
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ტაძარია, რომელიც სვანეთში, მესტიის ერთ-ერთ ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. იგი ორსართულიანი, კრიპტიანი ნაგებობაა. პირველი სართული VIII- IX საუკუნეებით დათარიღებულ, მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს. მას მარტივი, სადა ინტერიერი და ბრტყელი საკურთხეველი აქვს. მოგვიანებით მიუმატებიათ მინაშენი, რაც ზედა ეკლესიის მშენებლობით აიხსნება. მეორე სართული XIII საუკუნისაა. იგი უფრო მოზრდილი, დარბაზული ნაგებობაა, რომლის ინტერიერი პილასტრებზე დაყრდნობილი კედლის თაღებით და კამარის ორ თანაბარ ნაწილად გამყოფი საბჯენი თაღით არის დანაწევრებული. დასავლეთის მხრიდან მასაც მინაშენი აქვს, რომელიც მშენებლობის მესამე ეტაპს მიეკუთვნება. ტაძრის სარკმლები მორთულია სადა, ლილვოვანი საპირეებით. პირველი სართული ნატეხი კლდის ქვით, მეორე სართული კი შირიმის კარგად ნათალი კვადრებითაა ნაშენი. მინაშენში ნატეხი კლდის ქვაა გამოყენებული, მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილებია შირიმის ქვაში გამოთლილი.
ლაღამის ეკლესიის როგორც
ქვედა,
ისე
ზედა
ეკლესიები
და
ზედა
ეკლესიის
სამი
ფასადი
მოხატულია.
ინტერიერის მოხატულობაში შემორჩენილი
საქტიტორო წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ლაღამის ზედა ეკლესიის მაშენებელი შალვა ქირქიშლიანი იყო, მხატვარი კი - მისი ძმა ნექე.
ტაძარში
თავმოყრილია
სხვადასხვა
პერიოდის,
განსხვავებული
სტილის ფრესკები. აქ ასევე დაცულია ისტორიულ პირთა, ადგილობრივ აზნაურთა – ქირქიშლიანების – საერო პორტრეტები.
ლაღამის
ზედა
ეკლესიის
მოხატულობა
სვანეთში
შემორჩენილი
ე.წ. “პალეოლოგოსთა
ხანის”
მხატვრობის
მნიშვნელოვანი
ნიმუშებია.
ფრესკები
ძალიან
მრავალფეროვანია
და
შეიცავს
ძველი
და
ახალი
აღთქმის
სცენებს,
წმინდანთა
გამოსახულებებს
და
“სამების”
ძალიან
იშვიათ
იკონოგრაფიულ
სქემას
(ისეთივეს,
როგორიც
უბისის ტაძარში
გვხვდება).
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა