
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ძველი თბილისი — ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი - ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან - ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი.
ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ეს უბანი გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით. ასევე ეკლესიებით და მუზეუმებით, შარდენის ქუჩით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და სხვა. ძველი თბილისის კიდევ ერთი მთავარი ხიბლი არქიტექტურაა - ძველი ვიჭრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები და აივნები.
ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.
ტფილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. იგი არსებობდა, როგორც იბერიის დედაქალაქი და ასეა მოხსენებული ძველ ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში.
ტფილისში პირველი დასახლება IV ს-დან გაჩნდა, ხოლო V ს-ის შუახანებში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ქალაქის გაშენება დაიწყო. მისმა მემკვიდრემ დაჩიმ კი ტფილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ლეონტი მროველი ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე ტფილის ქალაქს დასახლებულად მიიჩნევდა. “ქართლის მოქცევის” ცნობითაც, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლამდეც ტფილისი ქალაქი ყოფილა, ხოლო ბაკურ მეფის შემდეგ წმიდა ქალაქ მცხეთის ადგილი სრულად დაიკავა.
თბილისი სამი ქალაქისგან შედგებოდა – ტფილისი, კალა და ისნი. ქალაქს მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს.
ქალაქი “კალა” იყო ციხე-გალავნით მოზღუდული და მდინარის მარჯვენა სანაპიროს მოიცავდა. კალას ციხე-სიმაგრის ზედა მოედანი მოიცავდა სამეფო რეზიდენციას, სასახლეებს, ეკლესიებს, საღვთისმეტყველო სკოლებს, აბანოებს, ობსერვატორიას.
სამხრეთ ფერდობზე სამეფო სასახლეთა ბაღი არსებობდა. ჩრდილოეთის ფერდობი სამონასტრო კომპლექსებს ეკავა, რომელნიც ციხის ეკლესიებად მოიხსენიება. ჩრდილოეთის ფერდობებზე გადმოედინებოდა წავკისის მდინარის ჩანჩქერები და მდინარე მტკვრამდე ნაოსნობისთვის სათანადო პირობები იყო.
საინტერესოა ძველი ქალაქთგეგმარება, როგორ ვითარდებოდა ძველი თბილისი. V საუკუნეში ქალაქის ცენტრად ითვლებოდა ე.წ. კლდისუბანი, ციხის (გორგასლის) მოედნის ზემოთა ნაწილი ქვემო ბეთლემამდე, მუხრანთუბანის მიმდებარე გარემო, მეფის მოედანი, მოგვიანებით, XIX ს-სთვის ქალაქის ცენტრმა სოლოლაკში გადაინაცვლა.
მოედანი ქალაქისთვის სასიცოცხლო სივრცეა, რომელშიც ყოველი მიმართულებით იკრიბება და ვრცელდება სატრანსპორტო მოძრაობანი. მოედნის სივრცის არქიტექტურულ გადაწყვეტას უდიდესი მნიშვნელობა ექცეოდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა საქალაქო წეს-ჩვეულებებით, საქალაქო იურისდიქციით, ზნეობრივი, ესთეტიკური, მორალისა და ტრადიციების თავისებურებით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაgamarjoba,mainteresebs dzvel tbilisshi amjamad sabagiroebit sargebloba tu aris shesadzlebeli
memgoni shesadzloa