დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ბათუმი, აჭარა, ღამის ბათუმი - batumi, adjara, Night in Batumi ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა, ღამის ბათუმი - batumi, adjara, Night in Batumi ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა, ღამის ბათუმი - batumi, adjara, Night in Batumi ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა, ღამის ბათუმი - batumi, adjara, Night in Batumi ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა - batumi, adjara ბათუმი, აჭარა - batumi, adjara

ბათუმის შესახებ

ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი. ბათუმის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. აქ ცხოვრება დუღდა ანტიკურ ხანაშიც და მოსახლეობას სავაჭრო კავშირები ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. უძველესი ისტორია, მსუბუქი და დინამიური არქიტექტურა, მზიანი სანაპირო, ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, უგემრიელესი აჭარული სამზარეულო და მრავალი გასართობი, კულტურული თუ დასასვენებელი ადგილი შეუდარებელს ხდის ამ ქალაქს და უამრავ დამსვენებელსაც იზიდავს. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც.


გეოგრაფია და კლიმატი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი შედგება ძველი ბათუმი, რუსთაველი, ბაგრატიონის, აღმაშენებლი, ჯავახიშვილი, თამარის, ხიმშიაშვილის, ბონი-გოროდოკის, აეროპორტის, კახაბრის, ბათუმის, გონიო-კვარიათის და მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულებისაგან. ქალაქის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ბათუმის ყურეს და კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე მდებარეობს, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივაა გაშენებული. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება ბუნებრივი ტბა, რომელიც ბათუმის პარკის ნაწილია. ქალაქსა და მის შემოგარენში სუბტროპიკული მცენარეულობაა გავრცელებული. ხშირია ხელოვნურად გაშენებული პარკები და ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები. გორაკ-ბორცვებზე კი ალაგ-ალაგ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.
ბათუმში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა უთოვლო ზამთრითა და თბილი ზაფხულით. იანვარში
საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,1 °C, აგვისტოში კი — 23,2 °C.


რა ვნახოთ

ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალაა (ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა) წარმოდგენილი ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. ეს მზიანი, ზღვისპირა ქალაქი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ბულვარის, შადრევნების, თანამედროვე არქიტექტურის, იახტებისა და მზის ჩასვლის პეიზაჟის გარეშე. საბოლოოდ კი ამწვანებული წალკოტი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ულამაზესი ხედებით, ნამდვილად მოგგვრით სიმშვიდესა და აღტაცებას.


ღირსშესანიშნაობები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ

ტურები აჭარაში

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Bachir Touil
Bachir Touil

Hello how can I buy the train ticket from tblissi to batumi

1 შეფასება
5
I FLY IN THE SKY
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბათუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!