სად მდებარეობს კურორტი თეთნულდი?
სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი. კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრშია, ტრანსპორტირების საშუალო დრო 1 საათი.
როგორ მოვხვდეთ კურორტ თეთნულდზე?
კურორტზე მოსახვედრად პირველ რიგში საჭიროა მესტიაში ჩასვლა, რომელიც დედაქალაქიდან საკმაოდ შორს, 475 კილომეტრში მდებარეობს. მესტიაში ჩასვლა შესაძლებელია, როგორც საკუთარი ავტომობილით ისე სამარშრუტო ტაქსით, ასევე სრულდება ავიარეისები მესტია - ნატახტარი - მესტია და მესტია - ქუთაისი - მესტიის მიმართულებით. ავიარეისებს ახორციელებს ქართული კომპანია Vanilla Sky. მესტიიდან კურორტ თეთნულდამდე, ზამთრის სეზონზე საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი ან შეგიძლიათ მარტივად დაიქირაოთ ტაქსი მესტიის ცენტრში.
თბილისიდან მესტიამდე ტრანსპორტირების საშუალო დრო 8 საათია, ხოლო მესტიიდან კურორტ თეთნულდამდე 1 საათი.
სასრიალო ტრასები
თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კმ. და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა - 1,7 კმ. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე ჯამში 30 კილომეტრია. კურორტ თეთნულდზე, ამ ეტაპზე დამონტაჟებულია 4 საბაგირო, ორი ღია და ორი ბაბლის ტიპის, წარმოებული კომპანია „პომა“-ს მიერ. ეტაპობრივად იგეგმება განვითარება და ახალი საბაგიროების მოწყობა - მონტაჟი.
ინფრასტრუქტურა
სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, პირველი ეტაპი დასრულდა 2016 წელს, ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი განვითარება. ამჯამად კურორტზე ფუნქციონირებს რესტორანი თეთნულდი და რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი. კურორტზე შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობაც. ასევე მოწყობილია უფასო ავტოსადგომი. უშუალოდ კურორტზე ამჟამად არის მხოლოდ ერთი სასტუმრო, თუმცა მესტიასთან სიახლოვის გამო ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ მესტიაში განთავსებას, სადაც გაცილებით ფართო არჩევანია როგორც საოჯახო, ისე მაღალი კლასის სასტუმროებს შორის.
კურორტის სეზონურობა
კურორტზე სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, თუმცა საუკეთესო პერიოდი იანვარი - თებერვალია. თეთნულდი გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონით.
თეთნულდი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს: თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, თავისუფალი სრიალი (Freeride), სკიტური, ჰელისკი, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.
სათხილამურო კურორტ თეთნულდის სავიზიტო ბარათია - მუდმივად ახალი, დიდი და ხარიახანი თოვლი, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. ასევე მისი მდებარეობა, ხედები დიდებულ მწვერვალებზე - მწვერვალი უშბა და მწვერვალი თეთნულდი. მრავალფეროვანი გარემო სხვადასხვა სტილის სრიალის მოყვარულთათვის და უბრალოდ ბევრი თავგადასავალი.
კურორტ თეთნულდის ძირითადი უარყოფითი მხარე ტრანსპორტია, იგი 15 კილომეტრით არის დაშორებული მესტიიდან და თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილება. სამწუხაროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ მონაკვეთზე არ დადის. ასევე კურორტზე ხშირად გამოდის საბაგიროები მწყობრიდან და ზოგჯერ შეიძლება ხანგრძლივი რიგში დგომა ან საბაგიროზე ჯდომა მოგიწიოთ.
კურორტის დადებითი მხარეა თოვლის ხარისხი და გაუკვალავ თოვლში სრიალისთვის მდიდარი გარემო. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ როგორც ტყეში, ისე თეთნულდის უკიდურესად დახრილ კალთებზე. კურორტზე საკმაოდ ხშირად თოვს, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ნებისმიერი დონის მოთხილამურისათვის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თეთნულდის ფერდობები საკმაოდ ზვავსაშიშია და სახიფათო ზონებში სრიალის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ ზვავის უსაფრთხოების შესაბამისი აღჭურვილობა.
კურორტ თეთნულდთან ახლოს მდებარეობს შედარებით მცირე ზომის სათხილამურო კურორტი ჰაწვალი.
თუ გსურთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ, გადმოწერეთ აპლიკაცია საქრთველოს მთის კურორტები:
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაDobrý den!Funguje někde v Mestii nebo Tetnuldi půjčovna lyží a bot? A dá se dopředu udělat rezervace? Děkuji Zbyněk
Hi, I have a question about the end of season in 2023. Will it be open on 11-13 April? Another question is about transport. Is it true, that there is a marshrutka from Kutaisi to Mestia? And is it common to take a taxi from Mestia to Tetnuldi? Thank you!
Hello. As far as we know onli Tetnuldi ski resort is working right now and by the time you get there it will be still open or not we do not know unfortunately. The marshutka is usually from Zugdidi and Tbilisi to the direction of Mestia, however in summer there is one from Kutaisi, but we cant say for sure if there is one in April. Yes, you can take taxi to Tetnuldi ski resort from Mestia.
გამარჯობა.
მომავალ კვირას სლოვაკეთიდან ჩამოდიან ჩემი ნაცნობები და კითხულობენ, რა მდგომარეობაა კურორტზე. როგორია აქტუალური სათხილამურო პირობები?
(არის თუ არა ონლაინ კამერები კურორტზე?)
დიდი მადლობა წინასწარ!
გამარჯობა, ამავე გვერდზე მითითებულია აპლიკაციის ლინკი. აპლიკაციაში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია თოვლზე, საბაგიროებზე, ლაივ კამერებზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მთის კურორტების ორგანიზაციას:
https://www.facebook.com/GeorgianMountainResorts/
Hi, will Tetnuldi Ski Resort be open in Summer? We are going to Mestia in 3 June and would like to try skiing.
It's very unlikely because this season has very low precipitation. I think it will close at the end of May. You can check information by contacting official representatives of Georgian Mountain Resorts:
https://www.facebook.com/GeorgianMountainResorts/
გამარჯობა! აპრილის შუა რიცხვებშიც აუცილებლად ორხიდიანი მანქანა გვჭირდება? და სათხილამურო აღჭრვილობის ქირაობა მესტიაში ჯობს თუ სათხილამურო ტრასებთანაცაა ? მადლობა !
გამარჯობა, ბოლო 4 კილომეტრი არ არის მოასფალტებული და არის საკმაოდ დიდი აღმართები. სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში ტალახი დაგხვდებათ და სედანი ცოდოა მაგ გზაზე. რაც შეეხება გაქირავებას, სჯობს მესტიაში იქირაოთ რადგან უფრო ფართო არჩევანია. თუმცა ადგილზეც შესაძლებელია ქირაობა.
HI! When is the ski season for Tetnuldi going to end? Will it be open on 26 Apr 2019? Thank you!
Tetnuldi ski resort has the longest season in Georgia. It's covered by snow even in Summer. 2019 season will be open officially until April 30. But it can be longer according to snow conditions.