
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის ორსართულიან საცხოვრებელ ნაგებობას, ე.წ „მაჩუბ დარბაზს“ წარმოადგენს. ორივე სართული შენარჩუნებულია პირვანდელი სახით. მუზეუმში შეძლებთ გაეცნოთ სვანური საცხოვრებლის ტიპს, იქაურ ცხოვრების წესს და მრავალ საინტერესო ეთნოგრაფიულ მასალას. აქ ნახავთ სასოფლო-სამეურნეო და საბრძოლო დანიშნულების იარაღებს, საკულტო ნივთებს, ხის ძველ ავეჯს, რკინისა და თიხის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ა.შ. პირველი სართული განკუთვნილი იყო ზამთარში ადაიანებისა და საქონლის ერთობლივ სადგომად. საქონლისა და ადამიანების სადგომი ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის მოჩუქურთმებული ტიხრით. აქვე დაათვალიერებთ მახვშის სკამს, მოჩუქურთმებულ განჯინას და სხვა საინტერესო საყოფაცხოვრებო ნივთებს. მეორე სართულზე განთავსებულია ხის ორი უძველესი საწოლი, თხა-ცხვრების დასაბინავებელი თაღოვანი სადგომი, სამზარეულო, ე.წ „ბოჯარი“, თავისი მოწყობილობებით, სვანური აკვანი, XVII საუკუნის ჰორიზონტარული საქსოვ-სართავი დაზგა თავისი ატრიბუტებით და სხვა. უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია სვანური კულტურის გასაცნობად.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა