
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ფხოტრერის მთავარაგნელოზთა ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოტრერში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი მხრიდან მინაშენები აკრავს. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. აფსიდი ექსტერიერში სამწახნაგაა. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. აფსიდი დარბაზისგან მოხატული კანკელითაა გამოყოფილი. ინტერიერი მთლიანად მოხატულია, ფრესკები დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ეკლესია ერთი თაღოვანი სარკმლით ნათდება, რომელიც აფსიდის შუა წახნაგშია გაჭრილი. ფასადები სადაა, გვხვდება მხოლოდ აფსიდის გვერდითა წახნაგების ნიშები და ტაძრისა და მინაშენის სარკმლების მორთულობა. ჩანს ნიშა ცენტრალურ წახნაგსაც უნდა ჰქონოდა და მოგვიანებით ამოუვსიათ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებს აღმოსავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელი აქვთ. სარკმლებს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ჩრდილოეთის მინაშენის სარკმელს კიდეებგადაკეცილი სათაური აქვს. დაძრის დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, ორნამენტული კოპია ჩასმული. დასავლეთის მინაშენს სწორკუთხა შესასვლელი აქვს, რომელიც ბურთულებზე დაყრდნობილი ლილვებითაა მოჩარჩოებული, სამხრეთისა კი ორი თაღითაა გახსნილი. თაღები ძლიერ ბაზისზე დაბჯენილი სვეტის კაპიტელს და კედლების იმპოსტებს ეყრდნობა. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიის ფასადებს წრეთარგის მოხაზულობის ლავგარდანი ევლება, მინაშენისას კი - წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი. ეკლესიას შემორჩენილი აქვს ხის ძველი, ჩუქურთმებით შემკული, კარი. ტაძარი ნაგებია სუფთად თლილი შირიმის კვადრებით. ეკლესიაში დაცულია განვითარებული შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა