Narikala Fortress, Tbilisi, Georgia

თბილისის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში მდებარეობს. ეს ქალაქი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით. აქ ნახავთ ჩანჩქერებს, ტბებს და ძალიან ლამაზი ხედებითაც დატკბებით. თბილისისთვის სახასიათო ნიშაა ეკლექტიკა. აქ მრავალი სხვადსხვა ეპოქისა თუ ხასიათის კულტურა იყრის თავს და საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია, თავად დედაქალაქის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებები, სადაც განტვირთვისა და ხეტიალისთვის სასიამოვნო გარემოს, ისტორიულ-კულტურული ღირებულების ტაძრებსა და შთამბეჭდავ  ციხე-სიმაგრეებს  ვხვდებით. 


ისტორია

თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. . IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში კი იგი პირველად  IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება.  IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელისპიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა.  IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა.  აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლის, დარბევისა და  დაპყრობის  ობიექტი  გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით  IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა.  1735 წელ ნადირ შაჰის მიერ დაპყრობილი თბილისი 1748 წელს ერეკლე II- გაათავისუფლა. ამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა, დაარსდა ფილოსოფიის სემინარია, გაჩნდა თოფხანა, ზარაფხანა, გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები და ქსოვილის სამღებროები. დღესდღეობით თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია. 


გეოგრაფია და კლიმატი

თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, თბილისის ქვაბულში, მტკვრის ორივე სანაპიროზე. მას ჩრდილოეთით საგურამოს ქედის მთისწინეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებად. ქალაქის წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარია. წარსულში თბილისის ქვაბული მუხნარი და მუხნარცხილნარი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებული ნაწილი, ისე მოსაზღვრე ვაკეები, გორაკ-ბორცვები და მთის კალთები ძეძვნარმა, სტეპურმა მცენარეულობამ და ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობამ დაიკავა. თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია. აქ ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი იცის. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4℃-ია, იანვარში კი - იანვარში +0,9℃. თბილისის ძველ უბნებში მრავალ ადგილას გამოდის გოგირდწყალბადიანი თერმული წყალი, ეს ქალაქის მნიშვნელოვანი წიაღისეულია.


რა ვნახოთ

თბილისი ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხე-სიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟულ იტალიურ ეზოებს, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშებს და მუზეუმებს, სადაც საქართველოს საგანძურს, ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას გაეცნობით. გარდა კულტურულ-იტორიული მნიშვნელობის ადგილებისა, თბილისში ლამაზი ჩანჩქერებით, ტბებით და ქალაქისა თუ მთების ვრცელი ხედებითაც დატკბებით. აქ შესაძლებელია ხმაურიანი ქალაქის რიტმიდან უცებ წყნარ, ძველ შენობებს შორის დაკლაკნილ ვიწრო ქუჩაზე აღმოჩნდე და სულ ცოტა ხანში კი ბუნების სიმშვიდეში ჩაიძირო. თბილისში ასევე საინტერესო ფესტივალებზე და დღესასწაულებზე დასწრებასაც შეძლებთ (თბილისობა, Tbilisi Open Air, არტ-გენი და სხვა), სადაც მოისმენთ ხარისხიან მუსიკას, გაეცნობით ქართულ კულტურას და ამ ქალაქისთვის სახასიათო კოლორიტს. 


ტურისტული ადგილები


ბუნება


კულტურული ძეგლები


კურორტები

  • თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
  • წყნეთი


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ


მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორი, თბილისი - Mtatsminda Park, Funicular, Tbilisi
მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი - გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილი თბილისში. მდებარეობს 770 მეტრის სიმ...

საინტერესო მარშრუტები თბილისში

იხილეთ ასევე

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

მთაწმინდის პარკი - გართობისა და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილი თბილისში. მდებარეობს 770 მეტრის სიმაღლეზე და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ი...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები ი...

უძოს მთა თბილისის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ...

უნივერსალური გასართობი ცენტრი მთელი ოჯახისთვის „ასტრა პარკი" .რომელიც გათვლილია ნებისმირი ასაკის მქონე მომხმარებლისათვის. გამოსცადეთ სხვადასხვა ტიპის ...

აბანოთუბანი, აბანოების უბანი — საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთა...

ძველი თბილისი — ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდე...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავ...

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბი...

ბინა არის 55 კვადრატი. ბინაში არის ევრორემონტი, არის ყველანაირი ავეჯი. სამზარეულო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ბინა მდებარეობს წერეთლის გამზირზე, ...

მოხისი, დიდგორის მონუმენტი, ჭილის ტბა, პანორამული ხედები თბილისსა და შემოგარენზე, მუხათგვერდის სასაფლაო.ველო მარშრუტი იწყება ნიჩბისი-დიდგორის გზის გად...

ველობილიკი იწყება კოჯორში. თავიდან იგი მიემართება კოჯრის (ქოროღლის) ციხისკენ. ქოროღლის ციხესთან შეგიძლიათ შეისვენოთ, ხედებით დატკბეთ და ფოტოები გადაიღ...

მარშრუტი იწყება ქვემო თელეთში, თბილისი - თეთრიწყაროს გზაზე. თავიდან საკმაოდ რთულ აღმართს მივყავართ შავნაბადას მონასტრისაკენ, თუმცა გზა ასფალტიანია რაც...

მახათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბა...

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.მუზეუმში გამოფენილია ...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი - ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს ...

რიყის პარკი - თბილისის გულში მოთავსებული პარკია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოი...

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს ძველი თბილისის, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.ტაძრის უმთავ...

მეტეხი — ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე. იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეა...

კუს ტბა  (ქორქის ტბა) — ტბა ქალაქ თბილისში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 686 მ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ველობილიკი იწყება მამკოდასთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში და მიუყვება გრუნტიან სამანქანო გზას მამკოდის მამათა მონასტრის მიმართულებით. მარშრუტის პირ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!