
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. აქ მოხვედრა მესტიიდან ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება, ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო. თუმცა ზაფხულში მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო არ მუშაობს და ავტომობილით მოგიწევთ მისვლა კურორტზე. ზამთარში გზა იწმინდება და აქ მოხვედრა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით თუ იგი მომზადებულია თოვლზე სასიარულოდ. აქ მოხვედრას ასევე მარტივად შეძლებთ ტაქსით, რომელსაც მესტიის ცენტრში მარტივად დაიქირავებთ.
კურორტზე მოქმედებს 4 საბაგირო, რომელიც მოთხილამურეებს 10:00 დან 17:00 საათამდე ემსახურება:
ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია. აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს:
აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასა მესტიაში არ ბრუნდება და თუ ექსტრემალი არ ხართ კურორტიდან უკან დაბრუნება ისევ საბაგიროთი მოგიწევთ.
ჰაწვალზე ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და ხშირად იმართება ღამის სრიალი.
კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს სასტუმრო ჰაწვალი და რამდენიმე კვების ობიექტი. მათ შორის აღსანიშნავია კაფე ზურულდი, რომელიც პირდაპირ საბაგირო ზურულდის ბოლოში, კურორტის უმაღლეს წერტილში მდებარეობს. კაფე ზურულდიდან იშლება ულამაზესი ხედები სვანეთზე. აქედან ასევე შეძლებთ ორთავიანი უშბის დანახვას. კაფე ზურულდი ყველა სეზონზე ფუნქციონირებს და სვანეთის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.
კურორტზე ასევე შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა.
კურორტი ჰაწვალი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. თუმცა ყველაზე პასიური პერიოდი ოქტომბერში და ნოემბერშია. ამ პერიოდში შესაძლებელია საბაგიროები არ მუშაობდნენ. ზამთარში კურორტზე ყველა საბაგირო ჩართულია, ზაფხულში კი მხოლოდ ზურულდი.
კურორტ ჰაწვალის ძირითადი უარყოფითი მხარე მოკლე სათხილამურო ტრასები და ძალიან ნელი საბაგიროა. საბაგირო ზურულდი კურორტზე ამჟამად მოქმედ საბაგიროებში ყველაზე ძველია. იგი ოთხადგილიანია და მოძრაობს ძალიან ნელა. მოთხილამურეს საშუალოდ 12-15 წუთის გატარება უწევს ამ საბაგიროზე, რომელსაც ქარისგან დამცავი არანაირი სისტემა არ გააჩნია და ცუდი ამინდის დროს შეიძლება მეორედ დაჯდომის სურვილი პირველივე ასვლისას გაგიქრეთ.
ჰაწვალის დადებითი მხარეა მისი მდებარეობა, თოვლისა და ტყის საფარი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გაუკვალავ თოვლში სრიალის შესასწავლად. აქ შეხვდებით ყველანაირ ზედაპირს - ტყეს, ბუნებრივი ტრამპლინებს, ძალიან დახრილ ფერდობებს, ბუნებრივ დაბრკოლებებს და უამრავ სხვას. ასე რომ, თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის ექსპერტი ხართ, აუცილებლად იპოვით ჰაწვალზე ისეთ ადგილებს, სადაც საკუთარ თავს გამოცდას მოუწყობთ. ჰაწვალის ფერდობები დაფარულია ხშირი ტყით რაც ამცირებს ზვავსაშიშროებას და უფრო უსაფრთხოს ხდის გაუკვალავ თოვლში სრიალს.
თუ გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული ხართ და მეტ თავგადასავალს ეძებთ, აუცილებლად ეწვიეთ თეთნულდის სათხილამურო კურორტს, რომელიც ჰაწვალიდან სულ რაღაც 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ შეხვდებით უფრო გრძელ სათხილამურო ტრასებს და საოცარ ადგილებს გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
აბონემენტის სახეობა | ბარათის ტიპი | 01.12.2019 - 13.03.2020 | 14.03.2020 - 31.04.2020 | ||
---|---|---|---|---|---|
სვანეთი (ჰაწვალი / თეთნულდი) | უფროსი | საბავშვო | უფროსი | საბავშვო | |
1 ასვლა (თეთნულდი) | ბარქოდი | 7 | 7 | 7 | 7 |
1 ასვლა (ჰაწვალი) | ბარქოდი | 7 | 7 | 7 | 7 |
2 ასვლა (მესტია-ჰაწვალი-ზურულდი) | ბარქოდი | 10 | 10 | 10 | 10 |
1 დღიანი | მულტიქარდი | 40 | 25 | 30 | 20 |
2 დღიანი | მულტიქარდი | 77 | 48 | 58 | 38 |
3 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 112 | 71 | 84 | 57 |
4 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 149 | 92 | 112 | 71 |
5 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 182 | 114 | 137 | 91 |
6 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 213 | 133 | 160 | 107 |
7 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 232 | 145 | 174 | 116 |
სეზონური | მულტიქარდი | 300 | 180 | 150* | 90* |
სტუდენტური | მულტიქარდი | 180 | - | 90* | - |
ღამის სრიალი | მულტიქარდი | 20 | 15 | 20 | 15 |
გუდაური / ბაკურიანი / გოდერძი / სვანეთი (ზამთარი) | უფროსი | საბავშვო | უფროსი | საბავშვო | |
7 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 312 | 156 | - | - |
10 დღე სეზონზე | მულტიქარდი | 420 | 210 | - | - |
სეზონური | მულტიქარდი | 600 | 300 | 300* | 150* |
სტუდენტური | მულტიქარდი | 300 | - | 150* | - |
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაHello Mr./Ms.
we are snowboard lover from China and are interested in Mestia ski resort. And we are planning to visit and live in Mestia during the Christmas Week and celebrate new year there.
First we need your help for more detail information:
1. Is there any official website of Svaneti Ski Resort(like the website of Gudauri Ski Resort)??
2. When we arrive at Tbilis Air Port, how can we get to Mestia and to your house?
Is there any official traffic bus, shuttle bus and ski bus or train that we can take?
Or only by taxi? but 540km.....
3. Is there any skibus or shuttle bus from where to Hatsvali ,or Tetnuldi ski resort?
4. According to Gudauri ski resort's official website: https://www.gudauri.info/about_gudauri/#skipass,
there is a season card that not only can be used in Gudauri but also in Svaneti Ski Resort.
But can I also buy this season card in Svaneti ski resort and also use it in Gudauri?
Hi,
I am planning a family trip to Georgia - and, of course, Mestia, in May. My family expects to go skiing as well. Could you please advise if that will be possible in May at Hatsvali Ski Resort? Will there still be snow?
Thanks.
Fifi
Hi Fifi,
It's hard to say in advance but ski season is open until end of May on Tetnuldi ski resort which is close to Hatsvali ski resort. For more information about snow conditions please contact Mountain Resorts of Georgia:
https://www.facebook.com/GeorgianMountainResorts/