დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ვახანის ციხე

ვახანის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვახანის ციხე იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები აბაშიძეთა მფლობელობაში იყო, 1711 წელს კი, მას შემდეგ რაც ვახუშტი აბაშიძემ ქართლის მეფის ვასალობა აღიარა, ის ქართლის სამეფოს საზღვრებში შევიდა. ვახანის ციხე XVI-XVIII საუკუნეებში ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. XVIII საუკუნეში ციხე-სიმაგრე ლეკ-ოსმალთა თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წელს იგი 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს აუღია. 1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში, „ელაზნაურში“, კავკასიის მთავარრწმუნებულმა პავლე ციციანოვმა და იმერეთის უკანასკნელმა მეფემ - სოლომონ II ხელი მოაწერეს „ელაზნაურის შეთანხმების“ სახელწოდებით ცნობილ ტრაქტატს, რომლის თანახმადაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა. ვახანის ციხე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ფუნქციონირებდა.


არქიტექტურა

ვახანის ციხე აგებულია მაღალ ბორცვზე, ამავე სახელწოდების მთის მისადგომებთან. ყურადღებას იქცევს მისი სიმძლავრე, მასშტაბურობა, სტრატეგიული გამართულობა და მაღალი სამშენებლო ხელოვნება. ვახანის ციხე ადრეული ხანის საუკეთესო ციხე-სიმაგრეთა ჯგუფს მიეკუთვნება და მათ შორის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება. ის კლდოვან კონცხზეა დაშენებული და ძალიან მაღალი ზღუდით არის შემოფარგლული. ციხის ნაგებობათაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეზოს სამხრეთით მდებარე, ზღუდეზე მიდგმული, დიდი ზომის, გეგმით კვადრატული მთავარი კოშკი. კოშკის სწორკუთხა შესასვლელი მაღალი სართულის ზედა ნაწილშია განთავსებული, სადაც ჩანს, მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ციხის ამგებ-დამგეგმავთა სამხედრო და სამშენებლო საქმეში დიდ ოსტატობაზე მეტყველებს უხეშად დამუშავებული, კუთხემოგლუვებული მოზრდილი კვადრების მჭიდრო წყობით ნაგები მაღალი კედლები და შედარებით მსხვილი ქვებით ამოყვანილი კუთხეები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები გვხვდება. მისი გეგმა ცუდად იკითხება, შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილოეთის კედელი. ჩრდილოეთის კედლის ნაწილზე შემორჩენილია აბსიდის მხარი მარტივი იმპოსტით, რომელსაც შირიმის ქვით გამოყვანილი კედლის თაღი ეყრდნობა. აქვე ჩანს კამარის საბჯენი თაღის საყრდენი პილასტრების რამოდენიმე ქვა, რომლითაც ირკვევა, რომ ისინი ორსაფეხურიანი ყოფილა. ეკლესიის დასავლეთით რამდენიმე მეტრში დევს დიდი ზომის არქიტრავის ქვა, მის ცენტრში ჯვარია ამოკვეთილი, რომელსაც სამმაგი ლილვისგან შედგენილი თაღი შემოუყვება. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და შირიმით.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ იმერეთში

Eco Cottage
ეკო კოტეჯი
სასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · კოტეჯი · მარანი / მეღვინეობა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვახანის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!