![bude, Cottage in Mestia, Hut in the woods](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/dji-0385-13.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის — მესტიაჭალის სათავეში.
ჭალაათის მყინვარი შედგება ორი ნაკადისაგან და იკვებება 4000 მეტრზე მაღალი მწვერვალების: უშბის, ჩათინის, კავკასის და ბჟედუხის ფერდობებიდან. ძირითადია მარცხენა ნაკადი, მის ზედაპირზე სამი ყინულჩანჩქერია განვითარებული, რაც მყინვარქვეშა რელიეფში რიგელების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მძლავრი ზედა ყინულჩანჩქერის სიმაღლე 300 მეტრია, სიგანე 700 მეტრი. ქვედა ორი ყინულჩანჩქერი შედარებით მცირეა. ყინულვარდნილების მიდამოებში მყინვარის ენა სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით არის დასერილი (სერაკები). იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ზღვის დონიდან 1960 მ ჩამოდის და ტყის ზონაში იჭრება. მყინვარის ფართობი 8,59 კმ²-ია, მარცხენა მთავარი ნაკადის სიგრძე 9,35 კმ, ხოლო მარჯვენა ნაკადის სიგრძე 7,30 კმ-ია. მყინვარიდან გამოდის მდინარე მესტიაჭალის შენაკადი ჭალაათი. მისასვლელი გაზა დაბა მესტიიდან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, ჭალაათის მყინვარ ფოტოები ვნახე თვქენს გვერდზე. მისასვლელი გზა როგორი აქვს ?
გამარჯობა, დეტალური ინფორმაცია ბილიკზე იხილეთ აქ:
https://georgiantravelguide.com/ka/routes/chalaatis-mqinvari
მესტიიდან ჯერ მიდის სამანქანო გრუნტიანი გზა შემდეგ კი ტყეში არის საფეხმავლო ბილიკი, ერთი გზა 3 კმ. ბილიკი მარტივია და ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გავლას. მითითებული ლინკიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ GPS ტრეკი