დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი თავისი არქეტექტურითა მხატვრობით სვანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია და X საუკუნით თარიღდება. ტაძარი კარგად თლილი შირიმის ქვით არის ნაგები. ამ რთული ფორმის არქიტექტურული ძეგლის საერთო მოცულობაში დომინირებს დარბაზის ნაწილი, რომელიც თავისი სიმაღლით მკვეთრად განსხვავდება შვერილი სამწახნაგა საკურთხევლისაგან და სამხრეთ-დასავლეთის მინაშენებისაგან. ერთმანეთისგან მკვეთრად გამოირჩევა ძირითადი ეკლესიის დახვეწილი, გრძივი ღერძისადმი სიმეტრიული ნაწილი და მინაშენის შედარებით ტლანქი ფორმები. ინტერიერი ქვის კანკელით გამიჯნული დარბაზისა და საკურთხევლისგან შედგება. კანკელს ოთხი მრგვალი სვეტი აქვს. განაპირა სვეტებსა და საკურთხევლის მხრებს შორის არქიტრავული გასასვლელებია, ხოლო ცენტრალური გასასვლელი და მისი მიმდებარე ღიობები თაღოვანია. დარბაზი ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი კამარის გასამაგრებელი თაღით ორ ნაწილად არის გაყოფილი. იატაკი მიწისაა. კარი ორია, ერთი დასავლეთ კედელში, მეორე კი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. შენობის ექსტერიერი სადაა. ერთგვარად დატვირთულია დასავლეთი მინაშენის ფასადი, რომელიც დიდ სიბრტყეთა სხვადასხვა დონეების სახით წარმოგვიდგება. პირველ დონეს ფრონტონის სიბრტყე წარმოადგენს, რომელიც კუთხეებში ორი ფართო, შეკიდული პილასტრის სახით ეშვება ქვემოთ. პილასტრებს შორის სამი თაღი გადადის. შემდეგია კარის საპირე განიერი, სწორკუთხა სიბრტყე. იმავე ფასადზე, კარნიზის ქვემოთ საფასადო ფილებიდან ორზე ხელის მტევნის სკულპტურული ანაბეჭდია დასმული. ეკლესიის ინტერიერი ფრესკული მხატვრობის ორ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს, მე-10 საუკუნის საკურთხევლის მოხატულობასა და დარბაზის მე-16-17 საუკუნების მხატვრობა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!