
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ლენტეხი, იგივე ქვემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის, ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იგი სამ ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავრო, ბალზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა, ამიტომ მას სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ. მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი მეცხოველეობაა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. აქ არის ასევე სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ერთ-ერთი სიმდიდრე კურორტი მუაშია, რომლის მინერალური წყლებიც სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერეო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა. თეთრად მოელვარე მწვერვალები, გრილი ტყეები, იალაღები, სვანური კოშკები და გამორჩეული ტაძრები ბევრ მოგზაურობის მოყვარულს, მოლაშქრესა და მთამსვლელს იზიდავს. რაიონში არის ტურბაზა და ალპიური ბანაკი „აილამა“, ასევე ბიბლიოთეკები, მუზეუმი და თეატრი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.
მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ლენტეხი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან
რუსეთის
ფედერაცია
(ყაბარდო-ბალყარეთი),
სამხრეთიდან
ლეჩხუმი,
აღმოსავლეთიდან
რაჭა,
ხოლო
დასავლეთიდან
სამეგრელო
და
ზემოსვანეთი
ესაზღვრება. იგი
სამხრეთ-აღმოსავლეთით
და
სამხრეთით
ლეჩხუმის
ქედით, დასავლეთით კოდორის, ხოლო ჩრდილოეთით - კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით
არის შემოსაზღვრული. ლენტეხის ტერიტორია მაღალმთიანია,
ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. რაიონში მიედინება
მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და
სხვა.
ლენტეხი
უქარო,
ზომიერად
ნესტიანი
ჰავითა
და
სუსტი
ყინვებით
ხასიათდება. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,8°C,
ივლისისა კი - 20,1°C.
ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. მშვენიერი ხეობები და გრანდიოზული, ყინულოვანი მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ მრავალი საინტერესო მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მრავალფეროვანი და სანახაობრივია ლენტეხის ზემო სვანეთთან, რაჭასთან და სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები, როგორიცაა მაგალითად: ლენტეხი-მაცხვარიშის, მანანური-ტვიბერის, ხაჩეში-დობერაზენის, შკედი-ლიხეთის და სასაში-ლაშიჭალის ბილიკები. ლენტეხი მიმზიდველია მთამსვლელებისთვისაც. ულამაზესია კურორტი მუაში სამკურნალო მინერალური წყლებით, ტყეებით, ტყისპირა მდელოებით, სუფთა ჰაერითა და პატარა კოტეჯებით. ამ რაიონში მოგზაურობისას შთამბეჭდავი ხედების გარდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლის მონახულებასაც შეძლებთ. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი და რა თქმა უნდა ლენტეხიც წარმოუდგენელია მათ გარეშე. გარდა კოშკებისა აქ ბევრი შუა საუკუნეების ტაძარი გვხვდება უნიკალური სვანური მხატვრობის ნიმუშებით. ნახავთ ეკლესიებს, რომლებზეც გარე ფასადებზეც არის შემორჩენილი ფრესკების კვალი, რაც მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. ლენტეხის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები და ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველიკოლექცია.
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაCan one do any interesting one-day treks from Lentekhi?