დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

საქართველოს შესახებ

საქართველო დაუვიწყარი მოგონებების ქვეყანაა. დაჯილდოვებული მომხიბვლელი ბუნებით, მზიანი სანაპიროებით, გამოქვაბულებით, უხვი ველური ბუნებით, კანიონებით და კულტურით. ამ პატარა ქვეყანას ყველაფერი აქვს. ის აკმაყოფილებს ყველას ინტერესს, გემოვნებას, ბიუჯეტს და ასაკს. ყველაფრის მნახველ მოგზაურსაც კი გაუჭირდება ქვეყნის სილამაზის უარყოფა. იმის გამო, რომ საქართველო განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნისგან, ის გაძლევს უნიკალურ გამოცდილებას, რომლის მიღება სხვაგან თითქმის შეუძლებელია. საქართველო თავგადასავლებლის მაძიებლებს აღაფრთოვანებს. უამრავი მიზეზი არსებობს რატომაც კავკასიის ამ პატარა ქვეყანის ნახვა ღირს.

დედაქალაქი
თბილისი
მოსახლეობა
3.717 მილიონი
პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ვალუტა
ქართული ლარი ₾
ფართობი
69 700 კმ²

უსაფრთხოება

სასიამოვნო დასვენების ერთ-ერთი წინაპირობა უსაფრთხოებაა. საქართველოში სტუმრობისას ამ მხრივ ნამდვილად შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ჩვენი ქვეყანა Numbeo-ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, მსოფლიოს მასშტაბით კი მეექვსე ადგილს იკავებს. საქართველო სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა და ეს ადამიანთა უსაფრთხოებაზეც აისახება. ქვეყნის ნებისმიერ მხარეში მოგზაურობისას შეხვდებით კეთილგანწყობილ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ და უფრო მრავალფეროვანი გახადონ თქვენი მოგზაურობა. აქ ნებისმიერ დროს იზრუნებენ თქვენს ჯანმრთელობაზე, ყველა რაიონში იპოვნით სამედიცინო დახმარების პუნქტებს. თუკი ლაშქრობის, ველურ ბუნებაში ხეტიალის და ექსტრემის მოყვარული ხართ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ, სამაშველო სამსახურები დახმარებისთვის მზად არიან 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარ ამინდში, ნებისმიერ ადგილას. თქვენს სიმშვიდეზე ზრუნავს საქართველოს პოლიციაც, რომელიც ბოლო კვლევების მიხედვით ქვეყანაში ყველაზე სანდო ინტიტუტებს შორისაა. საქართველოს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში, ასე რომ შეგიძლიათ თავისუფლად მიენდოთ კომპეტენტურ და გამოცდილ გიდებს, რომლებიც თქვენს უსაფრთხო და დაუვიწყარ მოგზაურობას უზრუნველყოფენ. თუკი ჩვენი ქვეყნის მონახულება გადაწყვიტეთ, უბრალოდ მშვიდად განიტვირთეთ და დატკბით მრავალფეროვანი კულტურითა და საოცარი ბუნებით.

police
6 000 000
65.0%
72.4%
96.8%
lobio kotanshi beans

გასტრონომია

ქვეყნის ხასიათისა და კულტურის გაცნობის ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო ნაწილი ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებაა. ქართული სამზარეულო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და გულგრილსაც არავის ტოვებს. აქ ყველა კუთხეს სახასიათო, უნიკალური კულინარიული ტრადიცია აქვს. ქართული ტრადიციული კერძების ვრცელ მენიუში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს რაღაც ისეთს, რაც მისთვის საყვარელ კერძად იქცევა. თუკი ახალ არომატებს დაეძებთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გურმანთა სამოთხეში. უგემრიელესი, ნატურალური რძის პროდუქტები, პიკანტურად შეზავებული ხორცეული თუ ახალი ბოსტნეულის სიმსუბუქე სიამოვნების თავბრუდამხვევ ტალღებში გაგახვევთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: ხინკალი, წალამზე შემწვარი მწვადი, ხაჭაპური, კუბდარი, აჭარული ხაჭაპური, ელარჯი და სხვა. საქართველოში მეცხოველეობა უძველესი დროიდანვე განვითარებული იყო, ამიტომაც რძის პროდუქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და სხვადასხვა ტიპის კერძებშიც გამოიყენებენ. აღსანიშნავია გუდის ყველი და სულგუნი. საქართველოში ძალიან უყვართ ხორცეული და შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალგვარი საწბლებითა და სანელებლებით შეზავებული, წვნიანი, შემწვარი, ბოსტნეულთან ერთად მომზადებული თუ ცომეულში მოქცეული. რძის პროდუქტებთან და ხორცეულთან ერთად ფართოდაა გავრცელებული მცენარეული საკვებიც, განსაკუთრებით კი მრავალფეროვანი ფხალეული. ასე რომ აქ ვეგეტარიანელებიც კომფორტულად იგრძნობენ თავს. შემოგთავაზებთ ქართული ტრადიციული კერძების მცირე ჩამონათვალს: წალამზე შემწვარი მხვადი, ხინკალი, ხაჭაპური, დამბალხაჭო, საცივი, ელარჯი, ჩაქაფული, ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, კუბდარი, რაჭული ლობიანი, ჩიხირთმა, კოტორი, ჩობან ყაურმა, შემწვარი წიწილა ისრიმაყვალში, ქოთნის ლობიო, ხაშლამა, ტენილი ყველი, ბორანო, შქმერული და სხვა.

უფლისციხე - Uplistsikhe

ისტორია

საქართველო უდიდესი და უძველესი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაა. საუკუნეთა განმავლობაში ის მუდმივად დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზი იყო სტრატეგიული მდებარეობის გამო. თუმცა მან მაინც მოახერხა გადარჩენა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ადამიანი აქ 1 800 000 წლის წინ დასახლდა და პირველი ევროპელი სწორედ Homo georgicus-ქართველი ადამიანი იყო. დაწყებული გამოქვაბულში მცხოვრები ჰომო გეორგიკუსით აქ უწყვეტად მიმდინარეობდა ევოლუციისა და კულტურული განვითარების პროცესები. ძვ.წ. II ათასწლეულში კი პირველი ქართული სახელმწიფოები დიაოხი და კოლხა წარმოიქმნა. ისინი ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა დაამხეს. ძვ.წ VI-IV საუკუნეებში კი კოლხეთისა და იბერიის სამეფოები ჩამოყალიბდა. კოლხეთის ძლევამოსილება ძველ ბერძნულ მითშიც აისახა, აქ იმოგზაურეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა IV საუკუნე. 326 წელს ქვეყანაში წმ. ნინო კაბადოკიელმა ახალი რელიგია - ქრისტიანობა შემოიტანა...

დეტალურად

რელიგია

რელიგია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში. საქართველოს მოსახლეობის 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია, თუმცა აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რწმენის ადამიანები. საქართველომ ქრისტიანობა IV საუკუნეში მიიღო და ამან ქართული კულტურის განვითარებაშიც გარდამტეხი როლი შეასრულა. შუასაუკუნეების ხუროთმოძრვრებაში, ლიტერატურასა თუ დაზგურ ხელოვნებაში მთავარი ადგილი სწორედ რელიგიურ თემატიკას უჭირავს. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იპოვნით მაღალმხატვრულობით გამორჩეულ ტაძრებს, რომლებიც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე და ქმნიან სახასიათო ნიშას საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში. მიუხედავად ქრისტიანობის უდიდესი როლისა და გავლენისა, საქართველო გამოირჩევა რელიგიური თუ ეთნიკური ტოლერანტობით. დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს ცნება - სახელმწიფო რელიგია და რელიგიისა და რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით: ”სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას”. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ურთიერთპატივისცემით თანაარსებობენ სხვადასხვა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები. აქ გვერდიგვერდ ნახავთ ქრისტიანულ ტაძარს, სინაგოგასა თუ მეჩეთს. ტოლერანტობა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემა ერთ-ერთი ასპექტია, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას.

ჯვარი, ჯვრის მონასტერი, მცხეთა - Jvari Monastery, Mtskheta