
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
შარდენის ქუჩა პატარა საფეხმავლო ქუჩაა თბილისში, ზემო კალას უბანში ვახტანგ გორგასლის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის. იგი ყოველთვის იყო თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი კერა. შარდენზე დღესაც მრავლადაა სამხატვრო გალერეები, ტიხრული მინანქრისა თუ სხვა ხელნაკეთი ნივთების სალონები, ასევე კაფე-ბარები და რესტორნები. ის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ხალხმრავალი, საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.
აქ შეძლებთ გაეცნოთ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს, შეიძინოთ განსხვავებული და ორიგინალური ნივთები, მოისმინოთ კარგი მუსიკა. შარდენზე ასევე ბევრ კარგ ადგილს იპოვნით გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. შარდენის ქუჩის დასაწყისში მცირე მოედანი და სკვერია, სადაც ბრინჯაოს ქანდაკება - ე.წ. "თამადა" დგას, რომელიც ვანის ანტიკურ ნაქალაქარში აღმოჩენილი ძვ. წ. VII საუკუნის ქანდაკების ასლია.
ქუჩას ეს სახელი ცნობილი ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის პატივსაცემად ეწოდა. ადრე ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომაც „ბნელი ქუჩა“ ერქვა. გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, XIX საუკუნეში კი ახალი ბაზაზხანა განვითარდა. დახურული ბაზაზხანა - ბნელი რიგი XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. 2002 წელს ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა დაიწყო და ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში მრავალი კულტურული და გასართობი დაწესებულებაა განთავსებული. შარდენის ქუჩა ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის თბილისის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა