
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშში მდებარეობს. იგი X-XIV საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. ტაძრის შიდა სივრცე ერთი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. პილასტრის წინა საფეხურს კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა, უკანა საფეხურიდან კი თაღები გრძივ კედლებზე გადადის. ინტერიერი საკურთევლისა და დასავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. მინაშენის კამარა ერთი მხრივ გარე კედელს, მეორეს მხრივ კი ეკლესიის კედელს გაყოლებულ თაღნარს ეყრდნობა. ტაძრის ფასადები სრულიად სადაა, მორთულობა მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კარკმლებს აქვს. აღმოსავლეთის სარკმელს თაღოვანი, ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. მის ზემოთ, ფრონტონის ცენტრში, გადანაკეცებიანი თავსართია. დასავლეთის საკმლის საპირე სწორკუთხა ფორმისაა, მის თავზე კი ჯვრის გამოსახულებაა. გალერეის ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადები სადაა, მხოლოდ დასავლეთი კარის თავზე და სარკმლის ორივე მხარეს გვხვდება ჯვრები. სამხრეთი და აღმოსავლეთი ფასადები თაღედითაა დეკორირებული. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა ფრესკები ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ნაგებობა ლილვოვან ცოკოლზე დგას. ეკლესიის ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს, მინაშენისას კი ლილვის, წრეთარგისა და თაროსგან შექმნილი. ეკლესია ნაგებია შირიმის სუფთად თლილი კვადრებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა