დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 მარტი, 2020

საქართველო - ღვინის სამშობლო

კატეგორია: კულტურა

მზის ქვეშ უსასრულობამდე გაწოლილი, ოქროსფერგადაკრული ზვრები, მწიფე ყურძნის სურნელი, ქვევრი და ქვევრიდან ახლადამოღებული გრილი ღვინის დამათრობელი არომატი… ეს ყველაფერი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. აქ ვაზთან ურთიერთობასა და ღვინის დაყენებას უდიდესი ისტორია აქვს.

ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობაა, რომელიც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. ვაზს ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, ის სიცოცხლის, ნოყოფიერების სიმბოლოა. ვაზის დეკორატიულმა ელემენტმა ფართოდ ჰპოვა ასახვა საქართველოს ტაძართა ფასადებზე. ჩვენს ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. აქ არის აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ღვინის ჭურჭელი და ღვინის სამშობლოდაც სწორედ საქართველო ითვლება. აღსანიშნავია ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება, რომელთაგანაც საუკეთესო ხარისხის ღვინო მზადდება.ქართული ღვინის განსაკუთრებულად გამორჩეული სახეობებია: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, ციცქა-ცოლიკაური, ხვანჭკარა, ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და სხვა. თუ გსურთ ახლოდან გაეცნოთ ქართულ ტრადიციებსა და მევენახეობის კულტურას, აუცილებლად უნდა დაესწროთ რთველს კახეთში, სადაც ყურძნის კრეფა დიდ დღესასწაულად იქცევა და სილაღითა და დადებითი ემოციებით აგავსებთ.

თეგები: #ღვინო #ქართული ღვინო #ღვინის სამშობლო
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი