სამეგრელო-ზემო სვანეთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სამეგრელო-ზემო სვანეთი მდებარეობს ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. რეგიონი მოიცავს ორ ისტორიულ და გეოგრაფიულ პროვინციას- სამეგრელოსა და სვანეთის ნაწილს. ეს ორი პროვინცია რეალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. საკურორტო თვალსაზრისით რეგიონი უნიკალურია, რადგან მოიცავს როგორც ზღვას, ქვიშიან სამკურნალო სანაპიროებს, მინერალურ წყლებს, აგრეთვე მთიან დასახლებასაც. განსაკუთრებით პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტებით, შავი ზღვის სანაპიროთი, უმაღლესი მწვერვალებითა და მყინვარებით. ამას გარდა, რეგიონი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობითიც.

დავიწყოთ სვანეთით. უშგული არის სასაზღვრო ტერიტორია ზემო სვანეთისა, სადაც რამოდენიმე პატარა სასოფლო დასახლებაა. ზღვის დონიდან 1,600-2,00 მეტრზე მდებარეობს და თავისი მაჩვენებლით ევროპაში უმაღლეს დასახლებას წარმოადგენს. უშგული მღვიმოვან, კარგად დაცულ ხეობაზეა განლაგებული. ჩრდილოეთით ნაძვნარით ხასიათდება, ხოლო სამხრეთით- ალპური მდელოებით.

ზემო სვანეთში ბევრი მწვერვალია, რომელიც მარადიული თოვლითაა დაფარული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი მათგანი: შხარა, თეთნულდი და უშბა. აქვეა XII საუკუნის ციხესიმაგრეების ფრაგმენტები, რამოდენიმე ეკლესია, 30-ზე მეტი უძველესი კოშკი, რომელიც ამავე დროს საცხოვრებელიცაა. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის უშგულს. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ უშგული იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ქვეშაა და იწოდება, როგორც “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”.

უშგულის სამხრეთით მდებარეობს XI-XII საუკუნეებით დათარიღებული ციხესიმაგრე, რომელიც გადმოყურებს უშგულის ოთხივე სოფელს. უფრო მაღლა კი, ჩრდილოეთით წმ. მარიამის ეკლესიაა, რომელსაც ადგილობრივები “ლამარიას” სახელით მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყოველთაოდ ცნობილია სვანეთის კოშკი, რომელიც 4-6 სართულიანია. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხის საფეხურებისგან. ბოლო სართულზე განთავსებულია ტყვია სასროლი მოწყობილობები. აქვეა აგრეთვე ე.წ. სიყვარულის კოშკი. 

ლეგენდის თანახმად, სვანი დიდებულის ქალიშვილი დანიშნული იყო ვაჟზე, რომელიც ომში წავიდა. ქალწულმა ფიცი დადო, რომ მხოლოდ მასთან შეუღლდებოდა და მარადიულად დაელოდებოდა. ვაჟი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. თუმცა, ქალიშვილმა მისი სიკვდილის ამბავი არ დაიჯერა. მაშინ მამამ ააგო სვანეთის შესასვლელში კოშკი, საიდანაც შეძლებდა მას გზისთვის ეყურებინა. და ისიც, სიცოცხლის ბოლომდე, ამ კოშკიდან გაჰყურებდა გზას, და ელოდა მარადიულად. ამ ლეგენდის დამსახურებით, ეს კოშკი განსაკუთრებით პოპულარულია შეყვარებულ წყვილებში.

რაც შეეხება მესტიას, ის ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტია. მდებარეობს ზღვის დონიდან 1,500 მეტრზე, გამოირჩევა თვალწარმტაცი ფერდობებითა და თვალუწვდენელი ხედებით. ცივი და თოვლიანი ზამთარი დამახასიათებელია აქაურობისთვის. ზემო სვანეთში ასვლა მეტად რთულია. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში ის წარმოადგენდა ეროვნული საგანძურის ერთგვარ საცავს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აქ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ხატები, უძველესი ხელნაწერები. დღეს აქ არის მესტიის ეთნოლოგიური და ისტორიული მუზეუმი. თუ მესტიას ესტუმრებით თებერვლის დასაწყისში, დაინახავთ, თუ როგორაა გაბრწყინებული სოფელი პატარ-პატარა კოცონებით. ამ ტრადიციას ლამპრობა ჰქვია, და ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. ამ დღეს ადგილობრივები ხის ნაფოტებისგან კოცონს ანთებენ, იმდენს, რამდენი კაციცაა თითო ოჯახში და ლოცულობენ, ევედრებიან წმ. გიორგის, რომ კარგი წელი ჰქონდეთ.  

ანაკლია

შავი ზღვის სანაპიროს აგვირგვინებს ანაკლია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სწრაფადგანვითარებადი კურორტი საქართველოში. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქ იყო ბერძნების დასახლება, რომელთაც ამ ადგილს უწოდეს ჰერაკლია, ბერძნული მითოლოგიიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში კი ეს სახელი გარდაიქმნა “ანაკლიად”. ამ დროიდან მოყოლებული, ანაკლია მეთევზეთა სოფელს წარმოადგენდა, აქვე იყო ნავსადგურიც. დღეისათვის, ანაკლია ახალგაზრდული, პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც ყოველწლიურად იმართება Gem Fest- ი - საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. 

ანაკლია ზუგდიდიდან 3 კილომეტრში მდებარეობს, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მის განსავითარებლად : გაჩნდა ახალი სასტუმროები, რესტორნები, აკვაპარკი, ამფითეატრი, კაზინო და სხვა გასართობი საშუალებები. აღსანიშნავია აგრეთვე ქვეითთა ხიდი, რომელიც ორ სოფელს შორისაა მოქცეული- ანაკლია და განმუხური, და გადებულია მდინარე ენგურზე. ეს ხიდი მთელს ევროპაში ყველაზე გრძელი ქვეითთა ხიდია-360 მეტრი. მას მშვიდობის ხიდსაც უწოდებდნენ, რადგან მისი საწყისი წერტილი მიუძღვება მოსიარულეთ აფხაზეთისკენ.

ზუგდიდიდან 70 კილომეტრში, კოლხეთის დაბლობის დასავლეთით მდებარეობს ცნობილი პალიასტომის ტბა, რომელსაც მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ფუნქცია აქვს რეგიონისთვის. ტბას ახასიათებს უიშვიათესი ქართული თევზების სახეობები და ზოგადად- ფაუნა. თუმცა, ყველაზე მეტად ტბა ყურადღებას იპყრობს მის ზედაპირზე მოლივლივე ფრინველებით. ეს ტერიტორია არის ბუნებრივი არეალი ფრინველებისთვის. გარეული გედები, ყავისფერი და სხვადასხვა სახეობა გარეული იხვებისა. ისინი ტბის ზედაპირზე ჟივჟივებენ და ჟღურტულებენ და გარემოს საოცარ ელფერს სძენენ.

განსაკუთრებით ეს მიგრაციის დროსაა შესანიშნავი, რადგან მათი ფრენის მარშრუტი სწორედ ტბის თავზე გადაივლის. წარმოიდგნეთ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტბის შემოგარენი სავსეა ფრინველთა გუნდებით, და შეუნიღბავი თვალითაც არ გაგიჭირდებათ მათი ყურება. აგრეთვე, ტბაზე თევზაობაც მეტად პოპულარულ გასართობს წარმოადგენს. ყველას, ვისაც ექნება ნებართვა კოლხეთის ეროვნული პარკისა, შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს აქ და ითევზაოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს მარტვილი- რამეთუ არ არის ორი გასაოცარი სანახაობა: მარტვილის ეკლესია და მარტვილის კანიონი. მარტვილის ეკლესია მდებარეობს ქალაქ მარტვილში. დაარსდა VII საუკუნის პირველ ნახევარში და მისი ძირითადი ფუნქცია, რელიგიურ რიტუალებთან ერთად, გახლდათ ეროვნული ძვირფასეულობის, განძის დაცვა. ძირითადად გარეშე მტრის შემოსევის დროს მარტვილის ეკლესია ერთგვარ განძის საცავს წარმოადგენდა. აქვე იყო უძვირფასეს ხელნაწერთა საცავიც. დღეისათვის ხელნაწერთა კოლექციამ, რომელიც აქ ინახებოდა, გადაინაცვლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 2007 წლიდან აღორძინდა მარტვილის ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულისა ბერთა მონასტერი, ისევე როგორც დედათა წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, ისიც, რა თქმა უნდა მდებარეობს სამეგრელოს რეგიონში და დღეისათვის აღიარებულია, როგორც ბუნების საოცრება საქართველოში. იყო დრო, როდესაც ეს კანიონი შედიოდა ქართველი დიდგვაროვნების- დადიანების ოჯახის კუთვნილებაში. ისინი აქ, როგოც წესი, საბანაოდ და დასასვენებლად დადიოდნენ. მოგვიანებით ეს ადგილი ადგილობრივებს შორისაც კი მივიწყებას მიეცა.

დღეისათვის, მილიონობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ მარტვილის კანიონი იხილოს- ადგილი, რომელიც ახლოსაა ამქვეყნიურ სამოთხესთან. აქ გასაოცარი ხედებია, უმშვენიერესი ჩანჩქერები, დაუვიწყარი მოგზაურობა ნავით- 300 მეტრზე.შესვლა 15 ლარი ღირს, (სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის- 5 ლარი), ნავით გასეირნება- 13 ლარი, ხოლო დაივინგი, ანუ მოგზაურობა გასაოცარი ფერის წყლის ქვეშ- 50 ლარი. აქ აგრეთვე შეგიძლიათ აიღოთ სასიარულო ტურებიც, რომელიც, დამერწმუნეთ, ნავით ექსკურსიაზე ნაკლებ შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი არ არის. მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. განსაკუთრებით კარგი პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდეა.

და ბოლოს, კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა სამეგრელოში არის დადიანების სასახლე, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში. ეს ისტორიული სასახლე და ახლა უკვე მუზეუმი იყო საცხოვრებელი დადიანების ოჯახისა, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს გამორჩეულ დიდგვაროვანთ მიეკუთვნებოდნენ. დადიანების მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.

 

მანძილი დედაქალაქიდან
340 კმ
მესტია, სვანეთი - Mestia, Svaneti
მესტია

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გა...

Ushba waterfall
უშბის ჩანჩქერი (შდუგრა)

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზე...

საინტერესო მარშრუტები სამეგრელო-ზემო სვანეთში

იხილეთ ასევე

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური...

სად მდებარეობს კურორტი თეთნულდი?სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყ...

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრია. იგი მდებარეობს მწვერვალებითა და მთებით გარშემორტყმულ ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და ...

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ...

ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვან...

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონი...

წალენჯიხა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის...

დადიანების სასახლე - სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ის ოდიშის მთავარმა – ლევან II დადიანმა ააშენა, მე-17 საუკუნეში. იგი ქალაქ ზ...

ხობი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. კოლხე...

ჩხოროწყუ — დაბა და მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხობზე, რკი...

პატარა ტობა, იგივე ოხოჯეს ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.  ის ყ...

დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე. დიდღალიშ ტობა ძალიან ...

კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე. კალალიშ ტობა მცირე ზომის ტბაა თუ...

წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყარიშ ტობა ულამაზესია თავისი ფერისა და მდებარეობის გ...

ნათიფურუ - საბანაკე ადგილი ნათიფურუს მთასთან, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. პირველი ქოხი ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილას მთავრდება სამა...

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მე...

ჩანჩქერი ინწირა მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიო...

ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე...

სენაკი — (მეგრ. სანაკი) ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრ...

აბაშა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდი...

კაცობურის ეროვნული პარკი - მდებაორებს აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პა...

მარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ყოფილი მარტვილი — გადაერქვა 1936 წლის 19 მარტს; ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართვე...

მარტვილის კანიონი -  ბუნების ძეგლი სოფელ ინჩხურში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი ს...

მემულის ტბა მდებარეობის ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნენსკრასა და საკენის გამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ...

ლებარდეს დიდ და პატარა ტბა მდებარეობის სამეგრელო-ზემო სვანეთში კერძოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში, გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე. ტბებამდე მისლვა შესაძ...

ოკარეს ტობა - ტბა მაგანას ხეობაში, სამეგრელო ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში....

უშგული — თემი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში (თემის ცენტრი).მდებარეობაუშგული მდებარე...

ზედა ვედი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში....

ლახირი — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის ხეობაში. ზღვის...

მემულის საზაფხულო ფერმები - მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ფერ...

მემულის ტბა მდებარეობის სამეგრელო - ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნე...

ტიტა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში....

ლაკუმურაშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ტობავარჩხილის ტბიდან დაახლო...

სამეგრელო - ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მ...

სოფელი ხალდე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში, ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონი...

ბანგურიანი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალ...

ზეგანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში....

კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდა...

მაჯვდიერი — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის თემი), მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1680 მ, მესტიიდა...

ლეხზირი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. გ...

მხერის მთა მდებარეობს ზემო სვანეთში, ლატალის თემში, ზღვის დონიდან 2460 მეტრზე. მხერის მთის უმაღლეს წერტილში მდებარეობს მხერის ეკლესია, მწვერვალ ლაჰილი...

ნაკიფარი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში. მდებარეობს მდინარე ენგურის ნაპირზე. ზღვის დონი...

ჟაბეში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში. მდებარეობს მდინარე მულხრის (მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1680 მეტ...

ჟამუში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში...

უშბა — ორთავიანი მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ იალბუზის ...

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონი...

ბჟედუხი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 43...

ჩათინი, ჩათინთაუ — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამ...

დალაყორის ქედი, დალახორა, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, ლეხზირ-ჭალაათის მყინვარებს შორის. უმაღლესი მწვერვალი დალაყო...

სვანეთის სილამაზისა და საინტერესო ადგილების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტია ხალდედან უშგულში გადამავალი ბილიკი. სვანეთი უმაღლესი მწვერვალები...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამეგრელო-ზემო სვანეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!