
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი, ე.წ „თამარის სამჭედლო“ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს. იგი ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში შედიოდა თამარის ზედა ციხესთან ერთად და უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. ძეგლი X-XI საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი ოთხი კოშკისა და ეკლესიისგან შედგებოდა, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ეკლესია, ერთი კოშკი და ორი კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. გადმოცემის თანახმად ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
კომპლესის აღმოსავლეთ კიდეში, ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია, მსხვილი და ვიწრო ფიქლის შესანიშნავი წყობით ნაგები, ზურაბ ნიჟარაძის კოშკი, რომლის ძირშიც დიდი ზომის რიყის ქვებია გამოყენებული. კოშკი განიერია, მცირე ენთაზისით. მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სადაა. აღმოსავლეთით, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის დონეებზე სიბრტყის სხვადასხვა მონაკვეთში მცირე ზომის სარკმლებია გაჭრილი. დასავლეთ ფასადის მეორე და მეოთხე სართულებზე კარის ღიობებია შემორჩენილი კოჭის ბუდეებით, რაც აივნების არსებობაზე მიანიშნებს. მესამე სართულის დონეზე პატარა სარკმელია გაჭრილი. აღსანიშნავია კოშკის გამორჩეული, ყოველი კედლის ცენტრში მოწყობილი ძლიერად შვერილი მაშიკულით დასრულება. კოშკი ერთიან, ძლიერ დომინანტად აღიქმება.
ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსის
ეკლესია ძალიან მცირე ზომის, გეგმაში მართკუთხა, დარბაზული ნაგებობაა. ტაძრის დაბალი დარბაზი, გადაკეთების გამო უხეიროდ ამოყვანილი, ვიწრო, ფართოკონქიანი აფსიდით სრულდება, ცენტრში დიდი, სწორკუთხა სარკმლით.
აფსიდი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზის მხარეს, მთელ სიმაღლეზე, მსუბუქად შვერილი მხრები აქვს. დარბაზსა და აფსიდს ფიქლით ნაგები, შეულესავი კანკელი ყოფს. კონქის ზედა ნაწილი და მთელი კამარა შემორჩენილი არ არის და მათ მაგივრობას ფიქლის ლოდები ასრულებს, რომლებიც ერთგვარ "ბრტყელ გადახურვას" ქმნის. ეკლესიას დასავლეთის კედელში გარედან სწორკუთხა
და დარბაზის მხრიდან - თაღოვანი შესასვლელი აქვს. იგი უზარმაზარი, მართკუთხა
ბალავრითაა გადახურული. დასავლეთის კედელში მოთავსებულია სარკმელიც,
რომელიც აფსიდის სარკმელთან შედარებით უფრო დაბალი და ღრმაწირთხლებიანია. ტაძარს თავდაპირველი
კარი არ აქვს შემორჩენილი, ამჟამად აქ ერთ-ერთი ადგილობრივის შენაწირი, კვეთილობიანი
ხის კარია. გრძივი
კედლების
ქვედა
ნაწილს
ვიწრო,
დაბალი
საფეხური
გასდევს. სრულიად სადა ინტერიერი შებათქაშებული ყოფილა, თუმცა ბათქაში ამჟამად მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა