დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
17 დეკემბერი, 2018

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

ახალი წელი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებით. ახალი წლის შესახვედრად და აღსანიშნავად თქვენთვის უცხო ადგილას გამგზავრება იდეალური გადაწყვეტილებაა, რომელიც მრავალფეროვანს გახდის გამოცდილებას.

დაიღალეთ ყოველ წელს ერთი და იმავე გარემოში ახალი წლის აღნიშვნით? გთავაზობთ, 5 საუკეთესო ადგილს საქართველოში, სადაც ახალი წლის გატარება დასამახსოვრებელს გახდის თქვენს დასვენებას.


tbilisi

1. თბილისი


თბილისი, საქართველოს დედაქალაქი საახალწლო მზადებას დეკემბრის დასაწყისში იწყებს. თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე საახალწლო განათებებია და ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია ქალაქის ცენტრალური ადგილები: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ახალი ტიფლისი და ძველი თბილისი. მიმდებარე ტერიტორიებზე საახალწლოდ უამრავი ღონისძიება იმართება, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ამას გარდა, ამ უბნებშია მოწყობილი საახალწლო ღია სახის მარკეტები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დეკორაციული და საახალწლო ნივთები.

რატომ თბილისი? თბილისი ახალ წელს დიდი საზეიმო კონცერტით ხვდება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იყრის ამ დგილას, სადაც ისინი ფერადი, ლამაზი ფეიერვერკისა და სადღესასწაულო ზეიმის ფონზე ერთად ხვდებიან ახალ წელს. ამიტომაც, თუ ხალხმრავალი ადგილების, ფერად-ფერადი და გაბრწყინებული სანაოხაობისა თუ ღონისძიების მოყვარული ხართ თბილისი ამ ჩამონათვალში თქვენთვის საუკეთესო ადგილია.


mestia

2. მესტია


მესტია, ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრი ზემო სვანეთში, ერთ-ერთი გამორჩეული არჩევანია ახალი წლის შესახვედრად. მესტია, გარშემორტყმული მთებით საახალწლო პერიოდში ულამაზესია. ახალ წელს მესტია ცენტრალურ ნაწილში გამართული კონცერტით ხვდება. საახალწლოდ განათებული მესტია ახალ წელს შედარებით მშვიდი და ტრადიციული გზით აღნიშნავს. დათოვლილი სახლები და ღამის საახალწლო განათებები მესტიის ქუჩებში ზღაპრულ გარემოს ქმნის. მესტია ამ ჩამონათვალში გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, კულტურითა და არქიტექტურით. სახლები, სვანური კოშკები, საახალწლო განათებები და თოვლი ახალი წლის ღამეს ჯადოსნურ ელფერს მატებს. ეს ყველაფერი ერთად ნებისმიერ დამსვენებელს თავს განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოში აგრძნობინებს.

რატომ მესტია? თუ ახალი წელი ვერ წარმოგიდგენიათ თოვლის გარეშე, გიყვართ სრიალი და გართობა მესტიაში ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს. მესტიაში ყოველთვის არის ახალ წელს დიდი თოვლი, რომელიც გამოარჩევს მას სხვა ადგილებისგან. მესტიიდან სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი ახლოს მდებარეობს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, თეთნულდზე.

სათხილამურო კურორტ ჰაწვალის უმაღლესს მწვერვალზე მდებარეობს კაფე „ზურულდი“, საიდანაც სვანეთისა და უშბის ულამაზესი ხედი იშლება. ახალი წლის პერიოდში ეს ადგილი დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. ამას გარდა, მესტიაში დარჩენა უფრო იაფია, ვიდრე სხვა სათხილამურო კურორტებზე ახალი წლის პერიოდში. ასე რომ, თუ ხართ თოვლისა და სრიალის მოყვარული, გსურთ ახალი წელი ნაკლები დანახარჯებით გაატაროთ და დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ, მესტია თქვენთვის შერჩეული ადგილია.


batumi

3. ბათუმი


ზღვისპირა ქალაქი ბათუმი ახალი წლის პერიოდში განსხვებულად ლამაზია. საზეიმოდ მორთული ბათუმის ქუჩები ქალაქში საახალწლო განწყობას ქმნის. ბათუმის ზოგიერთ ცენტრალურ ქუჩაში საახალწლო ბაზრობებს მართავენ, ისევე როგორც თბილისში. იმართება უამრავი სახის ღინისძიება და აქტივობები. ახალ წელს ბათუმი გალა კონცერტით ხვდება ევროპის მოედანზე.

რატომ ბათუმი? ღამის ბათუმი ყოველ სეზონზე, ყველა დროს ლამაზია, საშობაო-საახალწლო განათებები კი ქალაქს საოცრად ამშვენებს. ბათუმი შეიძლება ითქვას, ისევე როგორც თბილისი აქტიურად ეგებება ახალ წელს. თუ ხალხმრავლობა, აქტიურობა, მხიარულება თქვენთვის პრიორიტეტია ბათუმი მშვენიერი არჩევანია. ახალი წელი ზღვისა და სანაპიროს ფონზე უმშვენიერესია. თუ თქვენ ზღვის მოყვარული ხართ, ამ ჩამონათვალში ბათუმი შესაფერისი ადგილია. მართალია, ზღვის სეზონი ზაფხულია, თუმცა თუ ტალღების ხმაური და სანაპიროზე სიარული გიყვართ, გირჩევთ არჩევანი ბათუმზე გააკეთოთ.


bakuriani (1)

4. ბაკურიანი


სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთი ხალხმრავალი ზამთრის კურორტია. ახალ წელს ბაკურიანში დათოვლილი სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებით აღნიშნავენ. ბაკურიანი განსხვავებით სხვა კურორტებისა, უამრავ აქტივობას სთავაზობს თავის დამსვენებელს.

რატომ ბაკურიანი? თუ ახალ წელს გსურთ ოჯახურ ან მეგობრულ გარემოში შეხვდეთ, გიყვართ თოვლი და გართობა, ბაკურიანში ახალი წელი კარგი არჩევანია. საახალწლოდ მორთული ბაკურიანი ოჯახური დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია. უამრავი სახის გასართობის საშუალება არსებობს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. თუ დასვენებას პატარასთან ერთად აპირებთ, ბაკურიანში მათთვისაც არის გასართობი პარკები, ყინულის მოედანი, ციგები თუ თხილამურები. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ლამაზი კოტეჯების ქირაოიბისა და მისი მორთვისა, რომელიც მყუდრო და ოჯახურ გარემოს შეგიქმნით. ბაკურიანი თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და ტრანსპორტირების უამრავი გზა არსბეობს. თბილისთან სიახლოვის გამო 2-3 დღე კარგი პერიოდია საახალწლო დასვენებისთვის ბაკურიანში. თუ დროში შეზღუდულები ხართ და ზამთრის კურორტზე გსურთ ახალი წლის აღნიშვნა ბაკურიანში გირჩევთ წასვლას. ასე რომ, თუ გეგმავთ ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდეთ, ბაკურიანი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.


goderdzi

5. გოდერძი


გოდერძის სათხილამურო კურორტი აჭარის რეგიონში, ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი უჩვეულო ადგილია. ახალი წელი გოდერძიზე ლამაზია, რადგან საახალწლო დეკორაციები, საოცარი ბუნება და ხედები, რომელიც ამ ადგილიდან იშლება დამსვენებელს გულგრილს არ დატოვებს.

რატომ გოდერძი? გიყვართ სრიალი, ბევრი თოვლი, მყუდრო და ნაკლებად ხალხმრავალი ადგილი? გოდერძიზე ქირავდება კოტეჯები, სადაც თქვენ შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად შეხვდეთ ახალ წელს მეგობრულ გარემოში. გოდერძის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა სწორედ ის, არის რომ იქ ყოფნისას იგრძნობთ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს, რომელიც ახალ წელს ძალიან უხდება. შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე.

იმედი გავქვს, სტატია დაგეხმარებათ თქვენი ინტერესებისა და ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოთ საუკეთესო ადგილი ახალი წლის გასატარებლად.

გისურვებთ, ბედნიერ დასვენებას!

თეგები: #მესტია #ბათუმი #თბილისი #სათხილამურო კურორტი #ახალი წელი #შობა #თოვლი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები