
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
უშგული სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თემია, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალის - შხარას ძირას არის განლაგებული. უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და 2014 წლამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით თუშეთის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფიქსირდა და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსიც ამ სოფელს მიენიჭა. უშგულის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. შხარას საოცარი ხედი, სვანური კოშკები და უძველესი ტაძრები უნიკალური მოხატულობით ეგზოტიკურ და ზღაპრულ გარემოს ქმნის. ეს ადგილი საინტერესო და მიმზიდველია, როგორც ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულთათვის. უშგულის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: უშგულის ლამარია, თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენციები, ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მურყმელის მაცხოვრის ეკლესია და სხვა. უშგულიდან ლენტეხში გადასვლაც არის შესაძლებელი, უღვირის უღელტეხილით. თუკი მრავალფეროვანი თავგადასავალი და ზემო და ქვემო სვანეთის გაცნობა გსურთ უღვირის უღელტეხილით მესტიიდან ლენტეხში მოგზაურობა ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო, აქ გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. იგი სვანეთის ერისთავთა, ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა, რეზიდენციას წარმოადგენდა. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. თავისუფალი სვანეთის ნაწილი იყო. უშგული თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექრურით და ულამაზესი ბუნებით საოცრად მომნუსხველი ადგილია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა. მაინტერესებს მესტიიდან უშგულამდე რამდენი დრო ჭირდება დელიკებს ან ჯიპებს
მოგესალმებით. დრო დამოკიდებულია გზის მდგომარეობაზე, თუმცა ჯამში საათნახევრიდან ორ საათამდეა საჭიო მესტიიდან უშგულამდე მისასვლელად.
გამარჯობა
მაინტერესებს თბილისიდან (ქუთაისიდან მაინც) თუ გადის რაიმე ტრანსპორტი უშგულამდე? რამდენად ღირს გაზაფხულის პერიოდში რამდენიმე დღიანი ლაშქრობის მოწყობა (კარვებით)?
მადლობა
მოგესალმებით. პირდაპირ ამ ეტაპზე არცერთი ტრანსპორტი არ მიდის უშგულის მიმართულებით. თბილისიდან გადიან სამარშუტო ტაქსები მესტიის მიმართულებით ყოველდღე სამგორის ავტოსადგურიდან და ოქროს ბირჯის წინ რომ ავტოსადგურია მაქედან. გასვლა არის ხოლმე 7ის ნახევრიდან. ასევე მესტიაში მიდიან სამარშრუტო ტაქსები ქუთაისიდან და ზუგიდიდდან. მესტიაში ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ დელიკით ან ჯიპით წახვიდეთ უშგულის მიმართულებით. მესტიიდან უშგულის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ზაფხულში დადიან ხოლმე. რაც შეეხება ლაშქრობას. მაგალითად აპრილის მეორე ნახევარში კვლავ თოვლია ყველა სალაშქრო ბილიკზე და ლაშქრობას არ გირჩევთ. სვანეთში სალაშქროდ საუკეთესო პერიოდია ივნისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.