარაგაული იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც დევისხვრელის პალეოლითური ნამოსახლარიც ადასტურებს. ფეოდალურ ხანაში უნიციპალიტეტი არაგვეთის საერისთაოში შედიოდა, რომელზეც გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ვახანის ციხე. ვახანის ციხეში გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება 1804 წელს, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ხარაგაულს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის და ხანდების გვირაბებით აკავშირებს. მუნიციპალიტეტში რამდენიმე რკინიგზის სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა. რაიონში ფუნქციონირებს: მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, თეატრი და 12 ბიბლიოთეკა. 1998 წლიდან გამოდის ადგილობრივი გაზეთი - „ჩემი ხარაგაული". ხარაგაული გამოირჩევა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, უბისის მონასტერი, მელის ციხე და მრავალი სხვა საინტერესო ადგილი უამრავ ლაშქრობისა თუ ბუნებაში დასვენების მოყვარულს იზიდავს.


გეოგრაფია და კლიმატი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონის ტერიტორია მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებსა და ძირულის დენუდაციურ პლატოს. ხარაგაული 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარი, კიცხი, ლეღვანი, ლაში, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ხიდარი, წყალაფორეთი, წიფი, ღორეშა, ხუნევი, ხევი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, სამხრეთით - ბორჯომის, აღმოსავლეთით - ხაშურის, ჩრდილოეთით კი - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. ხარაგაული მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულისეროვნული პარკის ნაწილს. რაიონი მდიდარია ტყეებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, გვხვდება ტბებიც. მთისწინეთსა და დაბალ მთებში წიფლნარ-რცხილნარია გავრცელებული. ასევე გვხვდება: წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვა. საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი, ზედა სარტყელში წიწვოვანებიც გვხვდება. ტყის ზემო საზღვართან კი სუბალპური მეჩხერი ტყეა (მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, არყი), რასაც სუბალპური მდელოები მოსდევს. რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-13°C-ა, იანვრის - 0,3-დან 3,2°C-მდე, ივლისისა კი - 20-22,6°C. 600-დან 1200 მ.-მდე ზონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიუი ტემპერატურა 6,3°C-დან 8°C-მდეა, იანვრის ტემპერატურა -2,4 -3,9°C-ა, ივლისისა კი - 15,6-18°C.


რა ვნახოთ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ბევრ საინტერესო ადგილსა და მარშრუტს სთავაზობს მოგზაურობის მოყვარულებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მინდვრები, ჩანჩქერები, ტბები და შესანიშნავი ხედები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და თავგადასვლებს გპირდბათ. ეს რაიონი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ დამიანეს შესანიშნავი მხატვრობით ცნობილ უბისის მონასტერს, ვახანისა და ჩხერის ციხეებს და სხვა მრავალ ეკლესიას, ციხე-სიაგრესა თუ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებისა და ისტორიული წარსულის ნათელ სურათს ქმნიან. ხარაგაულში გარდა მოგზაურობისა მშვიდ დასვენებასა და განტვირთვასაც შეძლებთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული, კურორტი ნუნისი. ხარაგაულში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული მასალა მოცავს პერიოდებს ძვ. წ. II-I ათასწლეულიდან XX საუკუნემდე (ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაული, ნუმიზმატიკური ერთეულები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ.).


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხარაგაული

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!