გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი
სათხილამურო კურორტი ჰაწვალის შესახებ
სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. აქ მოხვედრა მესტიიდან ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება, ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო. თუმცა ზაფხულში მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო არ მუშაობს და ავტომობილით მოგიწევთ მისვლა კურორტზე. ზამთარში გზა იწმინდება და აქ მოხვედრა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით თუ იგი მომზადებულია თოვლზე სასიარულოდ. აქ მოხვედრას ასევე მარტივად შეძლებთ ტაქსით, რომელსაც მესტიის ცენტრში მარტივად დაიქირავებთ.
სასრიალო ტრასები
კურორტზე მოქმედებს 4 საბაგირო, რომელიც მოთხილამურეებს 10:00 დან 17:00 საათამდე ემსახურება:
- საბაგირო ჰაწვალი აკავშირებს მესტიას კურორტ ჰაწვალთან, იგი სტარტს იღებს მესტიაში, ზღვის დონიდან 1428 მეტრზე და ადის 1898 მეტრზე.
- სლალომი და ბიგელი მცირე ზომის საბაგიროებია, რომლებიც დამწყებთათვის არის გათვლილი.
- ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობენ. იგი 4 ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის.
ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს:
- დამწყები მოთხილამურეებისთვის ფუნქციონირებს ორი საბაგირო: სლალომი და ბიგელი. მათი მეშვეობით შესაძლებელია სრიალი მოკლე (550 მეტრი), დამწყებებისთვის განკუთვნილ ტრასებზე.
- საშუალო დონის და პროფესიონალ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო ზურულდით და დაეშვან რთულ ან საშუალო დონის ტრასებზე.
- რაც შეეხება თავგადასავლების მოყვარულ ექსტრემალებს, მათ შეუძლიათ ხშირ ტყეში, ძალიან ციცაბო ფერდებზე მოსინჯონ საკუთარი ძალები. ასევე საკმაოდ საინტერესოა საბაგიროს ქვეშ სრიალი სადაც უამრავ ბუნებრივ დაბრკოლებას შეხვდებით.
აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასა მესტიაში არ ბრუნდება და თუ ექსტრემალი არ ხართ კურორტიდან უკან დაბრუნება ისევ საბაგიროთი მოგიწევთ.
ჰაწვალზე ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და ხშირად იმართება ღამის სრიალი.
ინფრასტრუქტურა
კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს სასტუმრო ჰაწვალი და რამდენიმე კვების ობიექტი. მათ შორის აღსანიშნავია კაფე ზურულდი, რომელიც პირდაპირ საბაგირო ზურულდის ბოლოში, კურორტის უმაღლეს წერტილში მდებარეობს. კაფე ზურულდიდან იშლება ულამაზესი ხედები სვანეთზე. აქედან ასევე შეძლებთ ორთავიანი უშბის დანახვას. კაფე ზურულდი ყველა სეზონზე ფუნქციონირებს და სვანეთის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.
კურორტზე ასევე შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა.
კურორტის სეზონურობა
კურორტი ჰაწვალი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. თუმცა ყველაზე პასიური პერიოდი ოქტომბერში და ნოემბერშია. ამ პერიოდში შესაძლებელია საბაგიროები არ მუშაობდნენ. ზამთარში კურორტზე ყველა საბაგირო ჩართულია, ზაფხულში კი მხოლოდ ზურულდი.
კურორტ ჰაწვალის ძირითადი უარყოფითი მხარე მოკლე სათხილამურო ტრასები და ძალიან ნელი საბაგიროა. საბაგირო ზურულდი კურორტზე ამჟამად მოქმედ საბაგიროებში ყველაზე ძველია. იგი ოთხადგილიანია და მოძრაობს ძალიან ნელა. მოთხილამურეს საშუალოდ 12-15 წუთის გატარება უწევს ამ საბაგიროზე, რომელსაც ქარისგან დამცავი არანაირი სისტემა არ გააჩნია და ცუდი ამინდის დროს შეიძლება მეორედ დაჯდომის სურვილი პირველივე ასვლისას გაგიქრეთ.
ჰაწვალის დადებითი მხარეა მისი მდებარეობა, თოვლისა და ტყის საფარი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გაუკვალავ თოვლში სრიალის შესასწავლად. აქ შეხვდებით ყველანაირ ზედაპირს - ტყეს, ბუნებრივი ტრამპლინებს, ძალიან დახრილ ფერდობებს, ბუნებრივ დაბრკოლებებს და უამრავ სხვას. ასე რომ, თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის ექსპერტი ხართ, აუცილებლად იპოვით ჰაწვალზე ისეთ ადგილებს, სადაც საკუთარ თავს გამოცდას მოუწყობთ. ჰაწვალის ფერდობები დაფარულია ხშირი ტყით რაც ამცირებს ზვავსაშიშროებას და უფრო უსაფრთხოს ხდის გაუკვალავ თოვლში სრიალს.
თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული ხართ და მეტ თავგადასავალს ეძებთ, აუცილებლად ეწვიეთ თეთნულდის სათხილამურო კურორტს, რომელიც ჰაწვალიდან სულ რაღაც 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ შეხვდებით უფრო გრძელ სათხილამურო ტრასებს და საოცარ ადგილებს გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ.
იხილეთ ასევე
იხილეთ ასევე
სამეგრელო- ზემო სვანეთში მდებარეობს პატარა სოფელი ჰეშკილი, მესტიიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამთო- სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მი...
სად მდებარეობს კურორტი თეთნულდი?სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყ...
მხერის მთა მდებარეობს ზემო სვანეთში, ლატალის თემში, ზღვის დონიდან 2460 მეტრზე. მხერის მთის უმაღლეს წერტილში მდებარეობს მხერის ეკლესია, მწვერვალ ლაჰილი...
შდუგრა საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის ...
კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, მესტიის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდა...
მემულის საზაფხულო ფერმები მდებარეობის ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. ფერმები განლაგებულია მდინარე ნენსკრას მარჯვენა ნაპირზე....
წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყარიშ ტობა ულამაზესია თავისი ფერისა დ...
კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე. კალალიშ ტობა მცირე ზომის ტბაა თუმცა ძალიან ლამაზია, რადგან გ...
დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე. დიდღალიშ ტობა ძალიან მცირე ზომის ტბაა, იგი ძ...
ლაკუმურაშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ტობავარჩხილის ტბიდან დაახლოებით 15 კილომეტრში. ე...
პატარა ტობა, იგივე ოხოჯეს ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ის ყველაზე მარტივად მისასვლ...
ტობავარჩხილი, იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. იგივე ზომით ყველაზე დიდი ტბაა ტობ...
მემულის ტბა მდებარეობის ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნენსკრასა და საკენის გამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთაზე....
ოკარეს ტობა - ტბა მაგანას ხეობაში, სამეგრელო ზემო სვანეთში....
ჩანჩქერი ინწირა მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიო...
კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქს...
დასვი კითხვა
გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.