თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე.
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. ადგილობრივები საახალწლო სამზადისს ორი ან ერთი თვით ადრე იწყებენ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურად აღნიშნონ. და, თუ თქვენ ჯერ ისევ არ იცითსად გაატაროთ ახალი წელიზღაპრულად, გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.
ქართული კერძები, ტრადიცია, გართობა, ზეიმი, მხიარულება მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების წრეში და ახალი წლის ღამეს მეტი არც არაფერი სჭირდება იდეალურობისთვის.
ასე რომ, ჩვენ მზად ვართ გიამბოთ მეტი თუ როგორ აღინიშნება ახალი წლის დაუვიწყარი ღამე საქართველოში.
წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები ახალ წელს ელიან. დეკემბერში საახალწლო ღონისძიებები, დღესასწაულები და გართობის უამრავი საშუალება ერთად იყრის თავს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.
იცით მაინც რას გულისხმობს ნამდვილი წინა საახალწლო სამზადისი? საახალწლო საჩუქრების მომზადებას, პროდუქტების შეძენას, ქალაქში დიდ საცობებსა და გრძელ რიგებში პურის შესაძენად საათობით დგომას, და სიხარულით გაწყობილ საახალწლო სუფრას.
31 დეკემბერი
ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის.
როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.
ახალი წლის პირველ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღამისთევით ხვდება. ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნას 1 იანვრის ღამის წუთებზე იწყებენ და რამდენიმე დღე აგრძელებენ მხიარულებას.
2 იანვარი - ბედობა
2 იანვარი საქართველოში ბედობის დღეა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ მთელი წელი ისე დაგებედება. ამიტომაც, ყველა ცდილობს ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. დღის მთავარი გმირი კი არის „მეკვლე“, პირველი ადამიანი რომელიც სტუმრობს ოჯახს 2 იანვარს. ამბობენ, მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მეკვლეც და მასპინძელიც ერთად იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ წელს.
ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა 1 იანვართან შედარებით ნაკლებად ემზადებიან ამ დღისთვის. ქართველები, ძველ წელს 14 იანვარს აღნიშვნით აუცილებელ და ახალ წელს ხვდებიან ახალი შემართებით.
საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო. ამიტომაც, გვჯერა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ოცნებები აუცილებლად აგისრულდებათ!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი