დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
mestia-in-winter,  Местия зимой მესტია ღამით Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия mestia in winter,  Местия зимой მესტია ღამით Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия mestia in winter,  Местия зимой ღამის მესტია ღამის მესტია Mestia, Svaneti Местия, Сванетия Mestia, Svaneti Местия, Сванетия

მესტიის შესახებ

მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ალბათ სწორედ ამ ცადაზიდულ მყინვარებსა და კლდეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გვყავდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანი და სხვა დიდებული სვანი მთამსვლელები. სვანური კოშკები, უნიკალური ტაძრები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ რელიგიური ნიმუშები ნამდვილად ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურისა. აღსანისნავია, რომ სვანური კოშკები ცნობილ იაპონელ ანიმატორს, ჰაიაო მიაძაკის გამოყენებული აქვს თავის ერთ-ერთ ცნობილ ანიმეში - „ლაპუტა: სასახლე ცაში“. მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.


გეოგრაფია და კლიმატი

მესტიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია. იგი მოიცავს ზემო სვანეთის ტერიტორიას, მდინარე ენგურის ხეობა ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე და მისი შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულებია: დაბა მესტია, ბეჩო, ეცერი, იდლიანი, იფარი, კალა, ლახამულა, ლატალი, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია რაიონში 200-მდე მყინვარია, მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მესტიის მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა.


ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7℃, იანვარში -6,4℃, ივლისში 16,4℃. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25℃, აბსოლუტური მაქსიმუმი +35℃. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.


რა ვნახოთ

მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია უძველესი კულტურითა და მკვეთრად გამოხატული იდენტობით. იგი უამრავ ტურისტს იზიდავს. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი. გრანდიოზული მწვერვალების ფონზე შეფენილი კოშკოვანი სოფლები დაუვიწყარ კადრებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში. გამორჩეულია სვანური ტაძრები, მათი მოხატულობა და ჭედური თუ ფერწერული ხატების შესანიშნავი ნიმუშები. განსაკუთრებით ცნომილია უშგულის ლამარია და კალის წმ. ივლიტასა და კვირიკეს მონასტერი, სადაც მეფის მხატვარ თევდორეს მხატვრობაა. აუცილებლად უნდა ეწვიოთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსა და მესტიის მუზეუმს, სადაც ნახავთ უნიკალურ ოთხთავებს, ხატებს, სამკაულებს, ტრადიციულ სამოსსა და სხვადასხვა საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო ექსპონატებს. მესტიის ბუნება კი ძალიან მდიდარია ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ როგორც კომფორტული დასვენება საოცარი ხედების მქონე სასტუმროებში, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები კარვისა და კოცონის თანხლებით. დათოვლილი მწვერვალები, ჩანჩქერები, კლდეთა სამეფოში მოქცეული ტბები, ნიავით სავსე მინდვრები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. ეს მხარე ასევე მიმზიდველია სამთო სპორტის მოყვარულთათვისაც. საბოლოოდ კი მესტია არ უნდა დატოვოთ უგემრიელესი სვანური სამზარეულოს გასინჯვის გარეშე, რომლის მთავარი კერძიც კუბდარია.


ბუნება


კულტურული ძეგლები


მუზეუმები


კურორტები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Valerie Ley
Valerie Ley

Dear community,
We’re planning on coming to Mestia next week. We would like to do the Mestia-Ushgulli trek, is this hike already accessible? We would also like to do some mountaineering, would that be possible?

Kind regards,
Valerie

galit kowen
galit kowen

Dear community
We are planing to come to Mestia in July .is there a night train from Tiblisi ? We read that there was one.
And also Is there a folklore song or dance experience that you recommend?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, there is no night train or any train leading directly to Mestia. You can take public transport such as minibus from Tbilisi which costs 50 Gel per person. You can visit local cafe Laila in Mestia, they usually have the folk songs during diner time.

Thomas Bernegger
Thomas Bernegger

Dear Community,
this is Thomas from Austria. We plan to come to Mestia for ski touring in spring 2023 and were wondering about the right time to come.
On one hand, we have mountaineering experience and are looking forward to climb some of the 4000+ peaks in the area. On the other hand it would be an advantage if the snow is still in the lower regions, so that we can start ski touring from the valley.

What do you think is the right time? At the moment we aim for 31.3. to 10.4. Plan B is from 14.4. to 24.4. What do you think about this date?

Also I would appreciate any recommendation for accommodations to host 8 mountaineers as well as other activities.
Thank you in advance!
Best regards, Thomas

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, 31.3 would be better. However 10.4 might be good too. We can't say for sure, as there is still no snow in Mestia, and it started a bit snowing just today. Even ski resorts are closed yet :(. So it would be better if you contact us in mid of January about snow cover condition in Mestia. 💜 As for accommodation we highly recommend hotel Mestia Inn.

Shahar sinai
Shahar sinai

Hello, your information is very helpful! I think to come visit Mestia on the 12/4. Do you have house? will it be possible to travel Mestia in this weather? Is it snowy in this time of the year? Will it be possible to walk on the mountains around the village and to the glaciers whiteout special equipment?
Thank you for your help!

Shahar sinai
Shahar sinai

Correction- do you have recommended guests house?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

Hello, it is possible to travel to Mestia this time. The mestia itself is not snowy, but everything around is still snowy. No it is not possible to walk on glaciers without equipment, as it is dangerous. But you can walk in the forest nearby and in the villages. We recommend visiting Mestia from the second half of May. You can check out accommodation here: https://georgiantravelguide.com/ka/hotels?regions=37

Shahar sinai
Shahar sinai

Thank you!

Kondrate Janashia
Kondrate Janashia

vgijdebi mestiaze, yvelaze magari isaa rom statiasshi chem isayvarel ianimea naxsenebi sul ori anime miyvars yvelaze metad laputa da https://poti.ge/animaciuri/15697-drakonis-margaliti-qartulad.html

Rayyan Kamaleldin
Rayyan Kamaleldin

How can i reach there from batumi

gamarjobat martis dasawyishi tu gaqvst 2dgiani tuti dagegmili da sad gvaiyeresebs ?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მესტია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!