
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაკიფარში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ნაკიფარის ეკლესია ქართული კულტურის გამორჩეული მნიშვნელობის მხატვრულ-არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე მიდგმულია დახურული გალერეა. დარბაზი გადახურულია კამარით. გალერეის კედლები ინტერიერის მხრიდან დანაწევრებულია ძლიერი პილასტრებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ღია თაღედით იხსნებოდა ფასადზე, მოგვიანებით კი შირიმის კვადრებით ამოუშენებიათ. პილასტრებითაა ფლანკირებული მინაშენიდან ეკლესიის დარბაზში შემავალი თაღოვანი მოჩარჩოების კარიც. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადი სრულიად დაუნაწევრებელი კედლის უზარმაზარ სიბრტყეს წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა მოხატული ყოფილიყო. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილია კარისა და სარკმლის ღიობები. სამხრეთის სარკმელი შემკულია თაღოვანი, ,,გადანაკეცებიანი’’ თავსართით, რომლის თავზეც რელიფური ფილაა ჩასმული, ჯვრის, ფრინველის და ხარის თავის გამოსახულებებით. ყურადღებას იქცევს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი. საფასადო კომპოზიცია მასიური, შვერილი პილასტრებით შედგენილ სამთაღედს ეფუძნება. პილასტრების იმპოსტები გაფორმებულია ვიწრო, ნახევრადმრგვალი სარტყლით. თაღედის შუა მალაში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ფასადის ძირში მომცრო სახატე ნიშაა მიდგმული. ფასადი შემკულია ფრესკებითა და სკულპტურული გამოსახულებებით. მხატვრობა ძალიან დაზიანებულია და მცირე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი, გადაშლილია კომპოზიციის დიდი ნაწილი, შედარებით უკეთ გაირჩევა ცალკეული გამოსახულებები ფრონტონის არეში, საბურავის კიდეების ასწვრივ და თაღედის მალების ზედა მხარეს. მოხატულია ეკლესიის ინტერიერიც, ფრესკები შესრულებულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონქის გრანდიოზული კომპოზიცია, სადაც გამოსახულია ვედრების გავრცელებული იკონოგრაფიული ვერსია, ასევე ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული წმ. მხედრების საზეიმო კომპოზიცია. ნაკიფარის ეკლესიაში დაცულია XI, XII და XIII საუკუნეების ჭედური ხატები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა