დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
01 ნოემბერი, 2021

ბერიკაობა

წლის მანძილზე არც ისე ბევრი დღესასწაულია, რომელიც საყოველთაოდ აღინიშნება და ყველა ტიპის ადამიანს აერთიანებს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ რელიგიისა. თუმცა ადრეული XX საუკუნის დასაწყისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული ბერიკაობა. მის მსგავსად აგრეთვე მოიაზრება ფესტივალი ყეენობა და ცალსახაა, რომ ამ ორ დღესასწაულს ნამდვილად საერთო საწყისი აქვთ, მაგრამ ეს უკანასკნელი დარჩა, როგორც ურბანული დღესასწაული მაშინ როცა ბერიკაობის აღნიშვნა სოფლებში არსებულ უმნიშვნელოვანეს პროცესად იქცა. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად იწყებოდა მზადება ბერიკაობისთვის, ერთი გაგებით დღესასწაული გულისხმობდა ბუნების გაღვიძების, ნაყოფიერების, ახალი წლის აღნიშვნას და იმედს, რომ წელი ბარაქიანი იქნებოდა. მზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო, მარაგდებოდა ოჯახები სანოვაგეებით, მზადდებოდა ატრიბუტები დღესასწაულისთვის, იქნებოდა ეს ხის ხანჯლები ნიღბები თუ ტანსაცმელი ბერიკებისთვის. უშუალოდ პროცესი ბევრისთვის თეატრის საწყისი გახლდათ, ნახსენები ბერიკები იყვნენ ერთგვარი მსახიობები, რომლებიც განსხვავებულ როლებს ირგებდნენ და გარკვეულ სცენებს აცოცხლებდნენ ქუჩებში. შემსურებლების არჩევა თავიდანვე ხდებოდა და ყველას განსაზღვრული როლი ჰქონდა, დაწყებული მთავარი ბერიკით დამთავრებული სხვა როლებით, იქნებოდა ეს თათარი,ლეკი, პატარძალი, თუ არაბი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი შეზღუდული არ იყო მაინც დღესასწაულში უფრო მეტად ახალგაზრდა თაობა იღებდა მონაწილეობას. ბერიკების რაოდენობა კი დამოკიდებული იყო სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზე. მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე სოფლებსა თუ ქალაქებში განსხვავებულად, თუმცა ერთნაირად ხმაურიანად და ენერგიულად იწყებოდა დღე. მოძრავი დღესასწაული, რომელშიც სურვილის მიუხედავად, უნებურად ებმებოდა ყველა მაცხოვრებელი, ნამდვილად საოცარი სანახავი იყო. დღის მანძილზე ბერიკები კარდაკარ სტუმრობდნენ სოფლის ყველა მაცხოვრებელს და წესი იყო, რომ ბერიკა არცერთი სახლიდან ხელცარიელი არ უნდა გამოსულიყო. რა თქმა უნდა იყო ისეთი ოჯახები, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება და კარსაც არ უღებდნენ ბერიკებს, მსგავს ოჯახებს კი ბერიკები წყევლიდნენ და უბარაქობას უსურვებდნენ. ბერიკები დიდი მარშითა და ხმაურით მიდიოდნენ ყველგან გარდა მგლოვიარე ოჯახისა, სადაც მშვიდად მიცვალებულის შესანდობარს ამბობდნენ და გზას აგრძელებდნენ. სწორედ ასე გროვდებოდა სურსათ-სანოვაგე და დღის კულმინაციისას ერთ ოჯახში მიჰქონდათ და ზეიმიც სწორედ ამ ოჯახში ქეიფით სრულდებოდა. სანტერესო იყო როდესაც ორი სოფლის ბერიკები შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ დროს სოფლის მთავარ ბერიკებს შორის იმართებოდა ბრძოლა ჭიდაობაში. გამარჯვებული სოფლის ბერიკას კი დამარცხებულების არსებული სანოვაგის აღება შეეძლო. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, დღესასწაულმა შეინარჩუნა აღნიშვნის მიზანი, თუმცა მეორე გაგებით ადაპტაცია განიცადა და ბერიკაობის სცენებს დაემატა განსხვავებული როლები. თუ აქამდე არაბის როლის შემსრულებელ ბერიკას წყალში აგდებდნენ ან ტალახს ესროდნენ, ნიშნად საქართველოს გათავისუფლებისა არაბთაგან, ახლა ბერიკა იმ ფეოდალის ან პიროვნების, როლს ირგებდა, რომელსაც სოფელი თამამად ვერ უპირისპირდებოდა. თეატრალური დადგმა კი ერთგვარ მალულ პროტესტის პროცესად იქცა. ამ ტრადიციისა და დღესასწაულის შენარჩუნება კი ბევრ გამოჩენილ ადამიანს სურდა მათ შორის ილია ჭავჭავაძესაც კი, სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში ბერიკაობა მხოლოდ ცალკეულ სოფლებში თუ აღინიშნება, ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა სოფელი დიდი ჩაილური, და საგრძნობლად შემცირდა იმ ხალხის რაოდენობა ვინც ზედმიწევნით იცოდა დღესასწაულის აღნიშვნისთვის საჭირო წესები. ნიღბები, როლების განსახიერება, სანოვაგის მაცხოვრებლებისთვის თხოვნა, ეს რამდენიმე ტრადიცია ნამდვილად გავს ცნობილ დღესასწაულ ,,Halloween”-ს, მიუხედავად იმისა, რომ ძირეულად განსხვავდება ეს ორი დღესასწაული, მსგავსად ნახსენები სელტიკური ფესტივალისა, ბერიკაობასაც აქვს პოტენციალი, რომ დაიბრუნოს თავისი საყოველთაო აღნიშვნის წესი და ისევ იქცეს იმ დღედ, როდესაც ყველა ერთიანდება და ზეიმობს ახალი ეტაპის დაწყებას.

თეგები: #კულტურა #ტრადიცია #ინფორმაცია #ტრადიციები #ღონისძიება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
არტ-გენ ფესტივალი
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, შოპინგი, კულტურა, ისტორია

არტ-გენ ფესტივალი

თარიღი: ივლისის ბოლო
1 Comments